რატომ უნდა შეადაროთ სესხები ერთმანეთს

/
თარიღი: 18/01/2017

როდესაც გამოუვალ ფინანსურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ან ჩნდება დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიების საჭიროება, პირველი კითხვა, რაც აზრად მოგვდის არის სად ვიშოვოთ ფული? რომელის ყველაზე სანდო კრედიტორი? როგორ ვისესხოთ თანხა ისე, რომ არ დავზარალდეთ? ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, სასურველია სესხის აღებამდე კარგად გადავავლოთ თვალი ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ.

სწრაფი სესხების პოპულარობის ზრდასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო მეტი ვებ-გვერდი თავაზობს მომხმარებელს ინფორმაციას არსებული საკრედიტო ორგანიზაციების შესახებ. ეს ინფორმაცია უმეტეს წილად საკმაოდ საიმედო და კომპეტენტურია. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ არამხოლოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და კომპანიებს, არამედ სხვა ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას მსგავს შემთხვევებში, მოძებნოთ შესაბამისი კრედიტორი ან თქვენ შემთხვევასთან ახლოს მყოფი სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა გზა.

ასეთი ტიპის ვებ-გვერდებზე მოცემული ინფორმაცია სესხის გამცემი ორგანიზაციების შესახებ, როგორც წესი თავად ამ კომპანიების მიერ არის მიწოდებული და შესაბამისად ცდომილება მინიმალურია, ხოლო სანდოობა საკმაოდ მაღალია. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და კონკრეტულ სიტუაციაში გარდაუვალია სესხის აღება, შეგიძლიათ ყოყმანის გარეშე ისარგებლოთ ასეთ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციით. აქ თქვენ საშუალება გაქვთ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის პირობები ერთმანეთს და აირჩიოთ ის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მისაღები და კომფორტულია თქვენთვის.

იმისათვის, რომ თქვენი არჩევანი იყოს სრულყოფილი, შედეგიანი, გაამართლოს ყველა მოლოდინი და მთავარია დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში, საჭიროა ყურადღებით, აუჩქარებლად გადაავლოთ თვალი ყველა არსებულ შემოთავაზებას.

სწრაფი სესხი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ კომპანია რომელსაც ირჩევთ სესხის სათხოვნელად, ნამდვილად სწრაფ მომსახურებას გთავაზობდეთ და თანხის მიღების პროცესი არ იყოს მოსალოდნელზე ხანგრძლივი. ამიტომ, თუ თქვენთვის ეს პირველი სესხია, მნიშვნელოვანია გადახედოთ რეგისტრაციისა და პირველი სესხის გაცემისთვის საჭირო პროცედურებს. ეტაპი, რომელსაც ყველაზე დიდი დრო შეიძლება დაჭირდეს, არის თქვენი საბანკო ანგარიშის დადასტურება, რასაც აუცილებლად მოითხოვს ყველა კომპანია. ამ პროცედურას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ, ეს დრო, ძირითად შემთხვევებში არ აღემატება რამოდენიმე წუთს. პირველი სესხის გაცემის ვადა შეგიძლიათ განსაზღვროთ პროცედურების მიხედვით.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფი სესხების ერთმანეთთან შედარებისას, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთია. დღეისათვის საქართველოში მოქმედი საკრედიტო ორგანიზაციების უმეტესობა, პირველ სესხს თავის მომხმარებელს სრულიად უსასყიდლოდ, ყველანაირი პროცენტის დარიცხვის გარეშე თავაზობს. ბუნებრივია გაგიჩნდეთ კითხვა, ტუკი თითქმის ყველა კომპანია ასეთ პირობებს თავაზობს პოტენციურ მომხმარებელს, როგორ გააკეთოთ არჩევანი და შეარჩიოთ საუკეთესო? აქ უკვე პრიორიტეტი სესხის თანხის მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობას უნდა მიაქციოთ. ეს გულისხმობს იმ თანხას, რომელსაც პირველი სესხის შემთხვევაში გაცემს კრედიტორი. უმეტესწილად თანხა არ აღემატება 300 ლარს, თუმცა არის კომპანიები, რომლებიც 500 და შესაძლოა უფრო მეტ ლარსაც შემოგთავაზებენ. რაც შეეხება განმეორებით სესხს, ამ შემთხვევაში სესხის დამატებითი პირობები და მასზე დარიცხული პროცენტია გასათვალისწინებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ შეადაროთ სესხები ერთმანეთს არის მისი ხანგრძლივობა და კრედიტის დაფარვის შესაძლებლობები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ დათქმულ დროში ვერ შეძლებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, სასურველია გქონდეთ კომპანიისგან ალტერნატიული საშუალება, რაც გულისხმობს როგორც სესხის ვადის გახანგრძლივებას, ასევე მის ეტაპობრივ, დაფარვას. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სწრაფი სესხების ერთმანეთთან შედარებისა და საუკეთესო ვარიანტის შერჩევისას, თქვენ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ქვემოთ მოცემულ ნიუანსებსა და ინფორმაციას:

  • რეგისტრაციის პროცედურები და ხანგრძლივობა
  • მოთხოვნილი ინფორმაცია ან დოკუმენტები
  • პირველი სესხის გაცემის საკომისიო
  • სესხის ლიმიტი
  • განმეორებითი სესხის პროცენტი და ლიმიტი
  • სესხის ვადა
  • არსებული შეღავათები
  • სესხის დაფარვის პირობები

თუ თქვენ ყურადღებით გადაავლებთ თვალს ყველა ზემოთხსენებულ კომპონენტსა და ინფორმაციას, შეზლებთ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები სწრაფი სესხის გამცემი კომპანია.