რა არის საკრედიტო ბარათი?

/
თარიღი: 20/07/2016

საკრედიტო ბარათი ელექტრონული გადახდების საშუალებაა, რომელსაც ასევე საბანკო ბარათს უწოდენებ. საკრედიტო ბარათს ინდივიდუალური და გარკვეული ლიმიტი აქვს, განკუთვნილია გაუთვალისწინებელი და სასწრაფო ფულის გადარცხვისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების საფასურის გადახდა. საკრედიტო ბარათის გადასახადების განხორციელება POS (point of sale)-ის ტერმინალების და ინტერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანკომატები, თუ ფულის გამოტანა ან საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა გსურთ.

საკრედიტო ბარათის დასახელება გვიჩვენებს, რომ საბანკო ინდუსტრიაში იგი სესხის პირველი სახეობა იყო, თუმცა, როგორც ცნობილია, დღესდღეობით ბევრი სხვადასხვა სესხი არსებობს. გარდა ამისა, დღეს გამსესხებელი არა მხოლოდ საბანკო სექტორია, არამედ კერძო კომპანიებიც. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა სესხი არსებობს, საკრედიტო ბარათები საბანკო სექტორის მომსახურებაა. არ არის გამორიცხული, რომ წლების შემდეგ კერძო კრედიტორებმაც შემოგვთავაზონ საკრედიტო ბარათები – ყველაფერი დროის და კონკურენციის საკითხია.

როგორც ავღნიშნეთ, საკრედიტო ბარათებს, კონკრეტული საკრედიტო ლიმიტი აქვთ კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყარო გვიამბობს, საკრედიტო ლიმიტი შეიძლება რამოდენიმე ათასებსაც აღწევდეს, დამეთანხმეთ, ეს არაა მცირედი თანხა. საკრედიტო ლიმიტი პირად სახსრებთან პარალელურად მუშაობს, შესაბამისად, თუ პირადი ფული დაგიმთავრდათ, შესაძლებელია საკრედიტო ლიმიტის საშუალებით გადახდა.

როგორც წესი, საკრედიტო ლიმიტი დაუგეგმავი ხარჯებისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ მისი დახარჯვა ნებისმიერ სხვა სიტუაციაშიცაა შესაძლებელი. თუ ადამიანმა იცის თავისი ხარჯვის ჩვევები, მაგალითად თუ ფულს არამიზნობრივად ხარჯავს, საკრედიტო ბარათი სწორი გამოსავალია. თუ საკრედიტო ბარათი კონკრეტული მომავალი მიზნისთვისაა შექმნილი, როდესაც დარწმუნებუკლი ხართ, რომ დამატებითი ფული აუცილებლად დაგჭირდებათ, მაშინ საკრედიტო ბარათის მნიშვნელობა გააზრებული უნდა გქონდეთ. საკრედიტო ბარათის წლიური საფასური საკმაოდ მაღალია და თუ ადამიანი არ სარგებლობს საკრედიტო ლიმიტით ერთი წლის განმავლობაში, იგი გაცილებით მეტს იხდის მომსახურებაში, რომელიც არ გამოუყენებია. თუ ადამიანმა იცის, რომ საკრედიტო ბარათის მომსახურება არ დასჭირდება, უკეთესია გააფორმოს სადებეტო ბარათი და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი სესხით ისარგებლოს.

ალბათ მიხვდებოდით, რომ საკრედიტო ლიმიტი უნდა დაიფაროს. საკრედიტო ბარათის ლიმიტიდან გამომდინარე, სესხი უნდა დაიფაროს პროცენტებთან ერთად ან მათ გარეშე. არ არის საჭირო პროცენტების გადახდა, თუ უპროცენტო საკრედიტო ბართი გაქვთ. დახარჯულ საკრედიტო ლიმიტის დაფარვის ვადა, ჩვეულებრივ შემდეგი თვის ბოლოსაა. თუ პროცენტი მაინც არსებობს, იგი ჩვეულებრივ დახარჯული თანხის 20%-დან 40% შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სულაც არაა საჭირო კრედიტორს აცნობოთ საკრედიტო ლიმიტის დახარჯვის და დაფარვის შესახებ, რადგან საკრედიტო ბარათის მფლობელებს კონკრეტული საკრედიტო ლიმიტი და დაფარვის გრაფიკი აქვთ და ამ ლიმიტის გადაჭარბება შეუძლებელია.

საკრედიტო ბარათი შექმნილია საერთაშორისი ISO-ის სტანდარტებით, ხარისხის სისტემიდან გამომდინარე, შესაბამისად მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია საკრედიტო ბარათით გადახდა. ამავე მიზნით საკრედიტო ბარათების უმეტეს ნაწილს სადისკონტო ბარათების ფუნქცია აკისრია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი პროდუქციით და მომსახურებით სარგებლობის საშუალებას გვაძლევს.