მთავარი

ონლაინ სესხები TOP 5

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე

დღესდღეობით, სწრაფი სესხები ან ეგრედწოდებული payday სესხები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სესხის სახეობაა. როდესაც დროებითი ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ სასურველი რაოდენობის თანხა პირდაპირ ინტერნეტიდან ისესხოთ. სხვა სესხების მსგავსად, სწრაფი სესხები მოხერხებული და ადვილია მისაღებად – სახლიდან გაუსვლელად შეგიძიათ მისი აღება. საბანკო სესხებისგან განსხვავებით, სწრაფი სესხის აღება დიდ დროს არ წაგართმევთ, როგორც წესი, სულ რაღაც რამდენიმე წუთია საჭირო.

წაიკითხე მეტი

რა არის სწრაფი სესხი?

ყოველდღიურად საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს სწრაფი სესხით. არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ამ ტიპის დამხმარე საშუალება ახალია და ფაქტობრივად წარმოდგენაც კი არ აქვთ ასე ფართოდ გავრცელებულ პროდუქტზე. ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციაც უმეტესწილად ასეთი კატეგორიისთვის იქნება ყველაზე საინტერესო და სასარგებლო, თუმცა ვფიქრობთ ნებისმიერს შეუძლია გადაავლოს თვალი და იპოვოს რაიმე საინტერესო დეტალი, რისთვისაც ამ დრომდე ყურადღება არ მიუქცევია.

სწრაფი სესხების უმეტესობის მისაღებად, ჩვენ სახლიდან გასვლაც კი არ გვჭირდება. ამ ტიპის სესხს თითქმის ყველა საქართველოში მოქმედი ფინანსური დაწესებულება გვთავაზობს, იქნება ეს ბანკი, თუ უბრალოდ ონლაინ სესხის გამცემი კომპანია.

თვითონ სახელწოდებიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სესხის მისაღებად მინიმალური დროა საჭირო. თუ რომელიმე თქვენგანი მოულოდნელად აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დამატებითი ფინანსების მოძიება აუცილებელია, თუმცა არსებული ბიუჯეტი ამის დასაფარად საკმარისი არ არის, დროც შეზღუდულია, შეგიძლიათ სწორედ ასეთ სწრაფ სესხს მიმართოთ. ეს ისეთივე პროდუქტია, როგორიც მაგალითად სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხი, უბრალოდ მის მისაღებად არსებული მოთხოვნები და პირობები გაცილებით ლოიალური, მარტივი და მაქსიმალურად კომფორტულია მომხმარებლისათვის.

რატომ ავირჩიოთ სწრაფი სესხი?

როდესაც ფინანსური სამომხმარებლო ბაზარი ასეთი გაჯერებული და მრავალფეროვანია, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ავირჩიოთ მაინცდამაინც სწრაფი სესხი? ხომ არ ჯობია ჩვეულებრივ, მრავალგზის აპრობირებულ და სანდო სამომხმარებლო სესხს მივმართოთ?

პირველ რიგში, აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ სწრაფი ონლაინ სესხებიც სამომხმარებლო ტიპის სესხების კატეგორიას განეკუთვნება. მის ყველაზე მთავარ უპირატესობას კი დროში მოქნილობა წარმოადგენს.

შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა საბანკო პროდუქტის პირობები ჩვენთვის გაცილებით მისაღები იყოს, თუმცა მათ მისაღებად საჭირო დრო ხშირად იმდენად დიდია, რომ შესაძლოა დამატებითი თანხის მოძების საჭიროებაც კი გადაფაროს.

თუ სტანდარტული სესხის მისაღებად ჩვენ დაგვჭირდება სხვადასხვა ტიპის საბუთების მოგროვება და წარდგენა, გასაუბრება საკრედიტო ექსპერტთან და შესაძლოა რამოდენიმე დღიანი მოლოდინიც კი განაცხადზე პასუხის გასაგებად, სწრაფი სესხის შემთხვევაში – მხოლოდ რამოდენიმე თავისუფალი წუთი, საბანკო ანგარიში და უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტთან წვდომა დაგჭრდებათ. სწრაფი სესხები ძირითადად ინტერნეტის საშუალებით გაიცემა სახლიდან გაუსვლელად, თუმცა რათქმაუნდა არის ისეთებიც, რომლისთვისაც ბანკში მისვლა დაგჭირდებათ, ან სულაც ტელეფონის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ.

სწრაფი სესხების ყველაზე დიდ უპირატესობად მაინც დრო რჩება. პოპულარობასაც უმეტესწილად ეს განსაზღვრავს. თუმცა, ამ პლუსს ისიც ემატება, რომ სწრაფი ონლაინ სესხის მისაღებად თქვენ საბუთების მინიმალური რაოდენობა, ან საერთოდ არაფერი არ გჭირდებათ, ასაკობრივი შეზღუდვაც გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად ნებისმიერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობა საკმაოდ მაღალი.

სწრაფი სესხის სახეობები

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სწრაფი სესხები ძირითადად სამომხმარებლო ტიპის სესხებს განეკუთვნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამით შემოიფარგლება.

სწრაფი სესხების ბაზარზე სულ უფრო ხშირი ხდება ისეთი კატეგორიები, როგორიც არის იპოთეკური, სალომბარდე, ავტო ან სხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რათქმაუნდა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, უზრუნველყოფის მოთხოვნის შემთხვევაში კიდევ იქნება თუ არა სესხი სწრაფ კატეგორიაში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მსგავსი სესხის გამცემი კომპანიების მუშაობის სპეციფიკასა და მომხმარებელთა აზრს, ამავე ტიპის საბანკო სესხთან შედარებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული ეს სესხები, ნამდვილად იმსახურებს სწრაფი სესხის სტატუსს.

უფრო გასაგები რომ იყოს, მოკლედ გადავავლოთ თვალი რა დაგჭირდებათ ამა თუ იმ სწრაფი სესხისათვის. ყველაზე გავრცელებული სწრაფი ონლაინ სესხებია. მათ მისაღებად თქვენ ფაქტობრივად არანაირი დოკუმენტი არ გჭირდებათ გარდა პირადობის მოწმობისა და სტაბილური შემოსავლისა. რათქმაუნდა ნებისმიერი სესხის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის ქონა უპირობოდ საჭიროა, თანხა ხომ უნდა ჩაგირიცხონ სადმე კომპანიებმა. ასეთი ორგანიზაციები, როგორც წესი, მხოლოდ საბანკო გადარიცხვით ახორციელებენ თანხის გაცემას.

სალომბარდე სესხის შემთხვევაში თქვენ აუცლებლად დაგჭირდებათ ძვირფასი ლითონის, ქვის რაიმე ტიპის მოძრავი ქონების ქონა. ასეთი ტიპის სესხები მხოლოდ ამ უზრუნველყოფის საფუძველზე გაიცემა. პლუსი ის არის ამ შემთხვევაში, რომ თქვენ არ გჭირდებათ არც სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი, არც საბანკო ანგარიში ან რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა ამ ტიპის სესხის გამცემი კომპანიისათვის. მთავარი ამ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობაა მხოლოდ.

რაც შეეხება იპოთეკურ და ავტო სესხებს, აქ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ბინის ან ავტომობილის მფლობელის თანხმობა თუ ისინი თქვენ საკუთრებაში არ არის და დამატებით რამოდენიმე დოკუმენტის წარდგენა. თუმცა, ეს ჩამონათვალი საკმაოდ მწირია ბანკებისგან განსხვავებით, რომლებიც ამავე ტიპის სესხისთვის გაცილებით მეტ საბუთს მოითხოვენ.

შეზღუდვები და მოთხოვნები სწრაფი სესხის მიღებისას

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, საკმაოდ მარტივია სწრაფი ონლაინ სესხების მიღება, უმჯობესია მაინც დეტალური ინფორმაცია გვქონდეს მათი მოთხოვნებისა და არსებული შეზღუდვების შესახებ.

პირველი რასაც კომპანიები უპირობოდ მოითხოვენ მსესხებლის ასაკია, რომელიც 18-დან 60 და იშვიათ შემთხვევაში 65 წლამდე მერყეობს. ანუ, თუ თქვენ ხართ საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი მოქალაქე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტის საშუალებით ისეთი კოპანია, რომელიც შეძლებს თქვენ დახმარებას გამოუვალ ფინანსურ სიტუაციაში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათქმაუნდა, სტაბილური ფინანსური შემოსავალია. თუმცა სწრაფი სესხების პლუსი აქაც უნდა აღვნიშნოთ. თუ საბანკო სესხის ასაღებად თქვენ თითქმის 100% შემთხვევაში ხელფასი უნდა გერიცხებოდეთ საქართველოში მოქმედ რომელიმე ბანკში, ონლაინ სესხის შემთხვევაში შესაძლებელია ეს შემოსავალი თქვენ გქონდეთ ისეთი წყაროდან, რომ არცერთ ბანკში არ გერიცხებოდეთ, თუმცა იყოს სტაბილური.

მომდევნო პირობა პირადი საბანკო ანგარიშის ქონაა. ყველა კომპანია ცალსახად მოითხოვს მომხმარებლისგან ასეთი ანგარიშის ქონას, რადგან ეს ერთადერთი გზა არის თანხის მისაღებად. სხვა პირის კუთვნილ ანგარიშზე კი კომპანია თანხას ვერ ჩაგირიცხავთ. იმავე მიზნისათვის თქვენ მობილური ტელეფონიც დაგჭირდებათ.

და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობა, დადებითი საკრედიტო ისტორიაა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაშიც კომპანიები ინდივიდუალურად განიხილავენ განაცხადს, ითვალისწინებენ საკრედიტო ისტორიის გაფუჭების მიზეზებს და შესაძლოა მაინც დაგიმტკიცონ საკრედიტო ლიმიტი ამა თუ იმ ოდენობით.

რაც შეეხება შეზღუდვებს, აქაც პირველი ყველაზე დიდი შეზღუდვა ზემოთხსენებული ნეგატიური საკრედიტო ისტორია შეიძლება გახდეს. საბანკო სესხის შემთხვევაში, არ აქვს რა ტიპის იქნება ეს, სწრაფი თუ ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო სესხი, ბანკის რისკების განყოფილება თითქმის 99,9% შემთხვევაში უარს გეტყვით სესხის მიღებაზე.  შეზღუდვის მიზეზი შეიძლება გახდეს არასაკმარისი შემოსავალი ან ასაკი.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი სწრაფ სესხზე?

თუ თქვენ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ და საბოლოოდ გადაწყვიტეთ ისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხით, და ეს თქვენთვის პირველი სესხია, თვალი გადაავლეთ ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სწრაფი სესხის განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით.

პირველი საფეხური რეგისტრაციას გულისხმობს. მას შემდეგ რაც თქვენთვის მისაღებ კომპანიას შეარჩევთ, რათქმაუნდა დაგჭირდებათ რეგისტრაციის გავლა მათ გვერდზე. ამისათვის, თქვენ უმეტეს შემთხვევაში მთავარ გვერდზე არსებულ კალკულატორზე უნდა აირჩიოთ სასურველი სესხის თანხა და ვადა, რა ვადით გსურთ სესხება და დააჭიროთ სესხის აღების ღილაკს. ამის შემდეგ თქვენ მოგიწევთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. აქ თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი პერსონალური და საკონტაქტო მონაცემები და დაადასტუროთ სესხის თანხა და ვადა. შემდგომ ეტაპზე აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს, თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვას. იდენტიფიკაციის თანხად კომპანიების უმეტესობას სწორედ 1 თეთრი აქვს განსაზღვრული, თუმცა შეიძლება შეგხვდეთ განსხვავებული ციფრებიც. მას შემდეგ რაც გადარიცხვა დასრულდება და თანხა აისახება კომპანიაში, დამტკიცებულ სესხის თანხას რამოდენიმე წუთში მიიღებთ ამავე საბანკო ანგარიშზე.

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის საქართველოში არსებული სწრაფი სესხებისა და მათი მიღების პროცედურების შესახებ. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია, თუმცა გირჩევთ, სესხის აღებამდე სწორად განსაზღვროთ და გაიაზროთ ყველა ფინანსური რისკი რაც ზოგადად თანხის სესხებას შეიძლება ახლდეს თან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ განაცხადი.