მარტივი რჩევები ხელფასის მოსამატებლად

/
თარიღი: 17/01/2017

ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყოველდღიური შრომის შედეგად შეიძლება მიიღოს რათქმაუნდა არის ანაზღაურება. ეს არ არის არც 21-ე საუკუნის და არც წინა საუკუნის აქტუალური თემა. ყველა დროში, როდესაც ადამიანები გაწევდნენ რაიმე სახის შრომა, მათი მოლოდინი პირველ რიგში შესაბამისი ანაზღაურება იყო. ასე გრძელდება დღემდე.

დასაქმებულ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი, როგორც წესი, თვლის, რომ მისი შრომის ანაზღაურების ოდენობა მის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. ანუ, როგორი ურთიერთობა აქვს მას დასაქმებულთან, როგორ აფასებს ის დასაქმებულის მიერ გაწეულ შრომას, არის თუ არა უფროსის მიერ შეფასებული მისი მონდომება. სამწუხაროდ, ეს კატეგორია არასოდეს ფიქრობს იმას, რომ წინსვლა და ანაზღაურების მატება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობასა და ხარისხზე კი არა, არამედ პირველ ყოვლისა მის მონდომებაზეა დამოკიდებული. დამსაქმებელი არ არის ვალდებული ერთიდაიმავე პირობებში მუშაობისას, თუნდაც ეს იყოს წლების განმავლობაში, მოგიმატოთ თქვენ ხელფასი. არ აქვს მნიშვნელობა ის რამდენად კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ. აქვს თუ არა მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენთვის არსებული ხელფასი სულაც აღარ არის საკმარისი ელემენტარული ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და გიწევთ თუ არა თვიდან თვემდე სხვადასხვა სახის სესხის აღება, იქნება ეს სამომხმარებლო თუ სწრაფი სესხი.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა მაშინ როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი ანაზღაურება გაიზარდოს? პირველ რიგში ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა გქონდეთ რწმენა, ანუ თქვენ უნდა დაიჯეროთ რომ თქვენ ცხოვრებაში ცვლილებები სრულიად ლოგიკურია და თქვენ ეს დაიმსახურეთ. თქვენი შესაძლებლობები არაფრით არ ჩამოუვარდება სხვისას. მომდევნო, რაც უნდა შეძლოთ, არის საკუთარი თავისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. შეეკითხეთ საკუთარ თავს, როგორ მოიქცეოდა საუკეთესო მენეჯერი მსგავს სიტუაციაში და რა ნაბიჯებს გადადგამდა და მიხვდებით, რომ პასუხები თვითონ დაიწყებს მოსვლას.

მომდევნო რჩევა შეიძლება იყოს თქვენ ხელთ არსებული დროის ეფექტური და მიზანმიმართული გამოყენება. ნუ დახარჯავთ ფუჭად დროს უსარგებლოდ ან არაფრის კეთებაში. ყველა წუთი გამოიყენეთ რაციონალურად. მაგალითად, თუ თქვენმა უფროსმა მოგცათ დავალება, შეეცადეთ ეს დავალება შეასრულოთ არამხოლოდ ხარისხიანად, არამედ მაქსიმალურად მოკლე დროში და შესაძლოა ეს უფროსის მხრიდან თქვენი რეპუტაციის ზრდისა და პროპორციულად ანაზღაურების ზრდის საბაბიც გახდეს.

ხელმძღვანელისათვის თქვენთან დაკავშირებით რეპუტაციის ამაღლებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია, თუ თქვენ შეძლებთ აიღოთ თქვენ თავზე მეტი ინიციატივა და არ შეგეშინდეთ რისკის. სულაც არ არის აუცილებელი უფროსმა მოგცეთ დავალება, შეგიძლიათ თავად გამოიჩინოთ დაინტერესება და ინიციატივა კონკრეტული საქმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ წაადგება თქვენ მიზანს ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით. ამ გზაზე კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ არმატებული თანამშრომლების გამოცდილებას, ისევე როგორც ამ დარგის სხვა ცნობილი სპეციალისტებისას. ეს სათაკილო სულაც არ არის, რომ თქვენ უკვე არსებულ საუკეთესო თუ უარეს პრაქტიკას გაეცნოთ და გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისთვის.

ვფიქრობ ყველაზე მთავარი, იმისათვის რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, არის საუკეთესო პროფესიონალად ჩამოყალიბება. ამ გზაზე თქვენ აუცილებლად უნდა დაისახოთ მიზნები და მიყვეთ დასახულ გეგმას. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური ამოცანები, რომლებიც ეტაპობრივად მიგიყვანთ ხელფასის მატებასთან. ამის პარალელურად თქვენ არასოდეს უნდა შეწყვიტოთ სწავლა. განათლება საკმარისი არასოდეს არის. ამითომ მაქსიმალურად შეეცადეთ ცოდნის გაღრმავების პროცესი შეუწყვეტელი იყოს. ამის შედეგად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მუდმივად გაუკეთოთ მობილიზება ახალ იდეებს სამსახურში, და შედეგად გახდეთ გამორჩეული სხვა თანამშრომლებისგან. ასე თქვენ შეძლებთ თავი დაამახსოვროთ გარშემომ მყოფებს და გახდეთ განსხვავებული. ეს კი წარმატების მისაღწევად საკმაოდ დიდი ნაბიჯია.

არ იფიქროთ არასოდეს, რომ თუ თქვენ მაქსიმალურად დაიხარჯებით სამსახურში, თქვენ ამას ხელფასის ან სხვა ადამიანებისთვის აკეთებთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ნაბიჯს თქვენ თქვენივე წარმატებისთვის დგამთ და იყავით მაქსიმალურად პოზიტიური. მიუხედავად დაბრკოლებებისა, დაიმახსოვრეთ, რომ პოზიტიური ადამიანები გაცილებით მეტს აღწევენ. მოახდინეთ ფოკუსირება ერთ საქმეზე და შეასრულეთ ის მაქსიმალური ხალისით, ხარისხითა და ეფექტურობით.