ყველაზე გავრცელებული მითები გაკოტრების შესახებ

/
თარიღი: 22/02/2017

გაკოტრება ნიშნავს ფინანსურ კრახს, რომელსაც ფინანსური ვალდებულებებისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობის არ არსებობა იწვევს. როდესაც საქმე ეხება საწარმო-დაწესებულებებს, მათი გაკოტრებულად გამოცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. თუმცა, თავად გაკოტრების პროცესი მხოლოდ ორგანიზაციებს კი არა, არამედ ჩვეულებრივ, ნებისმიერ ადამიანსაც შეიძლება რომ შეეხოს. როდესაც საქმე პიროვნების გაკოტრებას შეეხება, აქ სასამართლო ნამდვილად არ არის საჭირო, ამას თავადაც იგრძნობს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს გაკოტრება? რა მითები არსებობს სამყაროში ამ პროცესის შესახებ?

ძალიან ბევრ ადამიანს, თავად გაკოტრების შესახებ საუბარიც კი საკმაოდ აშინებს. თუმცა, უმეტეს წილად ეს იმ მითების გამო ხდება, რომლებსაც ადამიანები ისმენენ და იჯერებენ გაკოტრების შესახებ. თვალი გადავავლოთ ამ მითებს და შევეცადოთ შეძლებისდაგვარად დავამსხვრიოთ ისინი.

მითი 1:

ადამიანები თვლიან, რომ საჭიროა სესხის გარკვეული განსაზღვრული რაოდენობა, იმისათვის რომ გახდეთ გაკოტრების პრეტენდენტი. თუმცა ეს ასე სრულებითაც არ არის. სესხის ოდენობა, რომელიც შეიძლება გაკოტრების მიზეზი გახდეს, დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ზოგისთვის შესაძლოა 5 000 ლარის ოდენობის სესხი გახდეს გაკოტრების მიზეზი, მაშინ როცა მეორესათვის არანაირი პრობლემა არ შექმნას 50 000 ლარიანმა სესხმაც კი. თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი შემოსავალი, რომ დაფაროთ ნაკისრი ვალდებულებები განსაზღვრულ პერიოდში, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გაკოტრების კანდიდატი გახდეთ.

მითი 2:

თქვენ დაკარგავთ ყველაფერს რაც გაგაჩნიათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი მითია გაკოტრების შესახებ, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იცავს ამ პროცესამდე მისვლისგან. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულია, თუმცა ისინი აუცილებლად იცავენ მოქალაქეებს სრული დანაკარგებისგან და არ აძლევენ კრედიტორს ქონების 100% ოდენობით კონფისკაციის. ეს შეიძლება შეეხოს სახლს, ავტომობილს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს და ასე შემდეგ, სია შეიძლება საკმაოდ ვრცელიც კი იყოს. გაკოტრების შემთხვევაში თქვენ მართალია ფაქტობრივად თავიდან მოგიწევთ ცხოვრების დაწყება, თუმცა ნამდვილად არ მოგიწევთ ნულიდან.

მითი 3:

თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ სესხის აღებას. რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. ხშირად ადამიანები ახალი სესხებისა და საკრედიტო ბარათების შესახებ შეთავაზებას გაკოტრების პროცესის დასრულებამდეც კი ღებულობენ. თუ თქვენი ვალდებულებები განულებულია, თქვენ პირიქით, გაცილებით უფრო მიმზიდველი კლიენტი ხდებით კრედიტორებისათვის, რაც თავის მხრივ მომგებიანი შეიძლება იყოს თქვენთვისაც, რადგან თუ ახალ ვალდებულებას უპრობლემოდ შეასრულებთ, საშუალება გეძლევათ გამოასწოროთ თქვენი საკრედიტო ისტორია. მართალია ამისათვის გარკვეული დრო დაგჭირდებათ, თუმცა ეს სრულებით შესაძლებელია.

მითი 4:

თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, ორივე მეუღლეს მოგიწევთ თანხის გადახდა. გაკოტრება შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს დავალიანება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ოჯახურ მდგომარეობას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეეხოს ორივე მეუღლეს, თუ თქვენ საერთო გაუმიჯნავ ქონებას ფლობთ.

მითი 5:

გაკოტრება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. გაკოტრების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილია მხოლოდ პერიოდი, რომლის განმავლობაშიც არ არის შესაძლებელი გაკოტრების პროცესის თავიდან დაწყება, თუმცა ამავდროულად არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული რაოდენობაზე. ამიტომ, თუ თქვენ აპირებთ თავის გაკოტრებულად გამოცხადებას განმეორებით, უმჯობესი იქნება თუ მანამდე კონსულტაციისთვის გაკოტრების ექსპერტს მიმართავთ.

მითი 6:

ყველას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თქვენი გაკოტრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გაკოტრების პროცესში ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმეირ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თქვენი გაკოტრების შესახებ. რეალობა სრულებით განსხვავებულია. აღნიშნული პროცესის შესახებ ინფორმირებული შესაძლოა იყოთ მხოლოდ თქვენ, კრედიტორი, სასამართლოს წარმოამდგენელი და ის პირები, ვისაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, რომ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია.

მითი 7:

გაკოტრებულად გამოცხადება რთული პროცესია. მართალია, თუ თქვენ დამოუკიდებლად გადაწყვეტთ გაკოტრებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებას, ეს საკმაოდ შრომატევადი და სარისკო პროცესი იქნება. თუმცა, თუ თქვენ შესაბამის პროფესიონალებს მიმართავთ, განაცხადის შეტანისა და ყველა სხვა თანმდევი პროცესი, საკმაოდ მარტივი და იქნება და ბევრ გაურკვევლობას აგაცილებთ თავიდან.