როგორ დავზოგოთ ფული მსხვილი საყიდლებისთვის?

/
თარიღი: 14/06/2016

ითვლება, რომ ფულის გადადება დიდი ან პატარა საყიდლებისთვის მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ყოველი თვის ბოლოს გრჩებათ დამატებითი თანხა და ამ თანხის გადადებით შეძლებთ სასურველი ნივთის შეძენას ან მომსახურებით სარგებლობას. თუმცა, ეს სიცრუეა – ყველაფერი თქვენს მიზნებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. მაშინაც კი, თუ თქვენი ხელფასი დაბალია, შესაძლებელია მცირე თანხის გადადება თქვენი სურვილის რეალიზაციისთვის, გარკვეული თანხის გადადებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ათასების შოვნა ან ხელფასიდან თვის ბოლოს დამატებითი ფულის შემორჩენა. ერთი შეხედვით, შესაძლოა წვეთი ზღვაში მოგეჩვენოთ, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში შეძლებთ საჭირო ფულის შეგროვებას.

თუ ნამდვილად გსურთ რაიმე ნივთის შეძენა, გადადეთ მცირე თანხა ამისთვის. ბევრი არც არის აუცილებელი – ეს შეიძლება იყოს მცირედი, რის გადადებაც შეგიძლიათ, რადგან სულ არაფერს ყოველთვის ჯობია რაღაც ფულის გადადება. ეს სასაცილო ან სულელურ იდეად მოგეჩვენებათ, მაგრამ მხოლოდ და მხოლდ გადადებით შეძლებთ ფულის დაზოგვას. ზოგიერთი თქვენთაგანი იტყვის, რომ თვის ბოლოს თქვენ საერთოდ არ გრჩებათ ფული, მაგრამ მე ასე ვიტყვი – რესტორნებში ნუ დადიხართ ან მანქანის მაგივრად ავტობუსით იმგზავრეთ და თვის ბოლოს სარეზერვო ფულიც გექნებათ. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი თანხა დაგჭირდებათ, მით უფრო დიდ ხანს მოგიწევთ ფულის გადადება – ეს ლოგიკურია.

პრიველ რიგში, რთულია გარკვეული თანხის გადადება, როცა არაფერი არ გრჩებათ და რაც გაქვთ იხარჯება. თუმცა იმის თქმა, რომ არაფერი არ გაქვთ, თითქოს ნიშნავდეს, რომ ამაზე დროის დახარჯვა არ გსურთ – დრო ყოველთვის არის, გააჩნია რა მიზნები და ხარჯვის რა პრიორიტეტები გაქვთ. იგივე შეიძლება ითქვას ფულზე. ასევე, რთულია რამის გადადება, როცა მოთმინება არ გაქვთ – ბევრი იტყვის: “თუ ვერ შევძლებ სამ თვეში ფულის დაზოგვას, ესეიგი არც ღირს ამის წამოწყება”.

გამოკვლეული პრობლემებიდან გამომდინარე, უნდა აღვნიშნო, რომ ფულის დაზოგვა დამოკიდებული არაა ფინანსებისგან, არამედ ფსიქოლოგიური მზადყოფნის და გამძლეობისგან, ამიტომ, აუცილებელია მოთმინებით მიუდგეთ მაგ საკითხს და ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რისთვის წამოიწყეთ ფულის გადადება. თავდაპირველად 5 ლარი გადადეთ – ალბათ იტყვით სასაცილოა, მაგრამ მე ასე ვიტყვი ჯობია ცოტა, ვიდრე არაფერი! თუკი ფიქრობთ, რომ უფრო მეტის გადადებას შეძლებთ, მით უკეთესი, ასეც მოიქეცით – მხოლოდ მიზნამდე გზას შეამცირებთ. ყოველთვიურად თქვენ სხვადასხვა ოდენობის თანხის გადადება შეგიძლიათ, შემოსავალსა და ხარჯებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ეცადეთ შეძლებისდაგვარად მინიმუმის გადადება. ადრე თუ გვიან, ფულის ოდენობიდან გამომდინარე მიაღწევთ თქვენს მიზანს – გპირდებით!