სად გამოვიყენოთ სწრაფი სესხი

/
თარიღი: 08/11/2016

სწრაფი სესხი ბევრი ადამიანისთვის საუკეთესო გამოსავალია ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ საინტერესოა ძირითადად რა მიზნებისთვის შეიძლება იყენებდნენ ადამიანები ონლაინ სესხებს, ან სულაც რა შეიძლება შემოგვთავაზონ თავად კომპანიებმა?

ყველა ადამიანს თვიდან თვემდე აქვს გარკვეული ვალდებულებები. ისეთები, როგორიც არის, მაგალითად კომუნალური გადასახადები, გრძელვადიანი სესხი ბანკში, ბინის ქირა, გარკვეულ ხარჯებთან დაკავშრებული შემთხვევა, რომელიც წინასწარ არ გქონიათ განსაზღვრული. სწორედ ასეთი შემთხვევების დროს მიმართავენ უმეტესად ადამიანები სწრაფ ონლაინ სესხებს, რომლებსაც შეუძლიათ მოაგვარონ ჩვენი პრობლემა.

საინტერესოა თვალი გადავავლოთ მომხმარებელთა კომენატრებსა და უკუკავშრს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ყველასათვის ხელმისაწვდომია. უმეტეს შემთხვევაში სწრაფ სესხს თვის მეორე ნახევარში, ხელფასის დარიცხვამდე სხვადასხვა კომუნალური გადასახადების, ან ყოველდღიური ხარჯების დასაფარად იყენებენ. საბანკო სესხთან შედარებით ონლაინ სესხით სარგებლობა გაცილებით უფრო მარტივია. თანხის მისაღებად საჭირო პროცედურები ძირითად შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წუთია. ამასთანავე სწრაფი სესხი მოკლევადიანია, ხომ შეიძლება თანხა მაგალითად მხოლოდ 10 დღით ან ორი კვირით გჭირდებოდეთ და შესაბამისი ვადით ისესხოთ და არა გრძელვადიანად.

არის მომხმარებელთა ისეტი კატეგორია, რომლებიც სწრაფ სესხს რაიმე ნივთის შესაძენად იყენებს. წარმოიდგინეთ, დიდი ხანია მოგწონთ ნივთი (ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარი ან ნებისმიერი სხვა), რომელის ფასიც ხელმისაწვდომი არ არის თქვენთვის და სწორედ მაშინ ცხადდება მასზე ფასდაკლება, როდესაც საკმარისი თანხა არ გაქვთ. სწორედ ასეთ დროს არის საუკეთესო დამხმარე საშუალება საკმაოდ ბევრი ადამიანისათვის ონლაინ სესხი, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წუთში შეავსოს ის სიცარიელეს, რომელიც თქვენ საფულეშია.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები მომხმარებლის მისაზიდად და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებისათვის გარდა სტანდარტული სესხისა, დამატებით საბონუსე სისტემას, დაგროვების ბარათებს ან სხვადასხვა ტიპის აქციებს გვთავაზობენ.

უფრო გასაგები რომ გახდეს მომხმარებლისათვის ზემოთ აღნიშნულის აზრი, ზოგადად გადავავლოთ თვალი სხვადასხვა სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების შემოთავაზებებს.

  • vivus.ge – სწრაფ სესხთან ერთად მომხმარებელს სადღესასწაულო გათამაშებებსა და საქველმოქმედო პროექტს ertad.ge თავაზობს. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეების წახალისებასა და მათი განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას. 
  • Netcredit.ge კი პერიოდულად საშუალებას აძლევს თავის მომხმარებლებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სადღესასწაულო აქციებში და მოიგონ საკმაოდ ძვირადღირებული პრიზები, რომელთა შორის ავტომობილიც კი არის ხოლმე.
  • Moneyman.ge ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ბონუს სისტემითისარგებლონ. დაგროვებული ქულებით მათ საშუალება აქვთ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენონ. მაგალითად, შესაძლებელია ზემოთხსენებული ქულებით დაიფაროს სესხზე დარიცხული პროცენტი, ან გაიზარდოს სესხის დაფარვის ვადა და მსესხებელმა თავიდან აიცილოს ჯარიმები. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ ისარგებლებთ მანიმენის მომსახურებით და წარმატებით დაფარავთ სესხს, საშუალება გეძლევათ ბონუს ქულების გამოიყენებით ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მომდევნო სესხი თქვენთვის წინაზე გაცილებით იაფი იქნება. ანუ, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი დაიწევს. ამასთანავე, პერიოდულად სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებებიც შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული კომპანიის შემოთავაზებებში, ასეთი ტიპის აქციები უმეტესად სხვადასხვა დღესასწაულებს უკავშირდება.

გარდა იმ შემოთავაზებებისა, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, არის კიდევ მრავალი მიზეზი, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ სწრაფი სესხი. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა მოკლევადიანი ტურიზმი. ეს გულისხმობს შაბათ-კვირას სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანების მიერ ამა თუ იმ ევროპულ თუ აზიურ ქვეყანაში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მოკლევადიან ტურისტულ ვიზიტს. ასეთრი ტურები შესაძლებელი გახდა ქვეყანაში დაბალ ფასიანი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ავიაკომპანიების შემოსვლით. შესაბამისად, ტურისტულმა კომპანიებმა მაშინვე შესთავაზეს მომხმარებელს ზემოთხსენებული მოკლე ტურისტული მარშრუტები. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ რაიმე ღირშესანიშნავი ან სადღესასწაულო თარიღი მეგობრებთან ერთად ევროპის რომელიმე ქვეყანაში. მაგრამ, როგორც მოვიქცეთ, თუ ჩვენი მეგობრები ასეთ მოგზაურობას დაგეგმავენ დაჩვენ კი საკმარისი ფინანსები არ აღმოგვაჩნდება? სწორედ ასეთ დროს არის ხელსაყრელი სწრაფი ონლაინ სესხის გამოყენება, რომლის დაფარვაც შეგეძლებათ პირველივე ხელფასის ან სხვა, მოსალოდნელი ფინანსური შემოსავლის მიღებისთანავე.