რას წარმოადგენს უზრუნველყოფილი სესხი

/
თარიღი: 11/11/2016

როდესაც საუბარი სესხს შეეხება, ალბათ ურიგო არ იქნება გავარკვიოთ რა ტიპის სესხი შეიძლება არსებობდეს. დღეისათვის საქართველოში მრავალი ორგანიზაცია და ბანკია, რომელიც სესხების მრავალფეროვან არჩევანს თავაზობს თავის მომხმარებელს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნეს სესხებით, არც მოკლევადიანი, სწრაფი ონლაინ სესხების დავიწყება ღირს ამ ჩამონათვალში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის სწრაფ სესხს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი არა, ბანკებიც თავაზობენ თავის მომხმარებელს.

სესხის კატეგორიიდან გამომდინარე ის შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი, ასევე უზრუნველყოფის გარეშე. შესაძლოა თქვენ გაგჩნდეთ კითხვა რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი. მათი განმარტება ვფიქრობ საკმაოდ მარტივია. უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, თქვენ კრედიტორისაგან თანხის მისაღებად, აუცილებლად დაგჭირდებათ რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონების გარანტად წარდგენა. რაც შეეხება სესხს უზრუნველყოფის გარეშე, ის ფაქტობრივად თავად მოიცავს კითხვაზე პასუხს, და გულისხმობს სესხის იმ კატეგორიას, რომლის მისაღებადაც თქვენ არანაირი ქონებრივი გარანტიის წარდგენა არ დაგჭირდებათ.

მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ უზრუნველყოფილ სესხს. სად, რა ვადით და როგორ არის მისი მიღება შესაძლებელი. ჩამოვთვალოთ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევენ მიიღონ უზრუნველყოფილი სესხი. ეს პირველ რიგში არიან საქართველოში მოქმედი ბანკები. ამის შემდგომ მოდის, არც თუ ისე ნაკლებად პოპულარული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ბანკებთან შედარებით გაცილებით მარტივ, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას თავაზობენ მომხმარებელს.

ბანკის შემთხვევაში, თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ ისეთი უზრუნველყოფილი სესხით, როგორიც არის იპოთეკური, სამომხმარებლო სესხი, ავტო ლიზინგი ან ლომბარდი, სალომბარდე სესხი. იპოთეკური სესხის უზრუნველყოფისთვის ერთადერთი საგარანტიო საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონება, რომელიც სავალდებულო არ არის, რომ მსესხებლის საკუთრებას წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში მთავარია თანხმობა ქონების მფლობელისგან. უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისათვის უზრუნველყოფის საგნად შესაძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც უძრავი ქონება, ასევე ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის მოძრავი ქონებაც, მაგალითად ავტომობილი. ავტო ლიზინგისა და ავტო ლომბარდისათვის ბუნებრივია შესაბამის ავტომობილს მოითხოვენ გარანტად ბანკები. რაც შეეხება სალომბარდე სესხს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სესხებს შორის, მისი უზრუნველყოფისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც ძვირფასი ლითონები, ასევე ძვირფასი ნივთები და ნაკეთოებები.

თუ თქვენ გადაწყვეტთ არ გამოიყენოთ ბანკების მომსახურება და არჩევანს სხვა, სწრაფ უზრყნველყოფილ სესხზე შეაჩერებთ, კვლავ მოგიწევთ უზრუნველყოფის საგნის წარდგენა კრედიტორისათვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ამ ტიპის სესხს გაცემენ, ხშირად მომხმარებელს დისტანციურ, ონლაინ მომსახურებას თავაზობენ. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ კომფორტულია საბანკო სესხისგან განსხვავებით. ამასთანავე, დრო, რომელიც ასეთი სესხის მისაღებად არის საჭირო, ასევე გაცილებით ნაკლებია საბანკო სესხისგან. ონლაინ უზრუნველყოფილი სესხის გამცემი კომპანიები, ძირითადად, უზრუნველყოფის საგნად ავტომობილს მოითხოვენ მსესხებლისგან. თქვენ საშუალება გაქვთ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინში შეავსოთ მარტივი განაცხადის ფორმა, შესაბამისი ოპერატორი უმოკლეს დროში გადიკავშირდებათ, და რამოდენიმე წუთში შეგეძლებათ გაიგოთ პასუხი, მიიღებთ თუ არა სასურველ თანხას ამა თუ იმ კომპანიისგან.

გარდა ამისა, თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ სხვადასხვა კრედიტის გამცემი ორგანიზაციების სალომბარდე მომსახურებით. დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი კომპანია თავაზობს სალომბარდე სესხს მომხმარებელს, რომელიც ასევე უზრუნველყოფილი სესხის კატეგორიას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში თქვენ უზრუნველყოფის საგნად, საბანკო სალომბარდე სესხის მსგავსად ძვირფასი ლითონის, ან ძვირფასი ქვის წარდგენისას შეგიძლიათ მიიღოთ შესაბამისი თანხა. გარდა აღნიშნულისა, სალომბარდე საგნად შეგიძლიათ ავტომობილიც გამოიყენოთ. როგორც იპოთეკური ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხისას, ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია რ არის ავტომობილი თქვენ საკუთრებას წარმოადგენდეს, მთავარია თქვენ გქონდეთ ავტომობილის მფლობელის თანხმობა ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

სწრაფი უზრუნველყოფილი სესხების უპირატესობას მსგავსი ტიპის საბანკო სესხებთან მიმართებაში, მათ მისაღებად საჭირო დრო და პროცედურები წარმოადგენს. თუ ბანკიდან თანხის მისაღებად თქვენ შესაძლოა რამოდენიმე დღეც კი დაგჭირდეთ, ონლაინ და სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები გპირდებიან, რომ სესხის დასამტკიცებლად და თანხის მისაღებად საჭირო დრო რამოდენიმე საათიდან, მაქსიმუმ ერთ დღემდე პერიოდს არ აღემატება ძირითად შემთხვევებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტორი, რომ მიუხედავად დროში სხვაობისა და შედარებით მარტივი სარეგისტრაციო პროცედურებისა, ბანკების მიერ გაცემული უზრუნველყოფილი სესხისთვის განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, უმეტეს შემთხვევაში, გაცილებით ნაკლებია სწრაფ სესხებთან მიმართებით.