რა არის წლიური საპროცენტო განაკვეთი?

/
თარიღი: 15/07/2016

წლიური საპროცენტო განაკვეთი, ანუ წსგ სესხის საფასურია, რომელიც გამოხატულია პროცენტებში და ის დამატებითი თანხაა, რომელიც მთლიან ნასესხ თანხასთან ანუ ძირთან ერთად არის დასაფარი. წლიური საპროცენტო განკვეთი განსაზღვრავს ერთი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს. წლიური საპროცენტო განაკვეთი ყველა კრედიტს აქვს – სწრაფ სესხებს, იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, ავტო სესხებს, სტუდენტურ სესხებს, საკრედიტო ბარათებს და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს არა მხოლოდ საპროცენტო გადასახადებს, არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა საკომისიო საფასური და სხვა გადასახადები, რომელსაც მსესხებელი იხდის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სესხის დაფარვამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი არსებული და მომავალი სასესხო ვალდებულებების საფასურიდან გამომდინარეობს და პროცენტებში გამოიხატება.
საბანკო და არასაბანკო კრედიტორები წლიურ საპროცენტო განაკვეთს სპეციალური ფორმულის – წსგ-ს მეშვეობით თვლიან. ეს ფორმულა მოიცავს ცვალებად ციფრებს, როგორიცაა კრედიტორის მიერ გადახდილი ფულადი ნაკადი, კრედიტორის მიერ გადახდილი ფულადი ნაკადის თანმიმდევრობის ნომერი, ნაღდი ფულის მოძრაობის პერიოდი, საერთო ფულადი ნაკადის რაოდენობა პერიოდში და ინტერვალში, რაც გამოთვლილია წლის განმავლობაში პირველი ფულადი ნაკადის თარიღიდან დაწყებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელსაც მსესხებელი პირველ რიგში აქცევს ყურადღებას, მაშინ კანონით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ნაჩვენები უნდა იყოს რეკლამებსა და საკრედიტო ხელშეკრულებებში. ეს მაჩვენებელთაგან ერთ-ერთი ის პუნქტია, რომელსაც კრედიტორები ინდივიდუალურად ადგენენ, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ დაეყრდნოთ რომელიმე ერთ ინფორმაციის წყაროს, არამედ შეადაროთ ისინი.

საპროცენტო განაკვეთზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი . როგორც ცნობილია, წლიურ საპროცენტო განაკვეთს იყენებს როგორც საბანკო, ასევე არასაბნკო სექტორი, მაგრამ რეალურად ეს არ არის სწორი. თავდაპირველად წლიური საპროცენტო განაკვეთის ფორმულა შემოღებული იყო საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებული გრძელვადიანი სესხებისთვის და როგორც ცნობილია არასაბანკო კრედიტორების პროდუქტების უმეტესი ნაწილი მოკლევადიანი სესხებია. ერთი სიტყვით, დაკრედიტების მომსახურების ბაზარი შეიცვალა არასაბანკო კრედიტორების გაჩენისთანავე, მაგრამ წლიური საპროცენტო განაკვეთის ფორმულა არ შეცვლილა. ცხადია, რომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთი საგრძნობლად განსხვავდება. მაგალითად გრძელვადიანი სესხბის წსგ რამოდენიმე ათეულია, ხოლო მოკლევადიანის – ასეულები. ყველაზე ხელსაყრელი სესხის არჩევის და შედარების დროს, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ნიუანსი.