სწრაფი სესხის სახეობები

/
თარიღი: 30/07/2016

სწრაფი სესხები
არასაბანკო სექტორის კრედიტორები გვთავაზობენ სწრაფ სესხებს. სწრაფ სესხებს ხშირად ეძახიან payday სესხებს ან ონლაინ სესხებს, რადგან მათი აღება კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის მეშვეობითაა შესაძლებელი, თუ კი ინტერნეტთან წვდომა გაქვთ. სწრაფი სესხები განისაზღვრება მიკრო სესხის სახით, როგორც ოპერატიული ფინანსური დახმარება. სწრაფი სესხის აღებისთვის, უნდა დარეგისტრირდეთ კრედიტორის ვებგვერდზე, წარადგინოთ საჭირო ინფორმაცია და დაელოდოთ სესხის დადასტურებას და თქვენს საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას. აკრძალულია ფულის გასესხება ღამის საათებში, კერძოდ, ღამის 11:00-დან დილის 07:00 საათამდე, ამიტომ ფულის აღება ამ პერიოდის განმავლობაში არ არის სასურველი. რა თქმა უნდა მოთხოვნის გაგზავნა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ხოლო განაცხადს განიხილავენ მხოლოდ წინასწარ დაწესებულ სამუშაო საათებში. ყველა ტიპის სწრაფი სესხი განკუთვნილია დაუგეგმავი სიტუაციებისთვის, როდესაც სასწრაფოდ ფული გჭირდებათ.

სმს სესხები

არასაბანკო სესხებისგან ერთ-ერთია სმს სესხი ანუ კრედიტის აღების განაცხადის ფორმა. კერძოდ, დღეს ხალხს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს სესხი არა მხოლოდ კრედიტორთან მისვლით ან ინტერნეტის მეშვეობით, არამედ მობილური ტელეფონის დახმარებითაც. თქვენ შეგიძლიათ სმს სესხის განაცხადი ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოთ, რომელშიც ციფრებისა და ასოების მეშვეობით მიუთითებთ სასურველ სესხის ოდენობას, დაფარვის ვადას და თქვენს პაროლს. დაშიფრულ აპლიკაციას შეამოწმებენ და კრედიტორი თავად გადაწყვეტს გასესხოთ თუ არა თანხა, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში სესხი გადაირიცხება აპლიკაციის შევსებიდან 10 – 60 წუთის განმავლობაში. ამ დროს ყველა კრედიტორი ინდივიდუალურად საზღვრავს. სმს სესხის ოდენობა მერყეობს ათეულებიდან რამოდენიმე ასეულამდე. სმს სესხის დაფარვის ვადა, სხვა სწრაფი სესხების მსგავსად დაახლოებით 30 დღეა. გადავადება შესაძლებელია კრედიტორთან შეთანმხებით.

უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხს გვთავაზობენ საბანკო და არასაბანკო კრედიტორები. ამ ტიპის სესხს საპროცენტო განაკვეთი არ აქვს და იგი არ საჭიროებს არც გირაოს, არც თავდებს. უპროცენტო სესხებს ასევე ეძახიან 0%-იან ან უფასო სესხებს. უპროცენტო სესხი ნიშნავს იმას, რომ მსესხებელმა უნდა დაფაროს იგივე თანხა, რაც ისესხა თავდაპირველად, ყველანაირი დამატებითი პროცენტების გადახდის გარეშე. უპროცენტო სესხებს გვთავაზობენ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო კრედიტორები, მაგრამ მათი პირობები სრულიად განსხვავდება. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ უპროცენტო სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში იგი გარდაიქმნება უბრალო სწრაფ სესხად მაღალი საპროცენტო განაკვეთით. უპროცენტო სესხი კლიენტების მიზიდვის თავისებური მარკეტინგული სვლაა, რადგან მხოლოდ ახალ კლიენტებს აქვთ უპროცენტო სესხის აღების საშუალება – რა თქმა უნდა შემდეგი სესხი იგივე კრედიტორისგან ჩვეულებრივი სწრაფი სესხი იქნება.