დავზოგოთ თუ დავხარჯოთ – რომელია უფრო ჭკვიანური?

/
თარიღი: 16/06/2016

ყველასთვის ცნობილია, რომ უკიდურესობა კარგამდე არ მიგვიყვანს. ასევე უნდა აღინოშნოს, რომ არც გადაჭარბებულად ანუ ფულის ბოლო კაპიკამდე დახარჯვა და არც ზედმეტად დაზოგვაა კარგი. მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა.

გადაჭარბებული ხარჯვა ნამდვილად საგანგაშოა, შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც სავალდებულო გადასახდების, მაგალითად, კომუნალური გადასახდების, ქირის, კვების, ტელევიზიის, სესხის პროცენტების, მედიკამენტების ან უბრალოდ საწვავის ფულს ვერ გადაიხდით. თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ გადასახადების გადაცილების შემთხვევაში. მაგალითად, თუ არ გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს, ამ მომსახურების მიმწოდებლებს ადვილად შეუძლიათ დენის, წყლის ან გათბობის მიწოდების შეჩერება. თუ არ გადაიხდით სესხის გადასახადს, გაიფუჭებთ საკრედიტო ისტორიას, რომელიც თავის მხრივ პრობლერმური სესხის ოფიცერთან გადავა ან უარესი – სასამართლოში. თუ ჩვენ არ მივდივართ ექიმთან და არ ვყიდულობთ საჭირო მეკიდამენტებს, ჯანმრთელობას ზიანს ვაყენებთ. ერთი სიტყვით, შედეგი ყველა სიტუაციაში განსხვავებულია, მაგრამ ყველა უსიამოვნო. კარგად უნდა დაფიქრდეთ ხარჯვის ჩვევაზე და შეზღუდოთ ზედმეტად ხარჯვა მეორეხარისხოვანი მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად გართობა, ტანსაცმელი და დასვენება. ხოლო თუ ფულს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ხარჯავთ და იგი არაა საკმარისი, ესეიგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ სხვა რაიმე წყაროდან დამატებითი შემოსავლის შოვნაზე.

საინტერესოა, რომ ზედმეტად დაზოგვაც ასევე ცუდია, რადგან ჩვეულებრივ, ადამიანი ფიქრობს, თუ რაც უფრო მეტს დაზოგავს, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ნორმალურ ეკონომიაზე, არამედ გადამეტებულ და ხარბ დანაზოგზე. რა თქმა უნდა, ფულის დაზოგვა ზომების ფარგლებში კარგია და რეკომენდირებულია კიდევაც, კერძოდ, უნდა შექმნათ სარეზერვო ფონდი, რომელსაც გაუთვალისწინებელი ან პირიქით დაგეგმილი მიზნებისთვის მოიხმართ, როგორიცაა მაგალითად მანქანის ყიდვა ან დასვენება. თუ ფულს ყოველთვის დაზოგავთ, თავიდან აიცილებთ ძვირადღირებულ მომსახურებას – სესხს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს და დაგეხმარებათ ნებისმიერი პროდუქტის შეძენაში ან მომსახურების სარგებლობისას.

როდესაც ადამიანი შოულობს ფულს და არსად და არასდროს არ ხარჯავს, ლოგიკური იქნება ვიკითხოთ – რისთვის შოულობს, თუ საერთოდ არ ხარჯავს, პირადი მიზნებისთვისაც კი? ფულის აზრი იმაში დევს, რომ დააკმაყოფილოს გარკვეული ჩვენი მოთხოვნები და სურვილები. თუ ეს ასე არ არის, შესაბამისად, ფულის აზრიც იკარგება – იგი გარდაიქმნება უბრალო ქაღალდად, რომელიც უაზროდ იმტვერება სახლში. თუ ფული სახლში ინახება, არსებობს მოპარვის რისკი. და თუ ელექტრონული ფორმით ინახავთ ფულს, ასევე არსებობს რისკი, რადგან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, თქვენი დანაზოგი საბანკო ანგარიშზე ხელმიუწვდომელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია, მაგრამ მაინც გამოიწვევს დროებით შეფერხებას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ისარგებლებთ და დროს დაკარგავთ მის აღდგენაზე. ჩვენ დროს ელექტრონული ფულიც კი შეიძლება მოპარულ იქნას, როდესაც ბევრი სხვადასხვა ჰაკერი არსებობს. როდესაც ფულის შენახვის ადგილს ირჩევთ, ეს აუცილებლად გაითვალისინეთ.

ფული უნდა გამოყენოთ – დააინვესტიროთ ან შეინახოთ. არ არის გამორიცხული ფულის განსხვავებულ პროდუქტებში ინვესტირება ან საკუთარი ფულის სხვადასხვა ანგარიშებზე თუ ფონდებში შენახვა. სხვა სახის ინვესტირების და დეპოზიტების შესახებ შეგიძლიათ უფრო მეტი წაიკითხოთ ინფორმაციის  სხვადასხვა წყაროებში. ინვესტირების და ანგარიშების აზრი სარგებელშია, რომელსაც ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ იღებს. მაგალითად, ფული, რომელიც უძრავ ქონებაშია ჩადებული უბრუნდება ადამიანს ამ ქონების გაყიდვის შემდეგ, ფული, რომელიც საპენსიო ანგარიშზე გროვდება გიბრუნდებათ მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხოლო თანხა, რომელიც შემნახველ ანგარიშზე ინახება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიბრუნოთ. რეკომინდირებულია, ინვესტიციების და ანგარიშების შესახებ გაგება, რომელიც შეამცირებს ხარჯებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანაზოგი გაიზრდება, შემოსავლისა და ხარჯებს შორის განსხვავების შემცირებით.