სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი

/
თარიღი: 14/11/2016

ალბათ ერთხელ მაინც გაგიგიათ ტერმინი – „წლიური საპროცენტო განაკვეთი“. ბევრ ადამიანში ამ სიტყვების გაგონება კითხვისნიშანს იწვევს და ბუნებრივია, თუ ეს თქვენი ინტერესის არეალში ხვდება გაჩნდეს სურვილი გაარკვიოთ რას წარმოადგენს ის? რა ტიპის სესხს შეიძლება ეხებოდეს და როგორ გავარკვიოთ მისი ოდენობა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ გაქვთ განათლება ფინანსური მიმართულებით, მაინც შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია აღნიშნული ტერმინის შესახებ და უფრო მეტიც, თავად დავთვალოთ ამათუ იმ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი თანხის სესხებამდე.

რათქმაუნდა ჩნდება კითხვა, რა ტიპის სესხზე შეიძლება მოქმედებდეს ამ ტიპის საპროცენტო განაკვეთი? შეიძლება თუ არა სწრაფ, ონლაინ სესხებს ქონდეთ წლიური საპროცენტო განაკვეთი? და თუ არის შესაძლებელი სესხზე განაცხადის გაკეთებამდე წინასწარ განისაზღვროს მიდი ოდენობა? პასუხი ამ კითხვებზე მარტივია. როგორც ყველა სხვა ტიპის სესხ, რომელსაც ფინანსური ინსიტუტიტები გაცემენ, სწრაფ სესხებსაც აქვს წლიური საპროცენტო განაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს წილად ასეთი სესხები მხოლოდ რამოდენიმე თვემდე ვადით გაიცემა.

როდესაც ჩვენ ცხოვრებაში დგება უმოკლეს დროში გარკვეული თანხის მოძიების აუცილებლობა, ხშირად ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს მივმართავთ. მათი უმრავლესობა პირველ სესხს ურპცენტოდ თავაზობს მომხმარებელს, თუმცა თუ თქვენ განმეორებით გიწევთ მათი მომსახურებით სარგებლობა, მოგიწევთ სესხის ძირითად თანხასთან ერთად საპროცენტო სარგებლის გადახდაც. სწორედ ეს არის წლიურ საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ჩვენ მიერ ვალდებულებით აღებულ თანხას დაერიცხება.

საბანკო სესხისგან განსხვავებით, სწრაფი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია. საქართველოში მოქმედი ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა თანხას დაახლოებით 500 და მეტი წლიური საპროცენტო განაკვეთით გასცემს.

თუ თქვენ ონლაინ სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, პირველ რიგში აუცილებლად დააკვირდით სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, რომელიც ნასესხებ თანხასთან ერთად უნდა დაუბრუნოთ კომპანიას დათქმულ ვადაში.

ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც გვგონია, რომ თუ შედარებით გრძელვადიან ონლაინ სესხს აიღებთ (მაგალითად 3-5 ან მეტი თვით), ან გადავავადებთ გარკვეული დროით, ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ ვიდრე ერთ კვირიანი ან ერთ თვიანი სესხის შემთხვევაში. თუმცა, ეს საკმაოდ მცდარი აზრია. მაგალითად: თუ ისესხებთ 300 ლარს ერთ-ერთი ონლაინ სესხსის გამცემი კომპანიისგან 1 თვის ვადით, თქვენ დასაბრუნებელი გექნებათ 364 ლარი, მაგრამ თუ იმავე თანხას 3 თვის ვადით ისესხებთ, 30 დღის გასვლის შემდეგ თქვენ დამატებით მოგიწევთ სესხის გახანგრძლივების საკომისიო თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში თქვენი სესხი გაძვირდება და პროპორციულად გაიზრდება 300 ლარიანი სესხით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 300 ლარიანი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, მისი დაბრუნების დროისთვის, სრულიად განსხვავებული იქნება და ეს გაცილებით მეტია ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სესხს ერთ თვეში დააბრუნებდით.

საქართველოში არის კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს თავაზობენ არამარტო 1 თვეზე ან უფრო ნაკლებ დროზე გათვლილ, არამედ გაცილებით დიდ პერიოდზე, მაგალითად, 6 თვეზე ან 1 წელიწადზე გათვლილ სესხებსაც. ასეთი სესხები ძალიან გავს ბანკების მიერ გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხს. ამის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება რომელი ჯობია, ონლაინ მოკლევადიანი სესხი, რომლის სარგებლობის საკომისიოც მაღალი ჩანს, შედარებით გრძელვადიანი ონლაინ სესხი, თუ ბანკის მიერ გაცემული მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სესხი, რომელსაც შედარებით ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

იმისათვის, რომ თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს გადაწყვეტილების მიღება და ამასთანავე სწორად შეძლოთ რისკების განსაზღვრა და თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა, გთავაზობთ ისარგებლოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული სპეციალური კალკულატორით. აღნიშნული შემოთავაზება საშუალებას მოგცემთ ზუსტად, ცდომილების გარეშე გამოიანგარიშოთ დაგეგმილი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი. შეგეძლებათ შეარჩიოთ არსებული ონლაინ სესხებიდან თქვენთვის ყველაზე მისაღები და მომგებიანი ვარიანტი, განსაზღვროთ დრო, რა პერიოდის სესხზე აჯობებს განაცხადის გაკეთება და ამ გზით მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან მოსალოდნელი არასასურველი შედეგი.