პასიური შემოსავალი და მისი უპირატესობები

/
თარიღი: 17/01/2017

ნებისმიერი ადამიანისათვის, მას შემდეგ რაც სათანადო განათლებას მიიღებს, ყველაზე მნიშვნელოვანი შესაბამისი სამსახურისა და აქედან გამომდინარე შემოსავლის მიღებაა. ეს ერთგვარი კომპენსაციაა წლების განმავლობაში დახარჯული რესურსებისა. უმეტესობა სტაბილურ სამსახურს ამჯობინებს და ცდილობს იპოვოს მაქსიმალურად მისაღები და კომფორტული სამუშაო. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ასეთი ცხოვრებისეული რეჟიმი რუტინას აგონებთ და მათ ურჩევნიათ დაკავებული იყვნენ თავისუფალი გრაფიკით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი პროფესიონალიზმი დაბალია. უბრალოდ, ასეთი კატეგორიისთვის თავისუფალი სამუსაო გარემო გაცილებით უფრო კომფორტულია.

გარდა იმისა, რომ სტაბილური სამსახურის გარეშე უფრო თავისუფლად შეუძლიათ ადამიანთა ამ კატეგორიას ცხოვრება, ისინი გარკვეული რისკის წინაშეც დგებიან ძალიან ხშირად. თუკი არ არსებობს გრძელვადიანი ვალდებულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ალბათობა იმის, რომ ვერ შეძლოთ სამსახურის შოვნა საკმაოდ დიდია. ეს ის უპირატესობაა, რაც სტაბილურ სამსახურს შეიძლება მივაწეროთ. თავისუფალი დასაქმების პირდაპირ პროპორციულად იზრდება შანსი გქონდეთ პასიური შემოსავალი. ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი აღწევდეს იმაზე გაცილებით მაღალ ნიშნულს, ვიდრე სტაბილური სამუშაოთი დასაქმებულის, რისკი იმის, რომ ზოგიერთ პერიოდში ფინანსური სირთულის წინაშე აღმოჩნდეთ საკმაოდ მაღალია.

ყოველივე ზემოთ ხსენებული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პასიური შემოსავლის პირობებში, თქვენ არ გაქვ შესაძლებლობა ისარგებლოთ სხვადასხვა სიკეთით, რაც შეიძლება დასაქმებულმა ადამიანმა მიიღოს დამღლელი სამუშაოს შემდეგ. თუ დასაქმების ასეთ მეთოდს მეორე მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ რამდენი პლუსი შეიძლება ქონდეს მას.

პირველ რიგში, თავისუფალი სამუშაო გარემო გაცილებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. როდესაც ადამიანი ნაკლებად არის შეზღუდული რაიმე კონკრეტული გარემოს კანონებითა და წესებით და საშუალება აქვს საკუთარი საქმე თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე შეასრულოს, მიღებული შედეგი გაცილებით უფრო მომგებიანი და ხარისხიანია. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტაბილურ პოზიციებზე დასაქმებულთა მიერ გაწეული შრომის ხარისხი და შედეგი ნაკლებად პროდუქტიულია, თუმცა მცირედი განსხვავება მაინც არის.

გარდა ამისა, თუ თქვენ თავისუფალი კონტრაქტორი ხართ, შესაძლებლობა გეძლევათ არ ცაიკეტოთ მხოლოდ ერთი დამსაქმებლის ჩარჩოში და თუნდაც პარალელურ რეჟიმში იმუშაოთ რამოდენიმე, თქვენთვის საინტერესო პროექტზე. თუმცა ამ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამატებითი ვალდებულების აღებამ არ დააკნინოს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც დასაქმების ასეთ მეთოდს აქვს, თავისუფალი არჩევანისა და დროის განაწილების საშუალებაა. მაგალთად, თუ თქვენი მეგობრები დაგეგმავენ რაიმე წვეულებას, შესაძლოა თქვენ ვერ შეძლოთ მათთან ერთად ყოფნა იმის გამო, რომ სამსახური არ გაძლევდეთ ამის საშუალებას. მაშინ, როდესაც თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი დრო ისე, რომ შეძლოთ როგორც საქმის შესრულება, ასევე მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პასიურ შემოსავალს საკმაოდ ბევრი პლუსი შეიძლება ქონდეს, ბევრი ადამიანის აზრით ის შესაძლოა დამაბრკოლებელი მიზეზი გახდეს ზოგ შემთხვევაში. მაგალითად, თუ თქვენ მოულოდნელად დაგჭირდათ დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება, თქვენ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს კი არ შეუძლიათ დაგეხმარონ და დგებით ისეთი ფაქტის წინაშე, რომ აუცილებელია სესხის აღება, დიდია იმის ალბათობა, რომ სხვადასხვა ტიპის სესხის გამცემმა კომპანიებმა და ბანკებმა უარი გითხრან სესხის განაცხადზე. ზოგ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შემოსავლის ოდენობას, მაგალითად ბანკებისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი საკრედიტო ისტორიის შემდგომ, მომხმარებლის სტაბილური შემოსავალია. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ შემოსავლის ოდენობას. მთავარია ის მინიმალურ ზღვარს აკმაყოფილებდეს, დანარჩენს კი ბანკები თავად არეგულირებენ თუ რა ოდენობის თანხის გაცემა შეუძლიათ ამა თუ იმ შემოსავლის მქონე პირისათვის.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ფინანსურ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული ონლაინ სესხის გამცემი კომპანიებისათვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თქვენი დასაქმების ტიპს. მათთვის მთავარია, რომ თქვენ დაარწმუნოთ ისინი თქვენ გადახდისუნარიანობაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ორგანიზაციებიდან სესხის მიღება, ისეთივე ადვილია პასიური შემოსავლის ქონის პირობებში, როგორც იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გექნებათ სტაბილური სამსახური და შესაბამისად შემოსავალი.