როგორ დავფაროთ გაუთვალისწინებელი ხარჯები

/
თარიღი: 03/02/2017

თუ გავითვალისწინებთ ფინანსურ ინდუსტრიაში საკმაოდ გამოცდილი ადამიანების რჩევას, ყოველთვის საჭიროა გვქონდეს გარკვეული ფინანსური რეზერვი გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. თუმცა სანამ რეზერვის შექმნაზე დავიწყებთ ზრუნვას, ურიგო არ იქნება გავარკვიოთ, რას ნიშნავს ზოგადად გაუთვალისწინებელი ხარჯი?

ის გადასახადები, რომლის გადახდაც თქვენ სტაბილურად გიწევთ, მაგალითად ბინის ქირა, დაზღვევა და ასე შემდეგ, ვერ იქნება მიჩნეული გაუთვალისწინებელ ხარჯად. თუმცა, თუ ჩვენ მოულოდნელად გაგვიფუჭდება სახლში ონკანი, მანქანის საბურავი ან რაიმე მსგავსი რაც წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, უკვე საქმე გვაქვს გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, რომლის დაფარვის საშუალებაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს ადამიანს.

ბუნებრივია, თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ბევრი გზა არსებობს იმისათვის, რომ ადამიანები მოულოდნელად წარმოქმნილ ფინანსურ კრიზისს თუ უბრალოდ გაუთვალისწინებელ ხარჯებს გაუმკლავდნენ. ამჯერად მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და პოპულარულია საქართველოში.

ერთ-ერთი პოპულარული საშუალება გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად, სულ უფრო მეტი პოპულარობით მოსარგებლე ონლაინ სწრაფი სესხებია, რომელიც საზოგადოების ფართო მასებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მომსახურებაა. ბუნებრივია, თუ ბევრ ადამიანში სესხის ხსენება სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოიწვევს და ეს გასაკვირი არ იქნება, თუმცა იმ კატეგორიისთვის, რომელსაც არ სურს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის დასაღწევად ოჯახის წევრების, მეგობრების ან კოლეგებისათვის მიმართვა, ხშირად საუკეთესო გამოსავალი ხდება.

სწრაფ სესხებს საკმაოდ ბევრი პლუსი აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნავია მისი სახელიდან გამომდინარე, ის დრო, რომელიც მის მისაღებად არის საჭირო. როგორც წესი, ამ ტიპის სესხის განაცხადის შესავსებად, პასუხის გასაგებად და თანხის მისაღებად საჭირო დრო, მაქსიმუმ რამოდენიმე საათს არ აღემატება ძირითად შემთხვევებში. ამასთანავე, მომხმარებელი არ არის შეზღუდული სივრცეში, ანუ თქვენ არ დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში მისვლა, საკრედიტო ოფიცრის ლოდინი და სხვა მსგავსი პროცედურები, რომელიც გარდაუვალია საბანკო სესხით სარგებლობისას. იმისათვის, რომ მიიღოთ პასუხი და თანხა თქვენ საბანკო ანგარიშზე, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

დამეთანხმებით, რომ როდესაც საუბარია გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვაზე, დროს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

იმისათვის, რომ ზოგადი ინფორმაცია გქონდეთ სწრაფი სესხის მისაღებად საჭირო პროცედურებზე, გეტყვით, რომ ამისათვის აუცილებელია:

  • იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე 18-დან 65 წლამდე;
  • ფლობდეთ მოქმედ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტს;
  • პირადი მობილური ტელეფონი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • პირადი საბანკო ანგარიში, საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში;
  • სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი;
  • დადებითი საკრედიტო ისტორია.

თუ თქვენ ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაშინ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ სწრაფი ონლაინ სესხი, რომლის დაბრუნებასაც პირველივე ხელფასის ჩარიცხვისას შეძლებთ. აქ აუცილებელია გაითვალისწინოთ ერთი გარემოება, რომ თუ თქვენ ვერ შეძლებთ დათქმულ ვადაში თანხის დაბრუნებას, მოგიწევთ დამატებითი საკომისიოს გადახდა, რაც თქვენ ნასესხებ თანხას საკმაოდ გააძვირებს. ამიტომ, უმჯობესია სანამ ისესხებთ, კარგად დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა ნაკისრი ვალდებულების დროულად დაბრუნებას.

კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ყოველთვის დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენისას თავის დაღწევაში, თადარიგის წინასწარ დაჭერაა. თუ დაგაინტერესათ ეს როგორ უნდა მოახერხოთ გეტყვით, რომ თუ თქვენ გაქვთ სტაბილური სამსახური, შეგიძლიათ გახსნათ სახელფასო ანგარიშისგან დამოუკიდებელი შემნახველი ანგარიში, სადაც ყოველ შესაძლო შემთხვევაში შეძლებთ იმ თანხის შენახვას, რომელიც სხვადასხვა თვეებში დაგრჩებათ ყველა ხარჯის გაწევის შემდეგ.

თუ თქვენ შეძლებთ, აიძულოთ საკუთარი თავი, რომ პერიოდულად გადაინახოთ თუნდაც მცირედი თანხა ისეთი პერიოდისათვის, როდესაც მოულოდნელი ფინანსური საჭიროება შეიძლება წარმოგექმნათ, ასეთის არსებობის შემთხვევაში აღარ მოგიწევთ პირველ რიგში ფიქრი, როგორ, სად და ვისგან ისესხოთ თანხა, ან როგორ დაფაროთ ნაკისრი ვალდებულებები ისე, რომ მომავალში აღარ მოგიწიოთ დამატებით რაიმე პრობლემასთან გამკლავება. ყველაფერი თქვენ მოხერხებულობასა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. როგორც ზემოთ უკვე ნახეთ, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. დაზოგვის გარეშე სრულად ხარჯოთ თქვენი შემოსავალი, და კონკრეტულ სიტუაციაში მიმართოთ კრედიტორებს დახმარებისათვის, თუ დაიჭიროთ თადარიგი და გადაინახოთ თუნდაც მცირედი თანხა გაუთვალისწინებელი ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.