როგორ დავზოგოთ ფული კომუნალურ გადასახადებზე

/
თარიღი: 10/02/2017

იცით, რომ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ისეთი, როგორიც გათბობა/გაგრილების სისტემებია კომუნალური გადასახადების ყველაზე დიდ წილს მოიცავს? დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად შეამჩნევდით. თუმცა, არც სხვა ტიპის გადასახადებისთვის არის საჭირო ნაკლები თანხა.

გიფიქრიათ როდესმე, არის თუ არა შესაძლებელი თანხის დაზოგვა კომუნალურ გადასახადებზე, და როგორ უნდა მიაღწიოთ ამას? ერთად გადავავლოთ თვალი არსებულ შესაძლებლობებს.

პირველ რიგში, ვნახოთ არის თუ არა შესაძლებელი თანხის დაზოგვა ელექტროობასა და ბუნებრივ აირზე. ფინანსური ექსპერტები რამოდენიმე გზას გვთავაზობენ:

  • დააყენეთ სახლში ჰერმეტული ფანჯრები და კარები. ეს საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ზამთარში სითბო, ხოლო ზაფხულში კი სიგრილე და შესაბამისად დაგჭირდებათ ნაკლები ენერგიის გამოყენება;
  • კონდინციონერის ნაცვლად გამოიყენეთ ვენტილატორი, რომელიც გაცილებით ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს;
  • საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ ზაფხულში ქურა, ხოლო ზამთარში ღუმელი, რადგან ზაფხულში ღუმელის გამოყენება საკმაოდ არაკომფორტული იქნება, ამასთანავე ქურაზე გაცილებით უფრო სწრაფად მოამზადებთ საკვებს.
  • გამორთეთ ჩამრთველებიდან ის ხელსაწყოები, რომლებიც არ გჭირდებათ კონკრეტულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გამორთულ მდგომარეობაში არიან. იცოდეთ, რომ ასეთ დროსაც კი ისინი მოიხმარენ 1-დან 50 ვატამდე ენერგიას.
  • თუ ამ დრომდე არ სარგებლობთ ეკონომიური ნათურებით, მაშნ დროა ჩაანაცვლოთ ისინი სწორედ ამ ტიპის პროდუქციით. ასეთი ნათურები გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მათი სიცოცხლისუნარიანობაც 5 წლამდე აღწევს. ეს საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თანხა როგორც ელექტრო ენერგიის მოხმარებით, ასევე დაზიანებული ნათურების შეცვლით.
  • შეიძინეთ ტექნიკა, რომელიც ეკონომიურად მოიხმარს ენერგიას. მსგავსი პროდუქცია სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და მომხმარებლები ცდილობენ მოიძიონ და შეიძინონ მაქსიმალურად ეკონომიური ნივთები. მათ გააჩნიათ ფუნქცია, როდესაც საჭირო არ არის, ავტომატურად გამოირთონ და შესაბამისად დაზოგონ ენერგია.
  • წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა სტანდარტულზე ოდნავ ნაკლებ ტემპერატურაზე დააყენეთ. თუ მწარმოებელი გირჩევთ, რომ სტანდარტულად გამოიყენოთ მაგალითად 40 გრადუსი, ცადეთ 35-37 გრადუსზე მიდი გამოყენება და შედეგად საშუალება მოგეცემათ შეამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარება.

რათქმაუნდა ბევრი სხვა კომუნალური გადასახადი არსებობს კიდევ, რომელზეც ასევეა შესაძლებელი არც თუ ისე ცოტა ფულის დაზოგვა. სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება გადასახადი, რომელსაც წყლის მოხმარებისთვის ვიხდით. თუ თქვენ მრიცხველით სარგებლობთ, დაზოგვა საკმაოდ მარტივია. ამისათვის პირველ რიგში უნდა შეამციროთ წყლის უსარგებლოდ მოხმარება. მაგალითად, შეამცირეთ შხაპის მისაღებად საჭირო დრო, შეაკეთეთ გაფუჭებული ონკანი, რომლიდანაც წყალი მუდმივად მოედინება, თუნდაც მცირე ოდენობით და ასე შემდეგ.

კიდევ ერთი გზა კომუნალურ გადასახადებზე თანხის დაზოგვის კომუნიკაციებს უკავშირდება. ამაში მოიაზრება:

ტელეფონი, ტელევიზია, ინტერენეტი. თუ გაგიჩნდათ კითხვა ამ შემთხვევაში როგორღა უნდა დაზოგოთ, რამოდენიმე გამოსავალს შემოგთავაზებთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების უმეტესობა თანამედროვე სამყაროში, უმეტეს წილად, მობილურ ტელეფონებს იყენებს, სულ უფრო ნაკლებია სახლის ტელეფონის ქონის აუცილებლობა. თუ დაფიქრდებით და აღმოაჩენთ, რომ თქვენ ფაქტობრივად არც კი იყენებთ ასეთ ტელეფონს, თუმცა ყოველთვიურად მაინც იხდით გადასახადებს, შეგიძლიათ გააუქმოთ კონტრაქტი შესაბამის ორგანიზაციასთან და პარალელურად, შესაძლოა მცირედით, თუმცა მაინც შეამციროთ ყოველთვიური ხარჯი.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სამივე მომსახურება გესაჭიროებათ (ტელეფონი, ტელევიზია, ინტერნეტი), შეეცადეთ მოიძიოთ ისეთი კომპანია, რომელიც შეძლებს შემოგთავაზოთ ეს სამი მომსახურება ერთიან პაკეტში და შედარებით შეღავათიან ფასად, ვიდრე ეს არის იმ შემთხვევაში, თუ ცალ-ცალკე გადაიხდით მათ საფასურს.

და ბოლოს, შეგიძლიათ მოაწყოთ ტექნოლოგიებისგან თავისუფალი დღე, რაც გულისხმობს ერთი დღით უარის თქმას ტექნოლოგიებზე. გამორთეთ ყველა მოწყობილობა და გაატარეთ დღე ოჯახის წევრებთან ერთად. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ორმაგი სარგებელი მიიღოთ. პირველი, თქვენ შეძლებთ დაამტებით თანხის დაზოგვას, თუ ამას სისტემატიურად განახორციელებთ, და მეორე – საშუალება მოგეცემათ მთელი დღე ოჯახის წევრებთნ ერთად გაატაროთ, რაც საკმაოდ იშვიათი ფუფუნება ხდება ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ადამიანები უმეტეს წილად ყოველდღიურ საქმიანობაში არიან ჩაფლული.

ყოველივე ზემოთ თქმულის სესაბამისად, თქვენ უკვე გაქვთ მცირედი ინფორმაცია მაინც, როგორ უნდა მოახერხოთ კომუნალურ გადასახადებზე თანხის დაზოგვა.