როგორ შევქმნათ საგანგებო ფონდი?

/
თარიღი: 29/06/2016

ყველასთვის ცნობილია, რომ ფულის გარეშე შეუძლებელია არსებობა. გარდა ამისა, ასაკის მომატებასთან და დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენი საჭიროებები მხოლოდ იზრდება და გვჭირდება მანქანა, სახლი, ოჯახი და ასე შემდეგ. მეოჯახე ადამიანმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე, არამედ ოჯახის წევრებზეც.

რა თქმა უნდა, ფინანსური სირთულეების შემთხვევაში საბანკო და არასაბანკო კრედიტორები გვთავაზობენ ფულის სესხების შესაძლებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი გრძელვადიან ან მოკლევადიან სასესხო ვალდებულებებს იღებს. ადამიანთა უმრავლესობამ იცის, რომ სესხი ფინანსურ პრობლემებს აუარესებს, ამიტომ უმჯობესია თვითონ შეაგროვოთ ფული და ყველაფერი პირადი სახსრებით შეიძინოთ. რა თქმა უნდა, სასესხო ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა შევქმნათ საგანგებო ბიუჯეტი და თუ საჭირო თანხის ოდენობა დიდია ჯობია რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ ფულის შეგროვება.

ფულის გადადება გულისხმობს ხარჯების შემცირებას, ანუ ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანი თანხის დახარჯვა დასვენების დღეებში. ფულის დაზოგვა ჩვევებთა შორის საუკეთესოა, რომელიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სესხები, რადგან საჭირო თანხას გარკვეულ პერიოდში ისედაც დავზოგავთ. მაგალითად, შეგვიძლია პირადი სახსრებით მანქანის ყიდვა და ავტომატურად ამ მანქანის მფლობელობა.
რა თქმა უნდა, დანაზოგის დახარჯვა შესაძლებელია სხვადასხვა საყიდლებზე, ოცნებების რეალიზაციასა და ასევე გაუთვალისინებელ მოვლენებზე, რომლებსაც გარკვეული ფინანსური ზიანის მიყენება შეუძლია თქვენთვის. ფულის დანაზოგი, რომელიც, ჩვეულებრივ ასეთი სიტუაციებისთვის ინახება საგანგებო ფონდს ეძახიან. საგანგებო ფონდი იქმნება ნებისმიერი სხვა დანაზოგივით, ჩვენი ხარჯების შემცირებით და დამატებითი შემოსავლით. საგანგებო ფონდი არასასურველი სიტუაციებისგან გვარჩენს. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის წინაშე ავღმოჩნდით, არ დაგვჭირდება ფულის სესხება – უბრალოდ დანაზოგიდან ფულს ამოვიღებთ.

როდესაც საგანგებო ფონდის შექმნას გადავწყვეტთ, პირველი ნაბიჯია ჩვენი ბიუჯეტის შეფასება. უნდა იცოდეთ საჭირო ხარჯები, შემოსავლი და სავალდებულო გადასახადები, მაგალითად როგორიცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველდღიური საჭმელი, ქირა, კომუნალური და სხვა საჭიროებები. ჩვენი ჩვევებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დანახარჯების გამოთვლა. როდესაც შევისწავლით ჩვენს ხარჯებს, არ არის გამორიცხული, რომ შევძლებთ დარჩენილი თანხის გამოთვლას და გარკვევას თუ რაში გვეხარჯება ყველაზე მეტი ფული. ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, დავადგენთ დაზოგვისფ ყველაზე ეფექტურ გზას.

ფულის გადადების პროცესი, ჩვეულებრივ გრძელია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ხარჯების საგრძნობლად შემცირება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფულის დაზოგვის ეს პერიოდი ჯოჯოხეთად მოგეჩვენებათ. შესაძლებელია საგანგებო ფონდის შექმნა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველანაირი საფუძვლიანი ცვლილებების შეტანის გარეშე. ფულის დანაზოგის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა გარკვეული თანხის გადადება, რომელიც თქვენი საფულის სისქეზე დიდ გავლენას არ მოახდენს – ეს შეიძლება იყოს მცირედი. ხოლო თუ უფრო მსხვილი თანხის გადადება გვინდა, ასეთი ტემპებით ფულის გადადება შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

ეკონომია საყიდლების გაკეთების დროსაცაა შესაძლებელი – შეგვიძლია ხანგრძლივი დროისთვის პროდუქტების შეძენა საბითუმო მაღაზიებიდან და ამმხრივ ფულის გადადება. მაღაზიაში წასვლამდე, უნდა ჩამოვწეროთ აუცილებელი პროდუქტების სია, ასე რომ მაღაზიე„ბის ფართო არჩევანმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს და არ შევიძინოთ არასაჭირო პროდუქტები. ეს ეხება ასევე ტანსაცმელს, ყოველ სეზონზე საყიდლებზე წასვლა სულაც არაა საჭირო. რა თქმა უნდა ფასდაკლებების დროს ტანსაცმელს საკმაოდ ხელსაყრელი საფები აქვს, მაგრამ ყოველთვის ყიდვამდე რეკომენდირებულია დაფიქრდეთ – ნამდვილად გჭირდებათ ეს ნივთი თუ არა? ასევე არაა სავალდებულო ყოველთვიურად სილამაზის სალონებში სიარული – შეიძლება მეგობრებმაც უარი არ გითხრან მანიკურის გაკეთებასა ან თმის შეჭრაზე. ფულს რომელსაც ამ ყველაფრისგან დაზოგავთ, არ დაგავიწყდეთ გადადოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა უაზრო მომსახურებებსა ან საყიდლებში დაგეხარჯებათ.

ხალხის უმრავლესობას მაქნანები ჰყავთ, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას და ყოველდღიურად საწვავს საჭიროებს. თუ საწვავის ღირებულება მაღალია, ამ ყოველდღიური ხარჯის შესამცირებლად და ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მანქანაში გაზი დაამონტაჯოთ. გაზის მონტაჟი საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი ნამდვილად შეისყიდება. ფულის დაზოგვა ასევე შეგიძლიათ თუ მანქანს თვითონ გარეცხავთ. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ფეხით ან ველოსიპედით სიარული, მანქანის გამოყენების შემცირების მიზნით. დანაზოგის გაზრდა ინვესტიცების ან უბრალოდ ბანკში შენახვით შეგიძლიათ გაზარდოთ. ყოველთვის შესაძლებელია ინვესტიციის გაკეთება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფინანსური განათლება არ გაქვთ, მაგრამ თუ ეჭვობთ არჩევანის გაკეთებისას, ჯობია ფინანსურ მრჩეველს მიმართოთ, მათ გაცილებით მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ. თუ გარისკვა გსურთ, შეგიძლიათ ფული ჩადოთ აქციებში ან ფასიან ქაღალდებში. როგორც წაგების ასევე მოგების დიდი ალბათობა არსებობს. ინვესტიციის გარდა შეგიძლიათ ბანკში შემნახველი ანაბრის გახსნა. სამწუხაროდ, სარგებლისთვის შემნახლველ ანაბრებზე ფული წლების განმავლობაში უნდა გედოთ, მაგრამ საპროცენტო განაკვეთი ამ ანაბრებზე საკმაოდ დაბალია, შესაბამისად მოგებაც. თუმცა, უსაფრთხოდ ფულის შესანარჩუნებლად და ყულაბაში ფულის შენახვის მაგივრად, ჯობია შემნახველ ანგარიშზე შენახვა, ასე სავარაუდოდ არ გამოიტანთ და არ დარახჯავთ სერიოზული მიზეზის გარეშე.

ფულის დაზოგვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მიზანი. ძალზედ ადვილია ფულის დაზოგვა, თუ გარკვეული მიზანი გაქვთ. ამაში სამი რამ დაგეხმარებათ – მოტივაცია, ნებისყოფა და მოთმინება. საგანგებო ფონდი ყველას სჭირდება, რადგან ცხოვრება არაპროგოზირებადია. არ ვიცით, თუ ხვალ რა დღე გათენდება და რა ფინანსური ინვესტიციები დაგვჭირდება. საგანგებო ფონდის შექმნა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ფული გვჭირდება და არ გვაქვს.