სტუდენტური სესხი

/
თარიღი: 05/07/2016

სპეციალურად სტუდენტებისთვის ბანკები გვთავაზობენ სტუდენტურ სესხებს, რომელიც ყველას განათლების მიღების საშუალებას გვაძლევს, მიუხედავად თქვენი ფინანსური მდგომარეობისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სესხების დასახელება თითქმის იგივეა, ისინი განკუთვნილია ორი სრულიად განსხვავებული მიზნისთვის.

სტუდენტური სესხი სწავლის საფასურის დაფარვას გულისხმობს. სესხი ხელმისაწვდომია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე მოსწავლე სტუდენტებისთვის, რომლებიც აკრედიტირებულ სასწავლო დაწესებულებში სწავლობენ. სესხი წელიწადში ორჯერ გაიცემა, პირდაპირ სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, სტუდენტმა არ უნდა ინერვიულოს სწავლის საფასურზე, რადგან ამ თავის ტკივილს ბანკი თვითონ აგვარებს.

ასევე არსებობს სტუდენტური სესხი, რომელიც განკუთვნილია სწავლის პერიოდში სხვადასხვა სტუდენტური ხარჯების დაფარვისთვის, მაგალითად როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის, ტრანსპორტის, წიგნების და ასევე ბევრი სხვა საჭიროებებისთვის. ეს სესხი ხელმისაწვდომია მხოლოდ სრულ განაკვეთზე მოსწავლე სტუდენტებისთვის. ამ სესხების დახმარებით სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მთელი დრო სწავლას დაუთმონ.

ორივე სესხი ხელმისაწვდომია სახელმწიფო გარანტიით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გარანტიას გაძლევთ, რომ სტუდენტი სწავლის საფასურს აუცილებლად დაფარავს. სტუდენტური სესხი 5-დან 10 წლამდე ვადით იძლევა, მაგრამ დაფარვას სწავლის დამთავრებიდან 12 თვის შემდეგ იწყებს. თუ სესხს სახელმწიფო გარანტია აკისრია, სწავლის პერიოდში პროცენტებს სახელმწიფო იხდის ეს იქნება სესხი სტუდენტური საჭიროებების, თუ სესხი სტუდენტური სწავლის საფასურის დაფარვისთვის. სტუდენტებისთვის განკუთვნილ სესხებს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტუდენტურ სესხს აირჩევთ უფრო ნაკლებს გადაიხდით, ვიდრე სხვა ნებისმიერი სესხის არჩევის დროს. არსებობენ სპეციალური ბანკები, რომლებიც კომერციულ სესხებს გვთავაზობენ. კომერციული სტუდენტური სესხი გაიცემა ზემოდ აღნიშნული სახლმწიფო სარგებლის გარეშე, მაგრამ ამ სესხის აღებისთვის გარანტორი ინდივიდი უნდა იყოს. კომერციული სტუდენტური სესხი, სახელმწიფო სტუდენტური სესხის მსგავსად წელიწადში ორჯერ იძლევა, უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო ამ სესხის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა დაიწყოს პროცენტების გადახდა ფულის გადარიცხვის პირველივე თვიდან, ხოლო სესხის ძირს – სწავლის დასრულებიდან 12 თვის შემდეგ. კომერციული სტუდენტური სესხის დაფარვის ვადა 10 წელია.
ამ სპეციალური პირობების წყალობით, კონკრეტულ უნივერსიტეტში სავლა ან სპეციალობა აღარ არის ექსკლუზიური შეთავაზება რჩეული ფულიანი ხალიხსთვის – დღეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება ყველას აქვს, მიუხედავად მშობლების ან თქვენი ფინანსური მდგომარეობისა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტებმა სესხის დაფარვა მხოლოდ სწავლის დამთავრებიდან 12 თვის შემდეგ უნდა დაიწყონ, მათ სპეციალობის შესაბამისად სამუშაოს პოვნის საკმარისი დრო აქვთ, უფრო მეტიც, დაფარვის ვადის ხანგრძლივობა უზრუნველყოფს, მიუხედავად თქვენი ხელფასისა, ყოველთვიური გადასახადები არ იმოქმედებენ მსესხებლის ბიუჯეტზე.

ბანკების უმრავლესობა გვთავაზობს უფასო კონსულტაციას, როდესაც შეგიძლიათ სესხის პირობებზე ისაუბროთ და სხვადასხვა კითხვებზე პასუხი მიიღოთ.