რა არის კრედიტი?

/
თარიღი: 16/06/2016

სიტყვა “კრედიტი” მოდის ლათინურიდან “creditum, credere”, რომელიც ნიშნავს “რწმენა, ნდობა”. როგორც ხვდებით, თავდაპირველად საკრედიტო ვალდებულებები ეფუძნებოდა ურთიერთნდობაზე. როგორც ჩანს, დღეს კრედიტორისა და მევალეს შორის ურთიერთობების არსი შეიცვალა, რადგან დაჯერება და ნდობა არ არის საკმარისი. სიტყვა “კრედიტი”-ს სინონიმია სესხი და იგი ხშირად გამოიყენება.

სიტყვა “კრედიტს” რამდენიმე განმარტება აქვს. კრედიტი შეიძლება იყოს ფული, პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც საკრედიტო ვალდებულებით იძლევა დავალიანების სახით ან, სხვა სიტყვებით, გირაო. კრედიტის ან დაკრედიტების სხვა განმარტებაა ფულის გადარიცხვა და მატერიალური უზრუნველყოფა ფიზიკურ ან იურიდიულ პირთათვის, გარკვეული მოგებით და გარკვეულ ვადებში. კრედიტის კიდევ ერთი განმარტება გვითითებს საკრედიტო გარიგების კომპენსაციაზე, სადაც კრედიტორი, წერილობითი ხელშეკრულების შესაბამისად, აძლევს ფულს ან ქონებას მევალეს. ეს გარიგება ავალდებულებს მევალეს დააბრუნოს ფული ან დაფაროს ქონების პროცენტები გარკვეული გრაფიკის და დროის განმავლობაში. კრედიტი ასევე შეიძლება იყოს ნაღდი ფულით ან სხვა საშუალებით, ასევე როგორც აქტივები, რომელსაც კრედიტორი ასესხებს მოვალეს.

კრედიტორისა და მსესხებლის ურთიერთობას საკრედიტო ან სასესხო ვალდებულებას უწოდებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოვალის მიერ ნასესხ თანხას ვალს უწოდებენ, მაშინ საკრედიტო ვალდებულებებს ასევე ვუწოდებთ დავალიანებას. აშკარაა, რომ საკრედიტო ურთიერთობების ორი მხარე არსებობს – კრედიტორის და მსესხებლის. კრედიტორი ასესხებს თანხას, ხოლო მსესხებელი სესხულობს. სარგებელს ორივე მათგანი იღებს – კრედიტორი პროცენტებს, ხოლო მსესხებელი ფულს.

გამსესხებელს კრედიტორს უწოდებენ. სიტყვა “კრედიტორი” ლათინურიდან მოდის და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ “credere” ნიშნავს “ნდობას”. ხოლო სიტყვა “debtor” (მოვალე) ნიშნავს “ვალის დაბრუნებას”. ამ განმარტებებზე დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კრედიტორი ენდობა მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია ვალი დაუბრუნოს კრედიტორს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სესხი არარსებულ საშუალებას ნიშნავს, ესეიგი კრედიტი არარსებული ნაღდი ფულის სესსხებას ნიშნავს. ამ არაჩვეულებრივ შესაძლებლობაში მსესხებლები დამატებით საფასურს იხდიან, რომელსაც პროცენტი ჰქვია.