როგორ ვიცხოვროთ ეკონომიურად?

/
თარიღი: 29/06/2016

მიყევით ეკონომიურად ცხოვრების რჩევებს და დაზოგავთ ფულს არა მხოლოდ ერთხელ, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში, შექმნით დანაზოგს, რომელიც სავალდებულო გადასახადების ნაცვლად განკუთნილი იქნება პირად საჭიროებებზე.

  • ყველა ნათურა შეცვალეთ LED ან სხვა ეკონომიურ ნათურებზე;
  • კონდიციონერი ეკონომიურად გამოიყენეთ, აუცილებლობის შეფასების შემდეგ; გაგრილების სხვა უფრო ეკონომიური ალტერნატივა
  • აირჩიეთ, ეს შეიძლება იყოს ვენტილატორი ან უბრალოდ ცივი წყლის ჭიქა ყინულებით.
  • როდესაც შესაძლებელია დღის სინათლის გამოყენება, ასეც მოიქეცით, ჩვეულებრივ ელექტრონული სინათლის ჩართვა სულაც არაა აუცილებელი, როდესაც გარეთ მზის სინათლე ანათებს;
  • გამორთეთ ყველა ელოექტრონული მოწყობილობა, რომელსაც კონკრეტულ მომენტში არ ხმარობთ;
  • დარწმუნდით, რომ საპარსის პირები სუფთაა და მშრალი, რადგან ასე უფრო დიდხანს იმსახურებენ;
  • დარჩენილი საჭმელი გადაგდების ნაცვლად შეინახეთ ჰერმეტიკული ან მინის კონტეინერებში;
  • როდესაც ოთახში არ იმყოფებით, გამორთეთ შუქი;
  • კვირაში ერთხელ დატოვეთ მანქანა და დანიშნულების ადგილამდე ველოსიპედით მიდით;
  • წიგნების ყიდვის ნაცვლად ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ;
  • ყოველთვის გამოიყენეთ კუპონები და ფასდაკლებებს თვალყური ადევნეთ;
  • კაფეტერიებში და სასადილოებში სიარულის ნაცვლად საჭმელი მოამზადეთ სახლში;
  • სადილი სამსახურში ან სკოლაში სახლიდან წაიღეთ;
  • ფილმებს სახლში უყურეთ კინოში სიარულის მაგივრად;
  • შეაგროვეთ ჭუჭყიანი ტანსაცმლის საკმაო რაოდენობა, რათა სარეცხი მანქანა ნახევრად ცარიელი არ ჩართოთ;
  • ტანსაცმელი ცხელი წყლის მაგივრად ნელთბილში გარეცხეთ, რომ წყლის გათბობაზე ფული დაზოგოთ;
  • ყოველ 6 ან 12 თვეში ერთხელ შეამოწმეთ, რომ ყველაზე ხელსაყრელი მომსახურების პირობებით სარგებლობთ, იქნება ეს ბანკი, სადაზღვეო ან ნებისმიერი სხვა სფერო;
  • შეაგროვეთ ყველა ფასდაკლების ბარათი, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი;
  • პროდუქტი საბითუმოებში ან ფასდაკლებების დროს შეიძინეთ და შეავსეთ საყინულე საჭირო პროდუქტების მარაგით;
  • ყველა ნაპოვნი თეთრი ყულაბაში ჩააგდეთ;
  • ყოველი თვის ბოლოს ჩამოწერეთ შემოსავალი და ხარჯები, თქვენი ფინანსური ნაკადის გაკონტროლებით;
  • ეწვიეთ ყველა უფასო ღონისძიებას, რომელიც თქვენთან ახლოსაა განთავსებული;
  • ხელფასის მომატება ან ბონუსები ვალების დასაფარად გადარიცხეთ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე;
  • ყოველთვის, როდესაც მსხვილი საყიდლის გაკეთება გსურთ, საუკეთესო შემოთავაზების პოვნისთვის შეადარეთ ფასები ინტერნეტში;
  • უფრო პატარა სახლში იცხოვრეთ, იპოთეკაზე, დაზღვევაზე და გადასახადებზე დაზოგავთ ფულს ;
  • ახალი მანქანის ყიდვის ნაცვლად, შეიძლინეთ მეორადი მანქანები;
  • ტანსაცმელი მეორადი ან ფასდაკლებების დროს შეიძინეთ;
  • იმოგზაურეთ გზებზე, რომელზედაც ნაკლები საცობებია, ასე საწვავზე დაზოგავთ ფულს;
  • ეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვეთ, ამ შემთხვევაში მედიკამენტებზე და სილამაზის პროცედურებზე ფულის დაზოგვას შეძლებთ;
  • შეძლებისდაგვარად, გაიარეთ უფასო კურსები ან სემინარები;
  • ნუ ყიდულობთ არასაჭირო ნივთებს, რომელიც სახლში მხოლოდ და მხოლოდ იმტვერება, მაგალითად როგორიცაა სუვენირები ან სხვა სადეკორაციო ნივთები;
  • ისარგებლეთ სამსახურის დაზღვევით, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევა, საპენსიო დანაზოგი და ასე შემდეგ;
  • ეცადეთ თვითონ გააკეთოთ ის, რისთვისაც სხვებს ფულს უხდით;
  • არ გადააცილოთ სავალდებულო გადასახადების ვადებს, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.