სამომხმარებლო სესხი

სამომხმაებლო სესხი სესხების ერთ-ერთი პიტია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მაგალითად მომსახურების, საყიდლების, დასვენების, მოგზაურობის, მანქანის, იპოთეკის და სხვადასხვა მიზნებისთვის.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო სესხი მოკლევადიანია, მისი დაფარვის ვადა შეიძლება 60 თვემდეც კი გაგრძელდეს, ანუ 5 წლამდე. სამომხმარებლო სესხი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მოკლევადიანი სესხია, რადგან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. სამომხმარებლო კრედიტის აღება პოტენციურ კლიენტს შეუძლია ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშე, ასე რომ საჭირო არაა განაცხადში მითითება, თუ რაზე დაიხარჯება კონკრეტული თანხა. სამომხმარელო სეხი ხელმისაწვდომია როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში. სწაფი სესხებისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ოდენობა რამოდენიმე ათასს შეადგენს.

თუ სამომხმარებლო სესხის აღება ბანკიდან გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ რომ პროცესი ბევრად უფრო რთული და ხალგრძლივი იქნება ვიდრე არასაბანკო კრედიტორებისგან. ბანკში სხვადასხვა დოკუმენტებისა და განაცხადების შევსება მოგიწევთ, გამსესხებლები კი თავის მხრივ, საგულდაგულოდ შეამოწმებენ თქვენს შემოსავალს და საკრედიტო ისტორიას. ამ დისკომფორტის მიუხედავად, საბანკო სესხებს ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ. თუ პიროვნება უკვე რომელიმე ბანკის კლიენტია, ბანკს როგორც გამსესხებელს შეუძლია უფრო უკეთესი პირობების შეთავაზება, მაგალითად როგორიცაა დაბალი საპროცენტო განაკვეთი. სამომხმარებლო სესხს, სწრაფი სესხებისგან განსხვავებით, არ აქვს ერთნაირი პირობები ყველა მომხმარებლისთვის. სამომხმარებლო სესხის ყველა აპლიკანტი ინდივიდუალურად მოწმდება, პოტენციური კლიენტის ინდივიდუალური სიტუაციის შესწავლით და მონაცემების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პროცენტული სალიმიტო ზღვარი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთი. ჩვეულებრივ, ერთგულ კლიენტებს უკეთეს პირობებს სთავაზობენ, მაგრამ ზოგჯერ ახალ მომხმარებლებსაც ანებივრებენ განსაკუთრებული შემოთავაზებებით.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სესხი საბანკო, თუ არასაბანკო კრედიტორისგან. თუ არასაბანკო კრედიტორისგან არჩევა გადაწყვიტეთ, მაშინ სესხის აღების პროცესი, ბანკებთან შედარებით, გაცილებით მარტივი და სწრაფი იქნება. სესხის განაცხადის შევსება შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ამ გზით ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს მიიღებთ, რადგან კავშირი მსესხებელსა და გამსესხებელს შორის არაა პირდაპირი. სესხის პირადად მოთხოვნისას, მსესხებელს ეძლევა შანსი დატოვოს დადებითი შთაბეჭდილება გამსესხებელზე და მიიღოს უკეთესი პირობები. თუმცა, სამომხმარებლო სესხის აღება არასაბანკო სექტორიდან უფრო ადვილია ვიდრე საბანკოდან. რა თქმა უნდა, არასაბანკო კრედიტორებიც აფასებენ თქვენს გადახდისუნარიანობას და საკრედიტო ისტორიას, მაგრამ შეფასების პროცესი არაა იმდენად მკაცრი, როგორც ბანკში.

სამომხმარებლო სესხის მისაღებად პოტენციური კლიენტი უნდა იყოს სრულწლოვანი, გადახდისუნარიანი და წარადგინოს კარგი საკრედიტო ისტორია. გადახდისუნარიანობა ითვალისწინებს სესხის დაფარვას დროის განსაზღვრულ პერიოდს. კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებისთვის კრედიტორები ამოწმებენ შემოსავალს. მოთხოვნილი სესხის ოდენობიდან გამომდინარე კრედიტორი აფასებს შეძლებთ, თუ არა სამომხმარებლო კრედიტის დაფარვას. სესხის ყოველთვიური გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მსესხებლის შემოსავლის 20% – 40% -ს. თუმცა ყველა კრედიტორს საკუთარი წესები აქვს, ასე რომ ფრთხილად იყავით, განაცხადის შევსებამდე შეისწავლეთ ინფორმაცია. სამომხმარებლო სესხის აღების დროს კრედიტორი სავარაუდოდ თქვენი შემოსავლების ოფიციალურად დამადასტურებელ დოკუმენტს მოითხოვს, მაგალითად ცნობა საგადასახადო შემოსავლების სამსახურიდან.

შემდეგი, რაზეც კრედიტორები ყურადღებას აქცევენ ეს პოტენციური კლიენტის საკრედიტო ისტორიაა. სამომხმარებლო კრედიტის მიღებისთვის მსესხებელს კარგი საკრედიტო ისტორია უნდა ჰქონდეს. ცუდი საკრედიტო ისტორია გვიჩვენებს, რომ მსესხებელს სირთულეები შეექმნა ვალის დაფარვის დროს, კერძოდ, იგულისხმება არარეგულარული და გადაცილებული გადახდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო გადახდებს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, რათა თავიდან აიცილოთ საკრედიტო ისტორიის გაფუჭება. მსესხებლები, რომლებსაც ცუდი საკრედიტო ისტორია აქვთ, გამსესხებლების “შავ სიაში” ფიქსირდებიან. მოვალეთა “შავი სია” კრედიტორებს საშუალებას აძლევს ობიექტურად შეფასებონ პოტენციური კლიენტების გადახდისუნარიანობა. თუ მსესხებელი გამსესხებლების შავ სიაშია, მას მეორედ სესხების ნაკლები შანსი აქვს, რადგან ნეგატიური საკრედიტო ისტორია გვიჩვენებს, რომ მსესხებელი არ არის გადახდისუნარიანი, რაც გაართულებს სესხის დაფარვის პროცესს. გაითვალისწინეთ, რომ გამსესხებლების “შავ სიაში” მსესხებლების დაახლოებით 10 წლის ინფორმაცია ინახება. თუ პრობლემური სესხი დიდი ხნის წინ გქონდათ, შესაძლოა კრედიტორი დათანმხდეს სესხის გაცემაზე, ხოლო თუ არც თუ ახლახანს, მაშინ გამსესხებელს სავსებით შეუძლია მსესხებლის მოთხოვნაზე უარის თქმა.

პოტენციურ კლიენტს სესხის აღებისთვის რეგულარული და სტაბილური შემოსავალი უნდა ჰქონდეს, მისი საკრედიტო ისტორია უნდა იყოს დადებითი, ასაკი შესაფერისი და კრედიტორის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. რა თქმა უნდა, ყველა კრედიტორს თავისი წინაპირობა აქვს, მაგრამ ეს რამოდენიმე ყველაზე გავრცელებულია. კონკრეტული პირობების გასარკვევად, მსესხებელმა კონსულტაცია უნდა გაიაროს კრედიტორთან ან თვითონ უნდა გაეცნოს პირობებს საიტის მეშვეობით. კრედიტორების უმეტესობა სამომხმარებლო სესხებს გვთავაზობს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სესხის სახეობაა. ყველაზე ხელსაყრელი და საუკეთესო შემოთავაზების მიღებისთვის, მსესხებელმა წინასწარ უნდა შეისწავლოს კრედიტორების პირობები.
პირველი, რაც მსესხებელს ევალება, ეს სესხის ოდენობის და პროცენტების სწორად გამოთვლაა. შემდეგ იპოვეთ კრედიტორები, რომლებიც სამომხმარებლო სესხს გვთავაზობენ. შესაბამისი კრედიტორის არჩევისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა შეადაროთ, ეს საპროცენტო განაკვეთია. ყველა კრედიტორს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი აქვს და ალბათ ყველას ეცოდინება, რომ სამომხმარებლო სესხი ეს მოკლევადიანი სესხის სახეობაა, რომელსაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს ვიდრე, მაგალითად, გრძელვადიან სესხებს. სწორედ ამიტომ, მსესხებლებმა ჯობია იმ კრედიტორებს მიმართონ, რომლებიც ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობენ.

დაიმახსოვრეთ ასევე სესხის დაფარვის ვადების შედარებაც. ჩვეულებრივ, ვადები 3 თვიდან 60 თვემდეა. დაფარვის ვადა განისაზღვრება ყოველთვიური გადასახადისა და სესხის ოდენობიდან გამომდინარე. რაც უფრო ხანგრძლივია დაფარვის ვადა, მით უფრო ნაკლებია ყოველთვიური გადასახადი. რაც უფრო ხანგრძლივია დაფარვის ვადა, მით უფრო მეტი იქნება ჯამში გადახდილი პროცენტები. მსესხებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი უფრო შეესაბამება თავის მოთხოვნებს. რასაკვირველია, არავინ მოისურვებს პროცენტებში ასეულობით ფულის გადახდას, მაგრამ მსესხებლების უმეტესობას თანხის შეტანის დიდი არჩევანი არ აქვთ. მნიშვნელოვანია, ასევე, ყურადღება მიაქციოთ გადავადების ან ვადაგადაცილებული სესხების ჯარიმებს. რა თქმა უნდა, არც ერთ მსესხებელს არ სურს ისეთ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც კრედიტორები გზღუდავენ სესხის ვადაგადაცილების დროს. მიზანშეწონილი იქნება, თუ წინასწარ, განაცხადის შევსებამდე შეისწავლით პირობებს – შესაძლოა მოტივაცია გაგიჩნდეთ ყოველთვიური გადასახადები დროულად და რეგულარულად განახორციელოთ და თავიდან აიცილოთ ჯარიმები. არ დაგავიწყდეთ გადავადების პირობების დაწვრილებით შესწავლა, რადგან არავინ იცის შეძლებთ, თუ არა დროულად სესხის დაფარვას.

როდესაც სამომხმარებლო სესხის გამოტანას გადაწყვეტთ, მიმართეთ კრედიტორს თქვენი პირადობის მოწმობით და ოფიციალური დოკუმენტით ან ცნობით, რომელიც თქვენს შემოსავალს დაადასტურებს. რა თქმა უნდა, ყველა კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ის დოკუმენტი, რომელიც მას საჭიროდ მიაჩნია, ასე რომ, თუ აპირებთ სამომხმარებლო სესხით სარგებლობას მოიძიეთ ეს ინფორმაცია კრედიტორთან მისვლამდე. არ დაგავიწყდეთ, რომ სესხის მომსახურების საკომისიოს სახით, ასევე, უნდა გადაიხადოთ არც ისე დიდი თანხა, ჩვეულებრივ, სესხის ოდენობის 1,5% – 3%-მდე. სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება უფასოა, ასე რომ, თუ გადაიფიქრებთ და გააუქმებთ სესხის განაცხადს, კაპიკიც კი არ დაგეხარჯებათ. ყველას აქვს უფლება დაფიქრდეს სჭირდება თუ არა სესხი. თქვენ შეგიძლიათ გადაიფიქროთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც კი – 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გაუქმების ფუნქციით, ხოლო ამ შემთხვევაში, სესხს, რა თქმა უნდა, ვერ გამოიტანთ. თუ უკვე გააფორმეთ საკრედიტო ხელშეკრულება, მნიშვნელოვანია რეგულარულად და დროულად შეიტანოთ გადასახადი. თუ დამატებითი შემოსავალი ან გადადებული ფული გაქვთ, სესხის დასაფარად ჯობია მაქსიმალურად დიდი ოდენობით ფულის გადახდა, რათა დაზოგოთ პროცენტების გადახდაში. თუ ეს შესაძლებელია, დაფარეთ სესხი ვადაზე ადრე, ამრიგად რაც უფრო მალე დაფარავთ სესხს, მით უფრო ხელსაყრელი იქნება იგი.
სამომხმარებლო სესხი გამოიყენება არა მხოლოდ საყიდლების და გადასახადებისთვის, არამედ ასევე სესხის კონსოლიდაციისთვისაც. სესხის კონსოლიდაცია ნიშნავს სხვადასხვა მცირე სესხების გაერტიანებას. თუ, მაგალითად ბევრი სხვადასხვა მცირე სესხები გაქვთ, მოკლევადიანი, თუ საკრედიტო და სირთულეები გაგიჩნდათ დაფარვის დროს, შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს კრედიტორს განახორციელოს სესხების კონსოლიდაცია, რომელიც ერთ დიდ სამომხმარებლო სესხში გაერთიანდება. სესხის კონსოლიდაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ბევრი სხვადასხვა სეხის დაფარვის დამახსოვრების ნაცვლად ერთის დამახსავრება იქნება საჭირო. მეორე უპირატესობა, სწრაფ სესხებს სესხის დაფარვის მოკლევადიანი დრო აქვთ, ხოლო სამომხმარებლო სესხის მინიმალური დაფარვის ვადა 3 თვეა. მესამე, სამომხმარბლო სესხებს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, ვიდრე სწრაფ სესხებს, ანუ მომსახურებაში ნაკლებ ფულს გადაიხდით. სამომხმარებლო კრედიტით ვყიდულობთ საჭირო ნივთებს და ვანხორციელებთ გადახდებს, რომლებსაც ვერ გადავიხდიდით პირადი სახსრებით. თუმცა გახსოვდეთ, რომ სამომხმარებლო სესხი, სხვა სეხების მსგავსად ფინანსურ ვალდებულებებს გვაკისრებს, ასე რომ პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ამ საქმეს. სესხებამდე კარგად დაფიქრდით მის საჭიროებაზე და დაფარვის შესაძლებლობებზე.