როგორ შევზღუდოთ ჩვენი დანახარჯები

/
თარიღი: 05/12/2016

ხშირად, როდესაც რაიმე ნივთის შეძენა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან გვინდა, და მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეს ნივთი კონკრეტულ პერიოდში ფასდაკლებით შეგვიძლია ვიყიდოთ, ან მოულოდნელად წვეულებაზე წასვლის შესაძლებლობა გეძლევათ და მრავალი სხვა მსგავსი სიტუაციისას, აღარ ვუფიქრდებით იმ დანახარჯს, რომელიც ჩვენი მიზნის მისაღწევად არის საჭირო. შედეგად, უმეტეს შემთხვევაში ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რომ მომვალ თვეში ან ზოგადად უახლოეს პერიოდში, შესაძლოა საკმაოდ დიდ ფინანსურ კრიზისში ამოვყოთ თავი.

რათქმაუნდა სათქმელად გაცილებით მარტივია, რომ აუცილებელია ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები და სურვილები, თუმცა შესასრულებლად გაცილებით რთულია და ამაში არავინ შეგედავებათ. მიუხედავად ამისა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

როდესაც ზემოთხსენებული თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო, დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვის აუცილებლობა დგება, ადამიანები უმეტეს წილად სწრაფ სესხებს მიმართავენ. ეს უმარტივესი გზაა დროის მცირე მონაკვეთში პრობლემის მოსაგვარებლად და სასურველი და საჭირო თანხის მისაღებად. საქართველოში ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება მსგავსი ტიპის სესხის გამცემი ორგანიზაციების მომსახურება და ისინიც მზად არიან დააკმაყოფილონ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლის მოთხოვნა.

მიუხედავად მარტივი პროცეუდრებისა და სისწრაფისა, რისკი ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი არ უფიქრდება იმ ფაქტს, რომ ნაკისრ ვალდებულებას დროულად შესრულება ჭირდება, წინააღმდეგ შემხვევაში შესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემისა და ვალდებულების წინაშე აღმოჩნდეთ. არადა, ცდუნება საკმაოდ დიდია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც თქვენ კონკრეტული მიზნებისთვის თანხა გესაჭიროებათ, რომელიც სრულიად ჯდება ონლაინ სესხის გამცემი კომპანიის ლიმიტებში, თუმცა ეს მისი მაქსიმალური ზღვარი მაინც არ არის. თქვენ შესაძლოა განაცხადი მინიმალურ ოდენობაზე გააკეთოთ, თუმცა კომპანიამ ბინუსის სახით დაგიმტკიცოთ გაცილებით დიდი საკრედიტო ლიმიტი. უფრო გასაგები რომ იყოს, თუ თქვენ მოითხოვთ კომპანიისგან 100 ლარს, შესაძლოა დაგიმტკიცდეთ 300 ლარი. რათქმაუნდა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული დათანხმდეთ თუ არა ასეთ შემოთავაზებას, თუმცა დარწმუნებული ვართ, საკმაოდ დიდია იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც თანხმდებიან შემოთავაზებას. შედეგად კი იღებენ ისეთ ვალდებულებას, რომლის დაბრუნებაც შესაძლოა გაუჭირდეთ.

ბუნებრივია, როგორც ყველაფრიდან, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. პირველ რიგში, აუცილებელია, სწორად და ზუსტად დათვალოთ თქვენი საჭიროებები. ამის შემდგომ, თვალი გადაავლოთ თქვენ არსებულ და მიმდინარე ხარჯებს, რომლის გაწევაც აუცილებლად მოგიწევთ მომდევნო თვეში. შეადარეთ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს, რომ გაარკვიოთ, შეძლებთ თუ არა თანხის სესხების შემთხვევაში ვალდებულების დროულად დაფარვას პრობლემის გარეშე.

თუ აღმოაჩენთ, რომ დამატებითი ხარჯის გაწევა მომდევნო თვეში მიზანშეწონილი ვერ იქნება თქვენთვის, უმჯობესია თავი შეიკავოთ ახალი ვალდებულებების აღებისგან, ან მოძებნოთ ალტერნატიული გამოსავალი, რომელიც ნაკლებად სარისკო და საზიანო იქნება თქვენთვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, არის კიდევ არაერთი საშუალება აკონტროლოთ და მაქსიმალურად შეამციროთ თქვენი მოსალოდნელი ხარჯები. თუ თქვენ აპირებთ დამატებითი თანხის მოძიებას და ამისათვის გამოიყენებთ სწრაფ სესხს, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ მიერ შერჩეულ კომპანიას გარკვეული ლიმიტის მისაღებად. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მოგიწევთ წინასწარ დაანგარიშება თქვენი ყოველთვიური შემოსავლისა და ხარჯის და ამის საფუძველზე იმის განსაზღვრა, რა რაოდენობის თანხა შეგიძლიათ ისესხოთ ისე, რომ მომდევნო თვეებში პრობლემა არ შეგექმნათ.

სწრაფი სესხების გარდა არსებს კიდევ ისეთი ალტერნატივა, როგორიც საკრედიტო ბარათებია. ამ ტიპის სესხის უპირატესობა იმაში შეიძლება გამოიხატებოდეს სწრაფ სესხებთან შედარებით, რომ როგორც წესი, საკრედიტო ბარათის გამცემი კომპანიები და ბანკები, მომხმარებელს საშუალებას აძლევენ სესხად მიღებული თანხა ეტაპობრივად, შედარებით მცირე გადახდებით დაფარონ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ თქვენ დამატებით გიწევთ სესხით სარგებლობის საკომისიოს გადახდა, რომელიც ნულის ტოლია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 30 დღის ვადაში შეძლებთ სრულად შეავსოთ ბარათზე არსებული დანახარჯი. თუ თვლით, რომ თქვენ საკრედიტო ბარათზე არსებული ლიმიტი თქვენთვის საკმაოდ დიდია, და სრულად ათვისების შემთხვევაში საკმაოდ პრობლემური და ხანგრძლივი პროცესი იქნება თქვენთვის თანხის დაბრუნება, შესაძლებლობა გაქვთ მიმართოთ ბარათის გამცემ კომპანიას ლიმიტის შემცირების მოთხოვნით. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი თქვენი ბარათიდან თანხა არ იქნება გახარჯული.