საკრედიტო ხაზი

კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის გამოყენების უფლება აქვს კლიენტს საკრედიტო ხაზს ან საკრედიტო ლიმიტს უწოდებენ. ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე დგება და პირადი სახსრებით მათი გადახდა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გადაუდებელი მანქნის რემონტი, მოულოდნელი ვიზიტი ექიმთან ან რაიმე შემთხვევა, რომელიც გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ფინანსური გადაწყევტილება არსებობს, რომელთაგან ერთი-ერთი საკრედიტო ხაზია. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია კერძო პირების და კომპანიებისთვის. საკრედიტო ხაზის გამოყენება კერძო პირებს შეუძლიათ “შავი დღეების” დასაზღვევად, ხოლო კომპანიებს მაშინ, როდესაც მოგება შედარებით მცირეა. საკრედიტო ხაზი, სხვა სესხებისგან განსხვავებით, დაკრედიტების მომსახურების ბაზრის სრულიად ახალი მომსახურებაა და შემოთავაზებულია როგორც ბანკებში, ასევე კერძო კრედიტორებთან.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ხაზი სხვა სესხებს ჰგავს და საკრედიტო ბარათის მსგავსი ფუნქციები აკისრია, მაგრამ არსებითი განსხვავება მაინც არსებობს და ეს ყველამ უნდა იცოდეს. საკრედიტო ხაზი ისეთი სახის სესხია, როდესაც მსესხებელი თვითონ განსაზღვრავს საკრედიტო ლიმიტს, დაფარვის ვადას და დახარჯვის მიზნებს. გარდა ამისა, არ არის საჭირო სესხის მიზნის მითითება, რისთვისაც დაიხარჯება თქვენი სესხი. კრედიტის ფარგლებში საკრედიტო ხაზის მომსახურებით სარგებლობისას, მსესხებელს შეუძლია იმდენი თანხის გამოტანა, რამდენიც სურს, ხოლო თუ მთლიანი ნასესხი თანხა არ სჭირდება – არაა სავალდებულო ბოლო კაპიკამდე დახარჯვა. მსესხებელი არ არის ვალდებული დახარჯოს ნასესხი თანხა საბანკო ანგარიშზე დარიცხვისთანავე, მას შეუძლია სურვილისა და საჭიროებისამებრ სარგებლობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული წინასწარ დადგენილი ვადის ფარგლებში. ოვერდრაფტისგან განსხვავებით, საკრედიტო ხაზის არჩევით, მსესხებელი თავს არიდებს ვალებს, რადგან იგი გასაზღვრავს დაფარვის ვადას და შესაძლებლობიდან გამომდინარე სახსრების ლიმიტს.

როდესაც მსესხებელი საკრედიტო ხაზის თანხების ხარჯვას იწყებს, რა თქმა უნდა, შემდეგ ვალდებულია დაფაროს ნასესხი თანხა. საკრედიტო ხაზი თვეში ერთხელ უნდა დაიფაროს – ნაწილობრივ ან მთლიანად, თანხის წინასწარ დადგენილი მინიმალური ოდენობის გადახდით. შემდეგ მსესხებლს საკრედიტო ხაზით არაერთხელ სარგებლობის საშუალება ეძლევა. საკრედიტო ხაზის ერთ-ერთი უპირატესობაა, ნასესხი თანხის ვადაზე ადრე დაფარვის შესაძლებლობა, რითაც საპროცენტო განაკვეთებზე ბევრ ფულს დაზოდავთ. სესხების ბევრი სახეობა არსებობს, როდესაც წინასწარ დაფარვის შემთხვევაშიც კი, მთლიანი თანხის პროცენტების დაფარვა გიწევთ, ხოლო საკრედიტო ხაზით სარგებლობისას მსესხებელი ფარავს მხოლოდ მის მიერ გამოყენებულ თანხას და ამ კონკრეტული თანხის პროცენტებს.

საკრედიტო ხაზის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მსესხებელს არ უწევს რაიმე თანხის დამატებით გადახდა, თუ არ ისარგებლა ნასესხი თანხით. საკრედიტო ხაზი უსაფრთხოების ხელშემწყობია – თუ მსესხელელს დამატებით ფული სჭირდება, შეუძლია საკრედიტო ხაზით სარგებლობა, ხოლო, თუ არ ისარგებლებს ანგარიშზე დარიცხული თანხით, შესაბამისად არ მოუწევს არც თანხის და არც პროცენტის გადახდა. მიუხედავად ისისა, რომ მსგავს სიტუაციებში ხალხი სწაფ სესხებს ანიჭებს უპირატესობას, საკრედიტო ხაზი გაცილებით ხელსაყრელი და უკეთესი არჩევანია. თუ პიროვნება საკრედიტო ხაზით სარგებლობს, ესეიგი ნასესხი ფული საბანკო ანგარიშზე აქვს დარიცხული და სწრაფი სესხებისგან განსხვავებით, შეუძლია გამოიყენოს დღის ნებისმიერ საათებში.

საკრედიტო ხაზს, სხვა სესხებთან შედარებით, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. სწრაფი სესხებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი სიძვირით გამოირჩევიან, საკრედიტო ხაზს დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს ანუ კრედიტორების მომსახურების საფასური უფრო დაბალია. რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ გაეცნობით ყველა კრედიტორის პირობას, რადგან ისინი განსხვავდებიან. ტელევიზორსა და ინტერნეტში ხშირად ნახავთ სესხის რეკლამებს, მაგრამ სანამ ხელს მოაწერთ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, სასურველია, შეადაროთ სხვადასხვა კრედიტორის პირობები, საუკეთესო შემოავაზების ასარჩევად. შედარება აუცილებელი ფაქტორია, რადგან არსებობს სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა და დაფარვის ვადა, რომელიც კრედიტორებისგანაა დამოკიდებული.

პოტენციურ კლიენტს საკრედიტო ხაზის მისაღებად – იქნება ეს კერძო პირი თუ კომპანია – უნდა შეესაბამებოდეს კრედიტორის კრიტერიუმებსა და წინაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც კერძო კრედიტორები და ბანკები აფასებენ ეს თქვენი გადახდისუნარიანობაა. საკრედიტო ხაზი არაა ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი, ეს მათთვის ნიშნავს, რომ მსესხებელს შესაძლოა სირთულეები შეექმნას დაფარვის დროს. პოტენციურმა კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის შემოსავლის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტები შეიძლება იყოს, როგორც განცხადება შემოსავლების სამსახურის სააგენტოდან, ასევე დამსაქმებლის წერილი ან საბანკო ანგარიშების ამონაწერი. ზოგიერთ კრედიტორს მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის განსაზღვრაც შეუძლია. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკრედიტო ხაზით სარგებლობისთვის პოტენციურ კლიენტს უსაფრთხო შემოსავლის წყარო უნდა ჰქონდეს.

შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ყურადღებას აქცევენ კრედიტორები, ეს პოტენციური კლიენტის საკრედიტო ისტორიაა. საკრედიტო ისტორია მოიცავს არა მხოლოდ წინა სასესხო ვალდებულებებს, არამედ ახლანდელსაც. საკრედიტო ხაზით სარგებლობისთვის უნდა გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია ანუ პირს ორ უნდა ჰქონდეს რაიმე ვალი. ადრე, სესხის აღება გაცილებით ადვილი იყო, რადგან კრედიტორებს მსესხებლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, მაგრამ დღესდღეობით ეს ინფორმაცია იმდენად ვრცელი და ხელმისაწვდომია, რომ შეუძლებელია გამსესხებლისგან რაიმეს დამალვა. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური კლიენტი, გარკვეული პერიოდის წინ, მოვალეთა “შავ სიაში” აღმოჩნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ საკრედიტო განაცხადზე უარი მოუვიდეს. დავალიანების ზრდა განაპირობებს ვადაგადაცილებულ სესხებს და კრედიტორი განიცდის მსხვილ დანაკარგს. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ რისკი გაცილებით მაღალია, სავარაუდო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად საკრედიტო ხაზის განაცხადს უარყოფითი პასუხი მოუვა.

არა მხოლოდ კლიენტები, არამედ გამსესხებლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებს აქცევენ ყურადღებას. გამსესხებლებს ასევე საკმაოდ ბევრი შეზღუდვები აქვთ. ერთ-ერთი მათგანი ასაკობრივი შეზღუდვა. იმისთვის, რომ მსესხებელს საკრედიტო ხაზით სარგებლობის უფლება მიენიჭოს, იგი სრულწლოვანი უნდა იყოს. მსესხებლები განსაზღვრავენ არა მხოლოდ ასაკობრივ მინიმალურ ზღვარს, არამედ მაქსიმალურსაც კი. თუმცა, ყველა კრედიტორს, შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, განაცხადის შევსებამდე კარგად გაეცანით ამ კრიტერიუმებს და პირობებს. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სესხის განაცხადის შევსებისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრედიტორი მოითხოვს მსესხებლის პირადობის დამადასტურებელ დომკუმენტს. კრედიტორი ასევე მოითხოვს ელ. ფოსტას, მობილური ტელეფონის და საბანკო ანგარიშის ნომრებს. საკრედიტო ხაზის განაცხადის შევსება შეგიძლიეათ, როგორც პირადად, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.

არ არის საიდუმლო, რომ ნებისმიერი საკრედიტო ვალდებულება სერიოზული პასუხისმგებლობაა. ვალები და ვადაგაცილებული სესხები მოქმედებს მომავალში სესხის აღების შესაძლებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს საკრედიტო ხაზის აღება სურს, მას არც ერთი ვადაგადაცილებული სესხი ანუ კარგი საკრედიტო ისტორია უნდა ჰქონდეს.