ავტო ლომბარდი

სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით ან, სხვა სიტყვებით, ავტო ლომბარდი უზრუნველყოფილია თქვენი კუთვინილი ავტომობილის გირავნობით. მსესხებელი, რომელიც ავტო ლომბარდით სარგებლობს ავტომობილის გირაოდ ჩადების საშუალება ეძლევა და მისი ავტომანქანა დროებით გადადის გამსესხებლის საკუთრებაში. სესხის დაფარვის შემდეგ თქვენს ავტომობილს ყადაღა ეხსნება და იბრუნებთ საკუთრების უფლებას. ავტო ლომბარდი უზრუნველყოფილი სესხების ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ სხვა სალომბარდე მომსახურებისგან განსხვავებით, თქვენ მანქანით სარგებლობის საშუალება გეძლევათ, კერძოდ, არ საჭიროებს მანქანის სალომბარდე ავტოსადგომებში გაჩერებას. მაგრამ თუ მსესხებელი ვალდებულებას არ შეასრულებს და გადააცილებს გადახდებს, ავტო ლომბარდს შეუძლია თქვენი მანქანის წართმევა.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

ავტო ლომბარდი ნიშნავს მსესხებლის მიერ ავტომობილის გირაოდ ჩადებას, სესხის აღებისთვის. ავტო ლომბარდის შემთხვევაში, ყველას, ვისაც ფული სჭირდება სესხების შესაძლებლობა ეძლევა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე მარტივია. პოტენციური კლიენტი უნდა იყოს იმ ავტომანქანის მფლობელი, რომლის გირაოდ ჩედებას აპირებს და მხოლოდ შემდეგ შეუძლია გამსესხებელთან მისვლა და ავტო ლომბარდის სესხის განაცხადის შევსება.

როგორც ცნობილია, მცირე სესხი არ საჭიროებს რაიმე გირაოს ან თავდებს, მაგრამ ზოგჯერ მცირე სესხის ოდენობა საკმარისი არ არის. თუ უფრო დიდი თანხა გჭირდებათ, ავტო ლომბარდი სწორი გადაწყვეტილებაა. ფულის აღების და თქვენი საჭიროებების და სურვილების ასახდენად, სულ რაღაც თქვენი ავტომობილის დაგირავებაა საჭირო. ავტო ლომბარდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ განაგრძოთ გირავნობით დატვირთული მანქანით სარგებლობა. მსესხებელს შეუძლია მანქნის ტარება მანამ, სამან არ დაფარავბს სესხს, ხოლო თუ მსესხებელს კრედიტის დაფარვის დროს სერიოზული პრობლემა შეექმნა, კრედიტორს უფლება აქვს წაართვას მანქანა. როდესაც ავტომანქნა გირავნობითაა დატვირთული, გამსესხებელი მისი მესაკუთრე ხდება, მაგრამ მსესხებელს შეუძლია მანქნის ტარება მანამ, სამან არ დაიფარება სესხი. როდესაც მთლიანად დაფარავთ სესხს თავისი პროცენტებით, გირავნობით დატვირთული მანქანა ისევ გადავა თქვენს საკუთრებაში და გახდებით მანქანის სრულფასოვანი მფლობელი.

ავტო სალომბარდე სესხი შესანიშნავი საშუალებაა იმათთვის, ვისაც ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს ან არასათანადო ასაკშია. ცუდი საკრედიტო ისტორია გვითითებს იმაზე, რომ მსესხებელს გარკვეული სირთულეები შეექმნა წინა სესხების დაფარვის დროს, კერძოდ, რომ მას ჯერ დაუფარავი ვალები, არარეგულარული ან შეფერხებული გადასახადები აქვს. ეს სესხის ერთ-ერთი სახეობაა, როდესაც კრედიტორი მსესხებლის საკრედიტო ისტორიას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ავტო სალომბარდე სესხის აღება ადვილია ცუდი საკრტედიტო ისტორიითაც კი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ საკრედიტო ვალდებულებებს უპასუხისმგებლოდ მოეკიდოთ. ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც სხვა სახის სესხი სჭირდება, რომელიც საჭიროებს კარგ საკრედიტო ისტორიას. ავტო სალომბარდე სესხის აღებისთვის მსესხებელი უნდა იყოს არანაკლებ 18 ან 19 წლის. სესხების უმრავლესობა არ არის ხელმისაწვდომი 18 ან 19 წლის ახალგაზრდა პირთათვის, ამიტომ, თანხის სესხებისთვის ავტო სალომბარდე სესხი დიდი შესაძლებლობაა. რა თქმა უნდა, მთავარი პირობა უცვლელია – მსესხებელი დაგირავებული ავტო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უნდა იყოს. დღესდღეობით, ბევრ 18 და 19 წლის პიროვნებას საკუთარი ავტომობილი ყავს, ასე რომ ავტოსალომბარდე სესხის აღება სირთულეს არ წარმოადგენს. როდესაც პოტენციურ კლიენტს ფულის სესხება სურს, გამსესხებლები აფასებენ მანქანას დაგირავებისთვის. მანქანა არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ხნის. თუ მანქანა კრედიტორების ყველა პირობას შეესაბამება, მსესხებელს შეუძლია მიიღოს ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიახლოებით 90%-მდე თანხა. ეს ნიშნავს, რომ თანხის ოდენობა, შესაძლოა რამდენიმე ათასიც კი იყოს. რა თქმა უნდა, ავტო სალომბარდე სესხს, სხვა სესხების მსგავსად, საპროცენტო განაკვეთი აქვს, რომელიც ჩვეულებრივი სესხის პრინციპით უნდა დაიფაროს. კარგი ისაა, რომ ავტო სალომბარდე სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთი და 72 თვემდე, ანუ 6 წლამდე დაფარვის ვადა აქვს.

დაფარვის ვადა განისაზღვრება სესხის ოდენობის და მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე. თუ დაფარვის პერიოდი ხანგრძლივია, ყოველთვიური გადასახადები მცირეა და პირიქით. თუმცა, ყველა მსესხებელს უნდა ესმოდეს მარტივი თანმიმდევრობა – რაც უფრო ხანგრძლივია დაფარვის ვადა, მით უფრო ხანგრძლივია თქვენი საკრედიტო ვალდებულებები კრედიტორთან. ხანგრძლივი საკრედიტო ვალდებულებები განაპირობებენ სესხის პროცენტების სახით ზედმეტობით გადახდას. ყოველთვის უკეთესია, სესხის, შეძლებისდაგვარად, ადრე თავიდან აცილება. ავტო სალომბარდე სესხის აღებისთვის პოტენციური კლიენტი უნდა შეესაბამებოდეს კრედიტორის კრიტერიუმებს. პოტენციური კლიენტი უნდა იყოს სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე. როგორც ავღნიშნეთ, ყველზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს გირავნობით დასატვირთი მანქანის მფლობელობაა. ავტომობილი უნდა იყოს არაუმეტეს 20 წლის, ტექნიკურად გამართული და დაზღვეული. თუ მანქანის საბაზრო ღირებულება უფრო მაღალია, მას უნდა ჰქონდეს, ასევე CASCO-ს კორპუსის დაზღვევა. მიუხედავად იმისა, რომ მსესხებელს შეუძლია ჰქონდეს სხვა გადაუხდელი სესხები, მაგალითად, სწრაფი სესხები, მას არ აქვს უფლება კონკრეტულ გირვნობით დასატვირთ ავტომობილთან დაკავშირებული რაიმე სესხის ქონა, კერძოდ, ავტომანქანა არ უნდა იყოს ლიზინგის ქვეშ ან სხვაგან დაგირავებული. თუ პოტენციური კლიენტი კრედიტორის წინაპირობებს შეესაბამება, მას შეუძლია ავტო სალომბარდე სესხის მიღებისთვის განაცხადის შევსება. შეგიძლიათ შეავსოთ ინტერნეტის მეშვეობით ან პირადად გამსესხებელთან. ავტო სალომბარდე განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ავტომობილის და მსესხებლის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, კრედიტორი გადაწყვეტს დაამტკიცებს თუ არა ავტო სალომბარდე სესხის განაცხადს. კრედიტორი შეაფასებს მსესხებლის მანქნას, გადახდისუნარიანობას და აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად შესთავაზებს სავარაუდო სესხის ოდენობას და საპროცენტო განაკვეთს. თუ გამსესხებლის შემოთავაზება დააკმაყოფილებს პოტენციურ კლიენტს, მსესხებელი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას და მიიღებს მინდობილობას. მინდობილობის აღების შემდეგ მსესხებელი უნდა მივიდეს საგზაო უსაფრთხოების დირექტორატთან და მანქანა კრედიტორის სახელზე გადააფორმოს. შემდეგ, დირექტორატი კრედიტორს შეატყობინებს რეგისტრაციის შესახებ და კრედიტორი გადარიცხავს ავტო სალომბარდე სესხის თანხას მსესხებლის საბანკო ანგარიშზე.