როგორ შევქმნათ პირადი ბიუჯეტი?

/
თარიღი: 29/06/2016

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანი პირად ბიუჯეტზე ფიქრს იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული ფინანსური პრობლემების წინაშე დგება და მსჯელობს, თუ როგორ მოიქცეს მომავალში ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. პირადი ბიუჯეტის დაგეგმა საშუალებას გვაძლევს სწორად გამოვთვალოთ ჩვენი შემოსავლი, ხარჯები და სავალდებულო ხარჯების გარდა გადავდოთ გარკვეული თანხა.

გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტი შედგება შემოსავლის და ხარჯებისგან, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა იწყება მიმდინარე სიტუაციის ანალიზით – გააანალიზეთ სიტუაცია, რათა გამოავლინოთ, თუ რისი შეცვლაა საჭირო. უნდა ავღნიშნოთ, რომ შემოსავალი და ხარჯები ეს არაა მხოლოდ გადარიცხვები საბანკო ანგარიშზე, არამედ უძრავი ქონების და ვალების ღირებულებაც.

მხოლოდ მცირე რიცხვის ადამიანი ზედმიწევნით ამოწმებს თავის შემოსავალს და ხარჯებს, რადგან ერთი, კერძოდ ხარჯების ნაწილი უფრო ინტენსიურია, სწორედ ამიტომ ბევრს არ სურს ანალიზის გაკეთება და სიმართლის გაგება. თუმცა, როგორც ცნობილია, პრობლემებისგან გაქცევა მათ არ მოაგვარებს, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამ არასასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა და ერთხელ და სამუდამოდ პრობლემების გადაწყვეტა.

პირველი ნაბიჯია დაგეგმვა, კერძოდ, კონკრეტული მიზნის დაგეგმვა რეალობის გრძნობის დაკარგვის გარეშე. იფიქრეთ სასურველი ფინანსური მიზნების მიღწევაზე, მაგალითად 2 ან 10 წელიწადში. ამ მიზანს უნდა ჰქონდეს ოქროს შუალედი, კერძოდ, საკმაოდ სერიოზული უნდა იყოს, რათა მოტივაცია აგიმაღლდეთ, მაგრამ ამავდროულად არ უნდა გაცდეს რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე დაკარგავთ მოტივაციას. მიზანი უნდა დააწესოთ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ პირადი ბიუჯეტის დაგეგმვა არაა ერთჯერადი საქმე, არამედ ხვალინდელ დღეში დარწმუნების აუცილებლობა. ბიუჯეტის შემოწმება უნდა ხდებოდეს არანაკლებ ერთი კვირისა ან თვის განმავლობაში ერთხელ – რაც უფრო მოკლეა ეს პერიოდი, მით უფრო მეტია გარკვეული შეცდომების შენიშვნის შანსები, რათა შეიყვანოთ აუცილებელი შესწორებები.

როდესაც უკვე იოცნებეთ და კონკრეტული მიზნები დაგეგმეთ, მათ მისაღწევათ ფინანსებიც უნდა დაიგეგმოს. ეს ეხება ხარჯების შემცირებას და შემოსავლის გაზრდას, მაგრამ პირველ რიგში ხარჯების შემცირების მაგივრად რეკომენდირებულია შემოსავლის გაზრდის ხერხების მოძიება. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მოძებნოთ დამატებითი წყაროები ან მოიფიქროთ ფულის გადადების სხვა შერსაძლებლობები.

შემოსავლის გაზრდა შესაძლებელია დამატებითი სამუშაოს მოძებნით, უბრალოდ სამუშაო საათების დამატებით ან პასიური შემოსავლის წყაროებით. შესაძლებელია ხარჯების შემცირება უფრო იაფი პროდუქტის შეძენით, ასევე როგორც, უსარგებლო და სპონტანური ხარჯების თავიდან არიდებით.

საბიუჯეტო გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ხარჯების, ასევე შემოსავლის ჩანერგვა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში რამოდენიმე თეთრის განსხვავებაც კი შეცდომაში შეგიყვანთ. როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია დეტალურად და ზედმიწევნით ყველა ხარჯის ჩამოწერა, რადგან მხოლოდ ასე ვნახავთ, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანს საბიუჯეტო გეგმა. გეგმის მიყოლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დეტალურად ყველაფრის ჩაწერა. ასე, რომ თუ ყველაზე რთული ნაბიჯი გადადგით და ბიუჯეტის დაგემვა დაიწყეთ, არ დანებდეთ და მიზნებს მიაღწევთ, ახლო მომავალში სტაბილური შემოსავლის ბედნიერი მფლობელი იქნებით.