რა არის ფინანსური კრიზისი

/
თარიღი: 15/03/2017

ტერმინი „ფინანსური კრიზისი“ ფართოდ გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ფინანსური აქტივები მოულოდნელად კარგავენ თავის ნომინალურ ღირებულებას. ეს წმინდა წყლის ფინანსური განმარტებაა ზემოთ ხსენებული ტერმინისთვის.

სხვადასხვა სიტუაციებში, ფინანსური კრიზისი მრავალი ფორმით შეიძლება შეგვხვდეს, იქნება ეს სავალუტო ბაზარზე, საფონდო ბირჟაზე, თუ უბრალოდ ოჯახში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისი. მთავარი ერთი რამ არის, ფინანსური კირიზისის შედეგად ყოველთვის ხდება მატერიალური სტაბილურობის რყევა და ფინანსების კარგვა. ბევრი ეკონომისტი გამოთქვამს მოსაზრებას ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ, თუმცა კონსესუსი ამ საკითხზე დღემდე არ არსებობს და ყველაფერი მაინც კონკრეტულ გარემოებასა და მასში ჩართულ პირებზეა ინდივიდუალურად დამოკიდებული.

ზოგადი თვალსაზრისით, რამოდენიმე სახეობის კრიზისს გამოყოფენ, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩამონათვალი მხოლოდ ამით შემოიფარგლება:

  • საბანკო კრიზისი;
  • სავალუტო კრიზისი;
  • სხვადასხვა ტიპის გარიგებებით გამოწვეული;
  • საერთაშორისო ფინანსური კრიზისი;
  • ეკონომიკური კრიზისი;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, პირდაპირ პროპორციულად ახდენს გავლენას ნებისმიერი ჩვენგანის როგორც ზოგად, ასევე პირველ ყოვლისა ფინანსურ მდგომარეობაზე. თუმცა, გარდა აღნიშნული გლობალური ფაქტორებისა, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მხოლოდ გარკვეული ინდივიდები აღმოჩნდებიან ხოლმე ფინანსურ კრიზისში და ამას უმეტეს წილად, არასწორად დაგეგმილი ფინანსური მენეჯმენტი განაპირობებს.

უფრო გასაგები რომ იყოს, რამოდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. როდესაც დგება ისეთი პერიოდი, როდესაც არსებული ფინანსური რესურსი საკმარისი აღარ არის გაუთვალისწინებლად წარმოქმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად, ხშირად ადამიანები სხვადასხვა ტიპის სესხს მიმართავენ. თანხის მიღება კრედიტორებისგან დღეისათვის საქართველოში საკმაოდ მარტივია, თუ თქვენ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია გაქვთ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ ფინანსურ რისკებს და შედეგად იღებენ იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე შეუძლიათ რომ დაფარონ კონკრეტულ პერიოდში.

ყველაზე მარტივი გამოსავალი, როდესაც თანხის სესხება ხდება საჭირო, სწრაფი ონლაინ სესხებია. თუმცა, ბევრს ავიწყდება ის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ასეთი ტიპის სესხები არ არის განსაზღვრული ფინანსური პრობლემების მოგვარების გრძელვადიან პერსპექტივაზე და მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი მსგავსი მომსახურების მქონე კომპანიებისთვის მიმართვა, როდესაც ზუსტად იციან, რომ თანხა არ აღემატება მათ რეალურ შესაძლებლობებს, და უპრობლემოდ შეასრულებენ ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას პირველივე ხელფასის მიღებისას.

თუ თქვენ არასოდეს გისარგებლიათ ზემოთხსენებული ტიპის სესხით, მოკლედ გეტყვით, რომ სწრაფი ონლაინ სესხები მინიმალურ დროში გაიცემა მარტივი, ონლაინ განაცხადის შევსების საფუძველზე და თანხის მისაღებად მსესხებელს არ ჭირდება კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა, საკრედიტო ოფიცერთან გასაუბრება, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების წარდგენა და შემდეგ რამოდენიმე დღე მოლოდინი პასუხის მისაღებად. სწრაფი სესხების განაცხადის პროცესი, სრულად ელექტრონულია და კრედიტორის გადაწყვეტილებასაც რამოდენიმე წუთის განმავლობაში გებულობს კლიენტი კუთვნილ მობილურ ტელეფონზე მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე. რაც შეეხება თანხის მიღებას, ეს პროცესიც უმარტივესად არის მოწყობილი და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ სესხის განაცხადზე თანხმობას, კრედიტორი კომპანია რამოდენიმე წუთის ან მაქსიმუმ რამოდენიმე საათის განმავლობაში (დამოკიდებულია თქვენ მიერ მითითებული ბანკის მომსახურებაზე), თანხას პირად საბანკო ანგარიშზე მიიღებთ დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სესხები, მოკლე ვადით გაიცემა, რომელიც ძირითად შემთხვევაში არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი კი საკმაოდ განსხვავდება საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთებისგან და ის გაცილებით მაღალია. მართალია ყველა სწრაფი სესხის კომპანია აძლევს თავის მომხმარებელს სესხის დაბრუნებიც პერიოდის გადავადების საშუალებას, თუმცა ეს კიდევ დამატებითი ხარჯია.

სამწუხაროდ, როდესაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია აღმოაჩენს, რომ არსებული ფინანსური რესურსით ვეღარ უზრუნველყოფენ სესხის დროულად დაბრუნებას, მდგომარეობიდან თავის დასაღწევად იღებენ ახალ, გაცილებით მეტ ვალდებულებას. დროთა განმავლობაში, მსგავსი ქმედებების შედეგად, სულ უფრო მზარდი კრედიტების ფონზე, ისინი მიდიან იმ ზღვართან, რომელსაც ფინანსური კრიზისი თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ.