როგორ მოიქცეთ თუ ვერ ფარავთ სესხებს?

/
თარიღი: 16/06/2016

როდესაც სესხი გაქვთ გამოტანილი, არსებობს ფინანსური პრობლემების შექმნის რისკი, მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, ხელფასის შემცირება, ოჯახის ზრდა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან შესაძლოა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელშიც ფული დაგეხარჯებათ და ასე შემდეგ. მსგავს სეტუაციაში მყოფ მსესხებლის გადახდისუნარიანობა მცირდება, კერძოდ, მსესხებელს არ შეუძლია კრედიტის სრულად და რეგულარულად დაფარვა. ასეთ სიტუაციებში არ უნდა დააიგნოროთ პრობლემები და არ იმედოვნოთ, რომ ისინი თავისით მოგვარდება.

აღსანიშნავია ასევე, რომ აუცილებლად უნდა აცნობოთ თქვენს კრედიტორს სესხის დაფარვის არ შეძლების შესახებ, რადგან ეს მსესხებლის ვალდებულებაა და არა გამსესხებლის. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი შეფერხებული კრედიტი, რომელიც არასრულად ან საერთოდ არ არის დაფარული, აფუჭებს მსესხებლის საკრედიტო ისტორიას და ეს მომავალში შეამცირებს მეორედ სესხების შესაძლებლობას სესხის ტიპის და გამსესხებლის მიუხედავად. დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენი გადახდისუნარიანობა მცირდება, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს კრედიტორს, რათა მან შეძლოს საუკეთესო გამოსავლის მონახვა.

მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაუარესების შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი, რომელსაც, ჩვეულებრივ, მსესხებელს სთავაზობენ, ეს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაა. საშეღავათო პერიოდი სასესხო ვალდებულებების პერიოდია, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ პროცენტებს ან მხოლოდ სესხის ძირს პროცენტების გარეშე. თუ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გამოუვალი და უიმედოა, კრედიტორს შეუძლია როგორც პროცენტების, ასევე სესხის ძირის დაფარვის გაუქმება, მხოლოდ გარკვეული პერიოდით, რომელიც არ აღემატება ექვს თვეს, ანუ ნახევარ წელიწადს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საშეღავათო პერიოდი გარკვეულ დროს გრძელდება და გამსესხებელი არ დაელოდება მსესხებელს მანამ, სანამ მისი ფინანსური სიტუაცია არ გაუმჯობესდება.

საშეღავათო პერიოდი ეძლევა მხოლოდ იმ მსესხებლებს, რომლებსაც კონკრეტული თანხა აქვთ ნასესხი, კერძოდ, სესხი უნდა იყოს საკმაოდ დიდი ამ საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საშეღავათო პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ წელიწადში ერთხელ. და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენიმე ინდივიდუალურ ფაქტორზე. სანამ გადაწყვეტთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის შემდეგ თქვენი ყოველთვიური გადასახადი უმნიშვნელოდ გაიზრდება კრედიტორის ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად.

გადახდისუნარიანობის შემცირების შემთხვევაში და ფინანსური პრობლემების შესამცირებლად, სხვა გადაწყვეტილებების ხსენებისას, უნდა აღინიშნოს, ასევე, სხვადასხვა პირობები და დაფარვის გრაფიკი. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ფინანსური პრობლემები არა მხოლოდ კრედიტორის დახმარებით, არამედ, თქვენსმხრივ დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებით ან ყოველთვიური ხარჯების შემცირებით მოხერხდება.