რომელი ჯობია, პასიური თუ აქტიური შემოსავალი

/
თარიღი: 25/02/2017

ფინანსურ სამყაროში სამი ტიპის შემოსავალს გამოარჩევენ. ეს არის: აქტიური, პასიური და სასემოსავლო პორთფელი. ამჯერად ყურადღებას პასიურ და აქტიურ შემოსავალზე გავამახვილებთ მხოლოდ. პირველ რიგში უმჯობესი იქნება მოკლედ განვმარტოთ რას ნიშნავს თითოეული მათგანი:

  • პასიური ნიშნავს ისეთ შემოსავალს, რომელსაც ადამიანები ღებულობენ ბინის გაქირავების, სხვადასხვა ტიპის საპარტნიორო ფონდების ან საწარმოებიდან, რომლებშიც თავად მატერიალურად არ არიან ჩართული. აქტიური შემოსავლისგან განსხვავებით, პასიური შემოსავალი თითქმის ყველა შემთხვევაში იბეგრება შესაბამისი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.
  • აქტიური კი – გულისხმობს ისეთ შემოსავალს, რომლის მისაღებადაც გარკვეული მომსახურებაა გაწეული. ეს მოიცავს გამომუშავებულ ხელფასს, ბონუსებს, შემოსავალს ბიზნეს საქმიანობიდან, რჩევის მიცემიდან, ანუ ყველა იმ აქტივობიდან, რომელიც ადამიანის მატერიალურ ჩართულობას მოითხოვს.

როგორც ხედავთ განსხვავება ატიურ და პასიურ შემოსავალს შორის საკმაოდ დიდია, თუმცა საინტერესო კიდევ ერთი ფაქტორია, რომელი მათგანი ჯობია? არცერთი მათგანი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ცუდი ან კარგი, ორივე მათგანი სავსებით ნორმალური პროცესის შედეგია, თუმცა შესაძლოა ადამიანთა გარკვეული კატეგორიისათვის პასიური უფრო მისარები იყოს ვიდრე აქტიური და პირიქით. იმის განსასაზღვრად კი, რომელი გირჩევნიათ თქვენ, მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას ორივე მათგანის შესახებ.

აქტიური შემოსავალი ძირითადად წარმოადგენს შემსოავლის ისეთ ფორმას, როდესაც თანხას თქვენ მიერ დახარჯული დროისათვის გიხდიან. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თქვენ ცვლით საკუთარ დროს ფულზე. ეს შეიძლება მოხდეს სამსახურში, სადაც თქვენ ატარებთ გარკვეულ დროს, რომლისთვისაც გიხდიან ხელფასს. ასევე, შესაძლოა იმუშაოთ პედაგოგად ან მწვრთნელად, გასცეთ კონსულტაციები გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისად. ის ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენ მიერ გაწეულ მომსახურებაზე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ თავისუფალი კონტრაქტორი, და შეთავაზოთ თქვენი მომსახურება დაინტერესებულ პირებს, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სათარჯიმნო საქმიანობა, თუ პროგრამირებით ხართ დაინტერესებული შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა პროგრამები დამკვეთის ინტერესების შესაბამსიად და ასე შემდეგ. თუ დაუკვირდებით დარწმუნდებით, რომ ყველა შემთხვევაში თქვენ ცვლით დროს – ფულზე. მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ არასოდეს შეწყვიტოთ მოქმედება, რადგან რა დროსაც შეწყვეტთ მოქმედებას, პროპორციულად შეჩერდება და შემცირება თქვენი შემოსავალიც. ეს გახლავთ შემოსავლის N1 ფორმა, რომელსაც ადამიანების ძირითადი უმრავლესობა იყენებს, რადგან უმეტესობას აქვს სამსახური, თავაზობს მომსახურებას სხვებს, აქვს ბიზნესი, რომელიც ასევე მომსახურების სფეროს განეკუთვნება უმეტესწილად.

ახლა კი დროა პასიურ შემოსავალსაც გადავავლოთ თვალი. ეს თანხის გამომუშავების მეორე გზაა, ბევრად უფრო მაშტაბური და მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ საკმაოდ ბევრ ადამიანს სურს მსგავსი შემოსავლის ქონა, რადგან ის ბევრად მეტ თავისუფლებას და საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავების საშუალებას იძლევა. შესაძლოა თქვენ უკვე გაქვთ ინფორმაცია პასიური შემოსავლის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ, მოკლედ მაინც განვიხილოთ რას შეიძება წარმოადგენდეს ის.

პასიური შემოსავლის შესაქმნელად საკმარისია შექმნათ თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების ავტომატიზებული სისტემა. ეს გულისხმობს შემდეგს: თუ მაგალითად, თქვენ გაქვთ რაიმე პროდუქცია, რომელსაც ყიდით, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ვებ-გვერდი ან განათავსოთ თქვენი პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში, სადაც საჭირო არ იქნება თქვენი ყოფნა 24 საათის განმავლობაში და ამავდროულად შეძლებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებას, შემოსავალი კი თქვენ ანგარიშზე ჩაირიცხება. შესაბამისად ეს იქნება პასიური შემოსავალი ყველანაირი დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. ამის გათვალისწინებით, პროდუქციის შექმნა და რეალიზაცია, პასიური შემოსავლის ყველაზე სარფიანი ფორმაა.

თუმცა, ნურავის ექნება ილუზია, რომ პასიური შემოსავლისათვის შრომა, დრო და ფინანსური რესურსი საჭირო არ არის. იმისათვის, რომ შეიქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ სამომავლოდ პასიური შემოსავლის საშუალებით თანხის გამომუშავების, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ იშრომოთ საკმაოდ ბევრი საათი, დახარჯოთ ენერგია და ფულიც კი. თუმცა, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგებს გაითვალისწინებთ, ცდა ნამდვილად ღირს.

შესაძლოა საკმაოდ მიმზიდველი იყოს ის ფინანსური შედეგები, რომლებიც პასიურ შემოსავალს მოაქვს, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს ურჩევნია მუდმივ მოქმედებაში ყოფნა და არა უმოქმედოდ. ყველაფერი მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რომელ გზას ამჯობინებთ.