სესხი უზრუნველყოფის გარეშე

რას ნიშნავს სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

მსოფლიო ფინანსურ ინდუსტრიაში მრავალი სახეობის სესხი არსებობს. რათქმაუნდა ჩვენ შეიძლება ცხოვრების მანძილზე საერთოდ არცერთი მათგანით სარგებლობაც კი არ დაგვჭირდეს, თუმცა ურიგო არ იქნება ზოგადი წარმოდგენა მაინც გვქონდეს ზოგიერთ მათგანზე პირველ რიგში გავიგოთ რომელია ყველაზე მოთხოვნადი მომხმარებელთა შორის.

სწორედ ასეთი ტიპისაა სესხი უზრუნველყოფის გარეშე. ბუნებრივია გაგიჩნდეთ კითხვა რას ნიშნავს ეს? ან რა განასხვავებს მას უზრუნველყოფილი სესხისგან? ამის გასარკვევად მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა შესაძლო სესხი უზრუნველყოფის გარეშე.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

პირველ რიგში განვმარტოთ უზრუნველყოფის მნიშვნელობა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს გულისხმობს ისეთი ტიპის სესხს, რომლის მისაღებადაც თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი გარანტიების წარდგენა უძრავ-მოძრავი ქონების ან თავდების სახით, ანუ უზრუნველყოფა.

ვინ და რა ვადით გასცემს სესხს უზრუნველყოფის გარეშე ?

დღეისათვის საქართველოში ძალიან ბევრი კომპანიაა საბანკო სექტორთან ერთად, რომელიც თავის მომხმარებელს სესხს ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე თავაზობს. ეს ძირითადად სამომხმარებლო სესხებს ეხება.

ყველაზე გავრცელებული მათ შორის სწრაფი, ონლაინ სესხებია. რათქმაუნდა ბანკებიც გვთავაზობენ არაუზრუნველყოფილ სესხებსაც, თუმცა პროცედურებისა და დროში მოქნილობის გამო სწრაფი სესხები მაინც გაცილებით პოპულარული და ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საბანკო სესხის პლუსიც. ეს არის სესხის ხანგრძლივობა. თუ სწრაფი სესხების შემთხვევაში მინიმუმამდეა შემცირებული სესხის გაცემის დრო და ის უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება 1 საათს, შესაძლო მინუსად ასეთი სესხით სარგებლობისათვის განკუთვნილი ხანგრძლივობა შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, თუ თქვენ ონლაინ სესხით სარგებლობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თანხის დასაბრუნებლად თქვენ, როგორც წესი, საშუალოდ 30 დღე გაქვთ. რათქმაუნდა სწრაფი სესხის ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. თქვენ მოგიწევთ კომპანიისათვის დამატებით სესხის ვადის გახანგრძლივების საკომისიოს გადახდა. რაც შეეხება საბანკო სესხს, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო კომფორტულად შეიძლება იგრძნოთ თავი, რადგან სესხის დასაბრუნებლად რამოდენიმე თვე და შესაძლოა წელიწადიც კი გქონდეთ დრო. რათქმაუნდა, ასეთ შემთხვევაშიც მოგიწევთ სესხით სარგებლობისათვის განკუთვნილი დამატებითი თანხის (დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის) გადახდა, თუმცა საბანკო სესხის შემთხვევაში ეს თანხა ონლაინ სესხებთან შედარებით მაინც გაცილებით ნაკლებია.

სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები გამოცდილების დაგროვებასთან ერთად აშკარად მიხვდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული დროში მაქსიმალურად მოქნილი მომსახურების მიუხედავად, მაინც დიდია საბანკო სესხების მომხმარებელთა რიცხვი სესხის ხანგრძლივობის გამო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში სულ უფრო ხშირი ხდება ისეთი ონლაინ სესხები, რომლებსაც უკვე ერთი თვის კი არა, არამედ რამოდენიმე თვის და შეიძლება ერთი წლის ვადითაც კი გვთავაზობენ. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი სესხების საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში, აქაც პასუხის და თანხის მისაღებად თქვენ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ მხოლოდ. გრძელვადიანი სესხის გაცემისას ონლაინ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი თქვენი საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა წარმოადგენს.

საბანკო სექტორის მხრიდანაც ვხვდებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების ფაქტებს. სულ უფრო ხშირია ბანკების მხრიდან ისეთი მცირე ზომის სესხების შეთავაზება მომხმარებლისათვის, რომელიც ფაქტობრივად ონლაინ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების მიერ გაცემული სესხის იდენტურია. ეს გულისხმობს როგორც სესხის ვადას, ასევე მასზე დარიცხულ საკომისიოსა და მის მისაღებად საჭირო პროცედურებს.

როგორ ვისესხოთ თანხა უზრუნველყოფის გარეშე?

უკვე გავარკვიეთ სად შეიძლება მივიღოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე , თუმცა არაფერი გვითქვამს თავად ასეთი ტიპის სესხის მიღების პროცედურებზე. რათქმაუნდა, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში შეიძლება რადიკალურადაც კი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი:
საბანკო სესხი – თუ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოფის გარეშე სესხის მისაღებად საბანკო სექტორს მიმართოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და თან იქონიოთ არცთუ ისე ცოტა ინფორმაცია და დოკუმენტი. პირველ რიგში, აუცილებლად დაგჭირდებათ სტაბილური შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი.
ხშირ შემთხვევაში ბანკის წარმომადგენლები მინიმუმ 6 თვიან სამუშაო გამოცდილებასა და ბანკში ჩარიცხულ ხელფასს მოგთხოვენ, თუმცა ეს ყველაფერი მოთხოვნილი სესხის ოდენობაზეა დამოკიდებული და შეიძლება ეს ვადა ერთ ან ორ წლამდეც კი გაიზარდოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი საკრედიტო ისტორიაც. თუ თქვენ დადებითი საკრედიტო ისტორია არ გაქვთ, ფაქტობრივად გამორიცხულია ბანკიდან სესხის მიღება. გასათვალისწინებელია თქვენი ასაკიც, რომელიც მინიმუმ 18 წელს უნდა შეადგენდეს, ხოლო მაქსიმუმი კი 60 წელია. თუ თქვენ სარგებლობთ რომელიმე ბანკის კორპორატიული მომსახურებით და გერიცხებათ ხელფასი, შეგიძლიათ თქვენი ყოველთვიური ანაზღაურების რამდენიმე თვის ოდენობის სესხი ასევე ყველანარი უზრუნველყოფის გარეშე მიიღოთ.
სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია ბანკში, საკრედიტო ოფიცრის დახმარებით, თუმცა თუ თქვენ ინტერნეტ ბანკით სარგებლობთ, დღეს უკვე ბანკების უმრავლესობა საშუალებას გაძლევთ ელექტრონულად შეავსოთ და გადაგზავნოთ განაცხადი ყველა მოთხოვნილ დოკუმენტთან ერთად. ამის შემდეგ თქვენი განაცხადი გადადის განხილვის ეტაპზე და პასუხის მოლოდინის პერიოდი ერთიდან რამოდენიმე დღემდეც შეიძლება გაგრძელდეს. დასტურის შემთხვევაში თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას საკრედიტო ოფიცრის დახმარებით და მოთხოვნილ თანხას თქვენ საბანკო ანგარიშზე მიიღებთ.
სწრაფი ონლაინ სესხი – საბანკო სესხისგან განსხვავებთ, დროში ბევრად უფრო მოქნილი და კომფორტულია სწრაფი ონლაინ სესხები. ამ ტიპის სესხის მისაღებად თქვენ რათქმაუნდა დაგჭირდებათ სტაბილური შემოსავალი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამის დასადასტურებლად რაიმე დოკუმენტის წარდგენა კომპანიისთვის არ არის საჭირო, მობილური ტელეფონი და რათქმაუნდა პირადი საბანკო ანგარიში.
აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ონლაინ სესხის გამცემი კომპანია ინტერნეტის საშუალებით. მის ვებ-გვერდზე შეავსეთ მარტივი განაცხადი/სარეგისტრაციო ფორმა, აირჩიეთ სასურველი თანხა და დრო, როდესაც შეძლებთ სესხის დაბრუნებას. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში სესხის მაქსიმალური ვადა 30 დღეს არ აღემატება.
განაცხადის შევსების შემდეგ აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს თქვენ მიერ მითითებული ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის დადასტურებას. ამის შემდეგ თქვენი განაცხადი განხილვის ეტაპზე გადავა და რამოდენიმე წუთში მიიღებთ პასუხს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სატელეფონო ზარის საშუალებით თქვენი განაცხადის მდგომარეობის შესახებ.
თუ თქვენ დაგიმტკიცდათ მოთხოვნილი საკრედიტო ლიმიტი და ეს თქვენთვის პირველი სესხია აღნიშნულ კომპანიაში, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი საბანკო ანგარიშის დადასტურება. ამისათვის, უმეტეს შემთხვევაში, თქვენ უნდა გადარიცხოთ 0.01 თეთრი სესხის გამცემი კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ყველა ჩამოთვლილი საფეხურის გავლის შემდეგ კი ჩაგერიცხებათ მოთხოვნილი თანხა თქვენ საბანკო ანგარიშზე.

რისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სესხი უზრუნველყოფის გარეშე?

საქართველოში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების შემოთავაზებული და ჩვენ მიერ უკვე ფაქტობრივად დეტალურად აღწერილი სესხი უზრუნველყოფის გარეშე . თუმცა საინტერესო კითხვაა, რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი სესხი? ასეთი სესხების ოდენობა ხომ არც თუ ისე დიდია და უმეტეს შემთხვევაში 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს.
ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის სესხს მაშინ მივმართავთ, როდესაც წინასწარ დაუგეგმავი ხარჯის გაწევა გვიწევს, ხელფასამდე ჯერ კიდევ დრო არის დარჩენილი და არ გვსურს ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრებისათვის ფულის თხოვნა. ეს შეიძლება იყოს ხარჯი მანქანის შესაკეთებლად, მეგობრის ქორწილი ან დაბადების დღე, წვეულება, სამედიცინო ხარჯები და ასე შემდეგ. თუ თქვენ გრძელვადიან საბანკო სესხს აიღებთ, გაცილებით უფრო მასშტაბური მიზნებისთვისაც შეგეძლებათ თანხის გამოყენება. მაგალითად, მოგზაურობისთვის, ძვირადღირებული ნივთის შესაძენად, რემონტისთვის და სხვა ისეთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომლისთვისაც ონლაინ სესხი საკმარისი ვერ იქნება.

არის მომხმარებელთა ისეთი კატეგორიაც, რომელიც ასეთ სესხს რაიმე ნივთის შესაძენად იყენებს. ეს უმეტესწილად მაშინ ხდება, როდესაც მაგალითად რაღაც ნივთი ძალიან მოგწონთ, მისი ღირებულება ძალიან მაღალია, ფასდაკლება კი სწორედ მაშინ არის, როდესაც საკმარისი თანხა არ გაქვთ, თუმცა ზუსტად იცით, რომ ამ დანახარჯის დაფარვას თავისუფლად შეძლებთ თვის ბოლოს. სწრაფი სესხები უზრუნველყოფის გარეშე სწორად რომ მისწრებაა ამ დროს.

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად მოგვეწოდებინა ინფორმაცია უზრუნველყოფის გარეშე სესხის შესახებ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის სესხისთვის თქვენ არანაირ გარანტიას არ წარადგენთ, გირჩევთ მაინც სწორად განსაზღვროთ საჭიროება და მხოლოდ ამის შემდეგ აიღოთ დამატებითი ვალდებულება.