მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხები

/
თარიღი: 14/06/2016

დღესდღეობით ფინანსური ბაზარი სავსეა სხვადასხვა ფინანსური პროდუქტებით. ფინანსური ბაზრის მთავარი მოთამაშეები კვლავ ბანკები არიან, რომლის კაპიტალიზაციაც რამდენიმე მილიარდს აღწევს. თუმცა, ამ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ადგილი დაიკავეს არასაბანკო პროვაიდერებმა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასაბანკო კრედიტორებმა. მათმა საქმიანობამ, კონკურენტუნარიანობამ და ეფექტურმა მარკეტინგულმა კომპანიამ მიიზიდა დიდი რაოდენობის კლიენტი და დღემდე იზიდავს.

გრძელვადიანი სესხები გაიცემა არაუმეტეს ერთი წელიწადის ვადით, ხოლო მოკლევადიანი სესხები ერთ წელიწადზე ნაკლები დროით. კონცეფცია, რომ გრძელვადიანი სესხების მომსახურება მხოლოდ საბანკო სექტორშია და მოკლევადიანი მხოლოდ არასაბანკოში, ხშირადაა ნახსენები. ეს ინფორმაცია მცდარია, რადგან ნებისმიერი სახის სესხის აღება შესაძლებელია ორივე სექტორში, როგორც ბანკში, ასევე არასაბანკო კრედიტორებთან. რა თქმა უნდა, არასაბანკო კრედიტორები, რომლებიც გრძელვადიან სესხებს გვთავაზობენ მცირეა, მაგრამ მაინც არსებობენ. გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხების განსხვავების შესადარებლად, მოდით შევხედოთ მათ თვისებებს.

გრძელვადიანი სესხები:

  • გრძელვადიანი სესხებია; იპოთეკური სესხი, სტუდენტური სესხი, ავტო სესხი, სამომხმარებლო და საინვესტიციო სესხები;
  • გრძელვადიანი სესხი გაიცემა ერთი ან ათეული წლების დაფარვის ვადით;
  • გრძელვადიანი სესხის ოდენობა შეიძლება იყოს როგორც რამდენიმე ასეული, ასევე ათასებიც. დღეს გრძელვადიანი სესხების უმრავლესობა გაიცემა საბანკო სექტორში;
  • საბანკო სექტორის მიერ გაცემულ გრძელვადიან სესხებს შედარებით უფრო ბადალი წლიური საპროცენტო განაკვეთი აქვთ, ანუ წსგ, რომელიც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული;
  • უმეტეს შემთხვევაში, გრძელვადიანი სესხებით სარგებლობისას, დაგირავება ან თავდებია საჭირო;
  • გრძელვადიანი სესხის გაცემამდე კრედიტორი ამოწმებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა მსესხებლის საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა, რადგან თუ ამ კრიტერიუმებიდან რომელიმე არ იქნება დამაკმაყოფილებელი, სავარაუდოდ, სესხი არ დაგიმტკიცდებათ.

მოკლევადიანი სესხების და მსოფლიო ეკონომიკის პირობებმა ხელი შეუწყეს არასაბანკო სექტორის ჩამოყალიბებას და განვითარებას, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, მოკლევადიან სესხებს გვთავაზობენ. თუ შევადარებთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობას, ვნახავთ, რომ მოკლევადიანი სესხი უფრო დემოკრატულია, რადგან ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია და ბადალი გადახდისუნარიანობა აქვთ. ამ უპირატესობის დახმარებით არასაბანკო კრედიტორები დაკრედიტების ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოთამაშეები გახდნენ. ეს სანერვიულო ფაქტია ბანკებისთვის და ისინი იძულებულნი არიან იმოქმედონ. არა მხოლოდ საბანკო სექტორი, არამედ მთავრობაც ებრძვის არასაბანკო სექტორის განვითარებას და ყველაფერს აკეთებს არასაბანკო სექტორის შეზღუდვისთვის.

მოკლევადიანი სესხები:

  • მოკლევადიანი სესხის სახეობებია საკრედიტო ხაზი, სწრაფი სესხი, კრედიტი მიმდინარე აქტივების დასაფინანსებლად და ფაქტორინგი;
  • მოკლევადიანი სესხების ოდენობა, ჩვეულებრივ, რამოდენიმე ათეულია ან რამოდენიმე ასეული;
  • მოკლევადიანი სესხების დაფარვის ვადა, ჩვეულებრივ, არაუმეტეს ერთი თვისაა; შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს, მარგამ არაუმეტეს ერთი წლისა, როგორც ყველა მოკლევადიანი სესხი;
  • დღესდღეობით მოკლევადიანი სესხების უმრავლესობა გაცემულია არასაბანკო კრედიტორების მიერ;
  • მოკლევადიანი კრედიტების მთავარი და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ნაკლია წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ძალიან მაღალია, გრძელვადიანი სესხების წსგ-თან შედარებით.
  • მოკლევადიანი სესხების ჯარიმა ასევე, მაღალია; სინამდვილეში, ჯარიმის პროცენტი სარგებლის ერთერთი მთავარი შემოსავალია ამ სფეროში. მეტ მოგებას ნაკლებად შეძლებული ხალხისგან იღებენ, რადგან არასაბანკო კრედიტორები მათ სთავაზობენ სესხებს, რომლებსაც ბანკები არ იძლევიან. ზუსტად ამიტომ, პოტენციური კლიენტის საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა მეორეხარისხოვანია.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხები არც ცუდია და არც კერგი – ყველაფერი დამოკიდებულია მსესხებლის მდგომარეობაზე, რადგან ყველა საკრედიტო ვალდებულება მოითხოვს სერიოზულ და პასუხისმგებელ დამოკიდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრედიტო ისტორიას გაიფუჭებთ და მომავალში სესხის აღების შანსებს შეიმცირებთ.