ფინანსური უნარები, რომლებიც ყველას უნდა ქონდეს

/
თარიღი: 15/02/2017

გიფიქრიათ როდესმე, რომ შესაძლებელია თქვენი ინტერესებისა და უნარების ისეთ პროდუქტად გარდაქმნაზე, რომელშიც ხალხი გადაიხდის ფულს? მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ორგანიზების უნარი, ან გიყვართ წერა თავისუფალ დროს. ალბათ დაინტერესდით როგორ შეიძლება ეს უნარები და ინტერესები გამოიყენთ ისე, რომ შეძლოთ თანხის გამომუშავება, რომელიც შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, თქვენი შემოსავლის ძირითადი წყაროც კი გახდეს?

უმეტეს წილად, მიზეზი იმის, რომ ადამიანები ზემოთ ხსენებულ უნარებს არ იყენებენ ფულის გამოსამუშავებლად, სათანადო ინფორმაციისა და ცოდნის არქონაა. მოდით განვიხილოთ, რა შეიძლება გააკეთოთ იმისათვის, რომ დაიწყოთ დამატებითი თანხის გამომუშავება და შესაბამისად ჩამოიყალიბოთ ფინანსების მართვის უნარები.

პირველი, ალბათ რაც კარგი იქნება რომ გააკეთოთ, არის თავისუფალ კონტრაქტორად მუშაობა. თუ არასოდეს გიცდიათ, დროა მოემზადოთ ამისათვის. ეს ფულის შოვნის საკმაოდ კარგი გზა არის. ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სად შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებლების შესახებ, როგორ განათავსოთ ინფორმაცია თქვენი უნარების შესახებ შესაბამის ვებ-გვერდებზე და რათქმაუნდა, ყველაზე მთავარი უნდა შეძლოთ ნაკისრი ვალდებულების და მიღებული დავალების დროული და ხარისხიანი შესრულება.

თუ თქვენ ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ტიპის ბლოგების წერით, და ამასთანავე ერკვევით თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებში, შეგიძლიათ შექმნათ პერსონალური ბლოგი, სადაც თქვენ მიერ შექმნილ სტატიებს განათავსებთ. თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ურიგო არ იქნება, თუ მცირე კვლევას ჩაატარებთ, ან მოიძიებთ შესაბამის შედეგებს, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება იყოს მისაღები და საინტერესო მომხმარებლისათვის ისე, რომ ამაში ფული გადაიხადონ. ეს შესაძლებელია იყოს კულინარიული სახის სტატიები, ინფორმაცია ტურისტული ადგილებისა და მომსახურების შესახებ და ასე შემდეგ.

წლების განმავლობაში მიღებული ცოდნის გამოყენება შემოსავლის წყაროდ, ასევე საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. შეგიძლიათ თქვენი ცოდნის გამოყენება შეთავაზოთ სხვადასხვა დაწესებულებებსა და ადამიანებს, რომლებიც მსგავს მომსახურებას, ინფორმაციას ან მოქმედებას საჭიროებენ.

არანაკლებ კარგი გზა, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, დამატებითი ფინანსების მოსაზიდად, ინტერნეტ სივრცეა. თუ თქვენ შეძლებთ გამოიმუშაოთ უნარები, რომლებიც ამ გზით ფულის შოვნის საშუალებას მოგცემთ, დარწმუნებული იყავით, რომ წარმატება ნამდვილად თქვენთან იქნება.

მიზნის მისაღწევად არც დაიწყეთ განათლების მიღებით. კარგი იქნება თუ დაესწრებით ბიზნესის განვითარების კურსს ან გაივლით მის ინტერნეტ ვერსიას. ეს დაგეხმარებათ მომავალში ნებისმიერი საქმიანობისას.

მომდევნო ეტაპზე, მოიძიეთ ის მიმართულებები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ყველაზე აქტუალურია და ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი მომსახურების მიღება და გაყიდვა. დღეისათვის საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველაზე გავრცელებული მიმართულებები ამ მხრივ კომპიუტერული პროგრამირება, ვებ-გვერდების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, სხვადასხვა ტიპის სათარჯიმნო მომსახურება, ონლაინ საძიებო სისტემებია.

ყოველდღიურად მატულობს იმ ვებ-გვერდების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის დასაქმების პორტალს წარმოადგენენ და რომელსაც თავისუფალი კონტრაქტორები აქტიურად იყენებენ შესაბამისი მომსახურების შესაძენად.

არ იქნება სამართლიანი თუ არ აღვნიშნავთ დამატებით კიდევ ისეთ მიმართულებებს, რომლიდანაც ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მისაღები, რომელსაც მომავალი საქმიანობისას გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს: საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, სოციალური მედია მარკეტინგი, საკანონმდებლო მომსახურება, გამოსახვითი ხელოვნება, რომელშიც მოიაზრება ისეთი მიმართულება, როგორიც სარეკლამო ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია შეიძლება განვიხილოთ.

გამოიყენეთ ინტერნეტ რესირსები სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო პროგრამების შესასწავლად. დიდი იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც საჭირო პროგრამების უფასო, ონლაინ სასწავლო პროგრამებს თავაზობენ დაინტერესებულ ადამიანებს. ნუ დაგაფიქრებთ ის, რომ უფასოდ ასეთ მომსახურებას ვინმე გთავაზობთ. მთავარია დაიწყოთ და თუ ჩათვლით, რომ ესა თუ ის პროგრამა თქვენთვის საინტერესოა, მომდევნო ეტაპზე შეგიძლიათ შეისწავლოთ მისი უფრო სრულყოფილი და პროფესიონალური ვერსია.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადადგამთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ ამა თუ იმ მიზანს, პირველ რიგში უმჯობესია წინასწარ დაგეგმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. თუ შეძლებთ სწორი ფინანსური უნარების გამომუშავებას, წარმატება აუცილებლად გექნებათ ნებისმიერი მიმართულებით, რაც არ უნდა აირჩიოთ.