ვალის კონსოლიდაცია

21-ე საუკუნეში კრედიტი და საკრედიტო ვალდებულებები ეკონომიკის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან კრედიტირების შემცირებით მცირდება, ასევე ეკონომიკის ზრდა და თანხის შიდა პროდუქტი. სწორედ ამიტომ, მომხმარებლისთვის ბევრი სხვადასხვა სესხია ხელმისაწვდომი. მოიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ყველა სესხი ერთმანეთისგან განსხვავდება, მათი ფუნქცია ერთია – ფულის სესხების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

საიდუმლო არაა, რომ გავრცელებულ კრედიტებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი აქვთ. დღესდღეობით, ტელევიზიით და სხვა მედია საშუალებებით ვიგებთ საშინელ ისტორიებს, როდესაც ხალხს ძალიან ბევრი სესხი აქვს გამოტანილი და ვერ ფარავს. სპეციალურად მათი ცხოვრების გასაადვილებლად საკრედიტო ექსპერტებმა ვალის კონსოლიდაცია შემოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალის ქონის შემთხვევაში კრედიტორები, ჩვეულებრივ, სესხს არ იძლევიან, იშვიათი შემთხვევებიც არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა კრედიტი ჰქმნის გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ სიტუაცია, როდესაც ერთ ადამიანს ბევრი სესხი აქვს უკიდურესად არასახარბიელოა. ასეთი სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო შესაძლებლობა ვალის კონსოლიდაციაა, სხვა სიტყვებით, სესხის გაერთიანება.

ბევრი საკრედიტო ვალდებულება სხვადასხვა პრობლემებს ჰქმნის – და ეს არაა მხოლოდ ფინანსური პრობლემები, ასევე თავისებური მორალური ტვირთია, რადგან მსესხებელი ვალდებულია დაიმახსოვროს ყველა სესხის დაფარვის ვადა, პირობები, შესატანი თანხები და საპროცენტო განაკვეთები. მსესეხებელს ზოგჯერ ავიწყდება რომელიმე სესხის პროცენტის დაფარვა და შესაბამისად გაცილებით მეტს იხდის. სხვადასხვა სირთულეების, შეფერხების ან ვადაგადაცილების თავიდან ასაცილებლად მსესხებელს შეუძლია ისარგებლოს – ვალის კონსოლიდაციის ფუნქციით, ასევე ცნობილი, როგორც ვალის რესტრუქტურიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსესხებელს ნებაყოფლობითი თუ იძულებითი მიზნებისთვის აქვს გამოტანილი სესხი, რეკომენდირებულია, ვალის კონსოლიდაციით ისარგებლოს, რადგან იგი შეამცირებს, როგორც საპროცენტო განაკვეთს, ასევი მორალურ სტრესს. ვალის კონსოლიდაციის სარგებლობისას, ყველა მაღალპროცენტიანი სესხი ერთ სესხში ერთდება და მთლიანობაში მცირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი.

ვალის კონსოლიდაციას გვთავაზობენ, როგორც ბანკები, ასევე კერძო კრედიტორები. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სესხის მთლიანი ღირებულება გამოთვლიალია სესხის ოდენობისა და პროცენტებისგან, ბევრი სესხების არსებობა ყველაზე არასახარბიელო და უსიამოვნო სიოტუაციაა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროთ. რადგან სწრაფი სესხები ყველაზე არასახარბიელო სესხებია, ვალის კონსოლიდაცია ხშირად გამოიყენება ბევრი სესხის ქონის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ვალის კონსოლიდაცია აღწერილია როგორც, მოკლევადიანი სესხების კონსოლიდაცია ერთ გრძელვადიან სესხად.

ვალის კონსოლიდაციის შედეგად, სესხების უმრავლესობა სამომხმარებლო ან სხვა კრედიტად გარდაიქცევა, რომლებსაც მსგავსი თანხის ოდენობა და პირობები აქვთ. ზოგჯერ სესხების კონსოლიდაცია არ მოქმედებს და უბრალოდ მცირე სესხს გრძელვადიან სესხთან აერთიანებენ, მაგალითად იპოთეკას. გრძელვადიან სესხებს, როგორიცაა იპოთეკა 3% – 5%-მდე საპროცენტო განაკვეთი აქვთ, ხოლო მოკლევადიანს 10% – 20%-მდე, რომელია უფრო ხელსაყრელი ისედაც აშკარაა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ასევე სხვადასხვა გრძელვადიანი სესხების ერთ უფრო დიდ სესხში გაერთიანება და ამგვარად უფრო ხელსაყრელი პირობების მიღება, მაგალითად, შედარებით ხანგრძლივი დაფარვის ვადები და დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

ვალის კონსოლიდაცია სარგებლიანია ორივესთვის, კრედიტორისა და მსესხებლისთვის, რადგან ვალის კონსოლიდაციის შედეგად მსესხებელი ფინანსურ სტაბილურობას იღებს, ხოლო ერთი კონკრეტული კრედიტორი მსესხებლის ერთგულებას. უნდა აღინიშნოს, რომ ვალის კონსოლიდაცია ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაშია ხელსაყრელი. თუმცა, ვალის კონსოლიდაციის შემთხვევაშიც კი, ეცადეთ რაც შეიძლება ადრე დაფაროთ სესხი, რადგან რაც უფრო ადრე დაფარავთ, მით უფრო მეტ ფულს დაზოგავთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ფაქტიურად, ვალის კონსოლიდაცია, ახალი სესხის აღებაა, რომელიც დაფარავს წინა სესხებს და ამრიგად სესხის დაფარვით დაზოგავთ ფულს.
დაუჯერებელია, მაგრამ ბევრმა მსესხებელმა ჯერ არ იცის ამ ფუნქციის არსებობის შესახებ და აგრძელებს სხვადასხვა სესხებზე მაღალი პროცენტის გადახდას მაშინაც კი, როდესაც შესაძლებელია ვალის კონსოლიდაციით სარგებლობა და ბევრი სესხის ნაცვლად ერთი უფრო დაბალპროცენტიანი სესხის დაფარვა.

ვალის კონსოლიდაციას შემდეგი უპირატესობები აქვს:

  • შემცირებული საპროცენტო განაკვეთი – ვალის კონსოლიდაციის მთავარი უპირატესობაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი, რადგან გრძელვადიან სესხებს, მოკლევადიან სესხებთან შედარებით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ. საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ აისახება საერთო დანახარჯებზე, რადგან ვალის კონსოლიდაცია ამცირებს არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, არამედ სესხის საერთო ღირებულების ოდენობას.
  • ერთი სესხის გადახდა – თუ სხვადასხვა კრედიტორებისგან სესხი გაქვთ აღებული და ავტომატური გადახდებით არ სარგებლობთ, ყოველთვიურად უამრავი გადახდის განხორციელებნა გიწევთ, რომელსაც ბევრი დრო მიაქვს. ვალის კონსოლიდაციის შემთხვევაში, ყველა ცალკეული სესხი გაერთიანებულია ერთში, ამიტომ ბევრი სესხის ნაცვლად მხოლოდ ერთის დაფარვა მოგიწევთ.
  • უფრო დაბალი ყოველთვიური გადასახადები – რადგანაც ახალ სესხს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკი აქვს, სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს, რადგან რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო დიდია სესხის საერთო ღირებულება. გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადები უფრო მცირეა, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ და სესხი შეძლებისდაგვარად ადრე დაფარეთ, რომ პროცენტებში ბევრი ფულის გადახდა არ მოგიწიოთ.