რა არის სადებეტო ბარათი?

/
თარიღი: 16/06/2016

სადებეტო ბარათები საკრედიტო ბარათების მსგავსად ელექტრონული გადახდის ბარათებია, ანუ იგივე საბანკო ბარათებია. შესაძლებელია ინტერნეტის, ბანკომატის და POS (point of sale)-ის ტერმინალების მეშვეობით გადახდა და საჭიროებისამებრ ფულის გამოტანა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.

საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, სადებეტო ბარათს არ აქვს საკრედიტო ან რაიმე სხვა ლიმიტი, რადგან იგი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და არა კრედიტისთვის. როდესაც სადებეტო ბარათით გადახდას ვანხორციელებთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პირად სახსრებს ვხარჯავთ, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს საბანკო ანგარიშზე, სწორედ ამიტომ თუ პირად ანგარიშზე თანხა არ გვექნება გადახდაც შესაბამისად შეუძლებელი იქნება – იგი გაცნობებთ ანგარიშზე ფულის არასაკმარისობაზე. ფულის განაღდებისთვის და გადარიცხვისთვის გარკვეული ლიმიტი არსებობს, კერძოდ, თითოეულ სადებეტო ბარათს აქვს ფულის გარკვეული ლიმიტი, რომლის გამოტანა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა შეგეძლებათ.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სადებეტო და საკრედიტო ბარათები თანაბარი ოდენობით იწარმოება, მაგრამ სადებეტო ბარათები უფრო გავრცელებული და პოპულარულია დაბალი საფასურის გამო. საკრედიტო ბარათს მომსახურების საფასური ათჯერ ოფრო მეტია ვიდრე სადებეტო ბარათის, სხვა სიტყვებით, მათი მომსახურების ღირებულება გაცილებით ძვირია. სადებეტო ბარათებმა პოპულარობა მოიპოვეს მათი ხელმისაწვდომობის გამო – ბარათის გაცემემდე საკრედიტო ისტორიის ან გადახდისუნარიანობის შემოწმების არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან, როგორც ცნობილია, სადებეტო ბარათს არ გააჩნია საკრედიტო ვალდებულება.

სადებეტო ბარათით გადახდა: გადახდა წინასწარ განხორციელებულია პირის საბანკო ანგარიშზე ან იგზავნება პირდაპირ ბანკში – დამოკიდებულია გადახდის სახეობაზე და მიმღებზე. ასევე გადახდის მიღების დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. როდესაც ადამიანი სადებეტო ბარათით იხდის, შესაძლოა დააგვიანოს გადახდის დრო, რადგან ბარათი თავისებური შუამავალია, აქედან გამომდინარე, ზოგჯერ უფრო სწრაფია ნაღდი ფულით გადახდა, რათა ამ შემთხვევაში შუამავალი არ არსებობს.

სადებეტო ბარათების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ არ მუშაობს, რადგან ყველა ყვეყანას თავისი ინდივიდუალური სადებეტო ბარათის სისტემა აქვს. ამავე მიზნით სადებეტო ბარათს იშვიათად გამოიყენებენ ფასდაკლებით სარგებლობისთვის. თუმცა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად მთელ მსოფლიოში მოქმედი ერთიანი სისტემა შემოიღეს არა მხოლოდ საკრედიტო, არამედ სადებეტო ბარათებისთვისაც, აქედან გამომდინარე, ხალხს უპრობლემოდ შეუძლია გადახდების წარმოება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

როგორც ნებისმიერ პროდუქტს, ასევე სადებეტო ბარათებს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ, მაინც, როგორც ჩანს ნებისმიერ ელექტრეონულ გადახდის ბარათს მეტი უპირატესობა აქვს ვიდრე ნაღდი ფულით გადახდას. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი იყენებს ელექტრონულ გადასახადებს.