რატომ ავიღოთ მოკლევადიანი სესხები

/
თარიღი: 09/11/2016

ხშირად, როდესაც ჩვენ ხელთ არსებული ფინანსური რესურსები საკმარისი არ არის, და ამავდროულად აუცილებელია გარკვეული ხარჯის გაწევა, უმეტეს წილად სხვადასხვა ტიპის სესხის გამცემ კომპანიას მივმართავთ. ეს ძირითადად ისეთი შემთხვევებია, როდესაც ხარჯი წინასწარ დაგეგმილი არ გვქონდა და მოულოდნელი გარემოებების გამო, საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების მოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული გამოსავალი, მაგალითად, ოჯახის წევრების, ახლობლების ან მეგობრებისათვის დახმარების თხოვნა, უმეტესობა მაინც დამოუკიდებლად ამჯობინებს წარმოქმნილი პრობლემისა თუ უბრალოდ გაუთვალისწინებელი სიტუაციის მოგვარებას. ამის მიზეზი უმეტესად ის არის, რომ ადამიანებს არ სურთ ახლობლებისათვის საკუთარი პრობლემისა და ზოგადად ცხოვრების დეტალების თავზე მოხვევა. ან სულაც არ უნდათ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ იმის გამო, რომ შესაძლოა არ ქონდეთ კონკრეტულ მომენტში დახმარების საშუალება.

თუ თქვენ ასეთი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით, ხშირად, ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალი ონლაინ სესხებია, რომლებიც უმეტესად მოკლე ვადით გაიცემა. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა მივმართოთ ასეთი ტიპის სესხის გამცემ კომპანიებს მაშინ, როდესაც არსებობს ბანკები, რომლებიც გაცემენ მცირე სესხებს. მოკლედ გადავავლოთ თვალი იმ უპირატესობებს, რაც შესაძლოა გააჩნდეს სწრაფ, მოკლევადიან სესხებს.

პირველ რიგში, თავად სახელიდან გამომდინარე, სწრაფი სესხის მისაღებად საჭირო დრო, გაცილებით ნაკლებია სტანდარტული სამომხმარებლო სესხის მისაღებად საჭირო დროზე. უმეტეს შემთხვევაში ასეთ სესხებს, საქართველოში საკმაოდ პოპულარული ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები თავაზობენ მომხმარებელს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბანკებმა დაინახეს მომხმარებელთა დიდი ინტერესი სწრაფი სესხების მიმართ, მათაც დაამატეს თავის მომსახურებას მსგავსი სესხები. ონლაინ სესხის შემთხვევაში, თუ თქვენ პირველად ავსებთ განაცხადს მაქსიმალური დრო, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თანხის საბანკო ანგარიშზე მისაღებად, როგორც წესი არ აღემატება 1 საათს. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ უკვე გისარგებლიათ კონკრეტული კომპანიის მომსახურებით, თანხის მისაღებად მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ. რათქმაუნდა, ნებისმიერი ადამიანისათვის სწრაფი სესხი გაცილებით უფრო ხელსაყრელია, თუკი უმოკლეს დროშია საჭირო ფინანსური პრობლემის მოგვარება.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოკლევადიანი, სწრაფი სესხების მოქნილობაა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, ისევე როგორც ბანკებიდან ასეთი სესხის მისაღებად, თქვენ არ დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მოგროვება და მისვლა საკრედიტო ოფიცერთან. ონლაინში შეგიძლიათ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამისი ოპერატორები თვითონ გადაამოწმებენ ყველა საჭირო დეტალს. კიდევ ერთი და ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი პლუსი მოკლევადიანი სესხების შემთხვევაში ის შეიძლება იყოს, რომ თუ ეს თქვენთვის პირველი სესხია კონკრეტულ კომპანიაში, შესაძლებლობა გეძლევათ ის ყველანაირი დამატებითი სარგებლის გარეშე მიიღოთ. ანუ, თუ თქვენ კომპანიისგან ისესხებთ 300 ლარს ერთი თვის ვადით, საქართველოში მოქმედი ონლაინ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა თანხას 0%-ად გადმოგცემთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დასაბრუნებელი გექნებათ ისევ 300 ლარი მხოლოდ და არცერთი თეთრით მეტი. ბუნებრივია, ასეთი მომსახურება ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის მისაღები. საბანკო სესხის შემთხვევაში კი ვადას ფაქტობრივად არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ხანგრძლივობის სესხზე მსესხებელს თანხის დაბრუნება საპროცენტო სარგებელთან ერთად მოუწევს.

მოკლევადიანი სესხის პლუსი იმაშიც არის, რომ მისი ოდენობა არც თუ ისე დიდია და მსესხებელისათვის ნაკლებად პრობლემურია ნაკისრი ვალდებულების შესრულება. სწრაფი ონლაინ სესხების შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა რომელიც მოკლევადიანი სარგებლობისთვის შეგიძლიათ მიიღოთ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აღემატება 1000 ლარს. ასეთი ტიპის სესხზე განაცხადის შევსებისას კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ თქვენი შემოსავალი და ინდივიდუალურად განსაზღვრონ თქვენი საკრედიტო ლიმიტი. ბუნებრივია ლიმიტის მაქსიმალური ზღვარის მიღწევა ეტაპობრივად არის მხოლოდ შესაძლებელი. შესაბამისად, კომპანიებს საშუალება აქვთ წინასწარ გათვალონ თქვენი გადახდისუნარიანობა. თუ ახალი მომხმარებელი ხართ, ასეთ შემთხვევაში კი მოკლევადიანი სესხის გამცემი კრედიტორები, თავს იზღვევენ მაღალი რისკისგან და მსესხებელს მხოლოდ მინიმალური ოდენობის სესხით სარგებლობის საშუალებას აძლევენ. საქართველოში მოქმედი მსგავსი სესხის გამცემი კომპანიების მიერ გაცემული პირველი სესხის ლიმიტი უმეტეს შემთხვევაში 200-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს მხოლოდ.