ფულის დაზოგვის 10 რჩევა

/
თარიღი: 14/06/2016

ვის არ სურს ფულის დაზოგვა, რომლითაც შემდეგ შეძლებს საოცნებო ნივთის შეძენას და მიზნების მიღწევას? თუ თქვენ იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველთვიური ხარჯების შემცირებით ცდილობენ გარკვეული თანხის დაზოგვას, მაშინ ბოლომდე წაიკითხეთ ეს სტატია. რა თქმა უნდა, ფულის დაზოგვის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ მოდით ჩამოვთვალოთ 10 ყველაზე მარტივი, რომელიც დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში და შესაბამისად გაზრდის თქვენს დანაზოგს. არანაირი სტრატეგია ან მისტიკური საიდუმლო ამაში არ არის – ეს რეალურად მარტივი და უბრალო გზებია, რომლის გავლაც ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ იოლი საქმეც რთულად გვეჩვენება, თუ არასდროს არ გვიცდია.

  1. ადევნეთ თვალყური მომსახურების ფასებს, რომლითაც სარგებლობთ და ყოველთვის აირჩიეთ ყველაზე იაფი, მაგალითად, იაფი მანქანის დაზღვევა, სილამაზის სალონი, სასადილოები და ა.შ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ იაფი ფასი იაფ ხარისხზე გვეთითებს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს თეორია არ მუშაობს. ნუ გადაიხდით ზედმეტ ფულს თანაბარი ხარისხის მქონე მომსახურებაში!დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურების გაერთიანების ფუნქციით, როგორიცაა მაგალითად, ტელევიზია, ტელეფონი და ინტერნეტი – მომსახურების კომპლექსი ყოველთვის უფრო იაფია ვიდრე ცალკეული. რაც ეხება ტელეფონებს, ეცადეთ, ყოველთვის უფასო საკომუნიკაციო პროგრამებით ისარგებლოთ, როგორიცაა Skype, WhatsApp ან Viber.
  2. ძვირადღირებული ფიტნეს კლუბებში სიარულის მაგივრად ივარჯიშეთ სახლში უფასო ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ფიტნეს კლუბები გვეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში, როდესაც ვხედავთ სხვა დაკუნთულ ან უბრალოდ კარგ ფორმაში მყოფ ხალხს, მაგრამ რის ფასად?
  3. მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ – სახლში, სამსახურში თუ სკოლაში, თან იქონიეთ საკუთარი საკვები და კაფეებში სიარულის მაგივრად ეცადეთ ყოველთვის სახლში მომზადებული საკვებით იკვებებოდეთ. რაც შეეხება სახლში მომზადებულ საკვებს, მოამზადეთ ბოსტნეული და ხილი, მაღაზიაში მზა საჭმლის ყიდვის ნაცვლად. შესაძლოა სხვა საკვების მომზადებაც შეძლოთ, მაგალითად ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი, სხვადასხვა ნამცხვრები და ასე შემდეგ.
  4. როცა შესაძლებლობა გაქვთ ფეხით იარეთ ან ველოსიპედით და ავტობუსით ისარგებლეთ. თუმნცა, თუ მაინც მანქანას ატარებთ, საცობში დგომისას ძრავი გამორთეთ მაინც.
  5. ჩამოწერეთ აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი და მიყევით ინსტრუქციას. ნუ დადიხართ სავაჭრო ცენტრებში მაშინ, როდესაც გშიათ ან დაღლილი ხართ, რადგან ასეთ დროს უფრო მეტ ფულს დახარჯავთ.
  6. თუ წინააღმდეგი არ ხართ, ჯობია ინტერნეტში შეიძინოთ პროდუქტი, რადგან პროდუქტების უმრავლესობა ინტერნეტში უფრო იაფია ვიდრე სხვაგან. რა თქმა უნდა, არესბობს რისკი, რომ სხვა პროდუქტს მიიღებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტით საყიდლების გაკეთება უფრო ხელსაყრელია.
  7. ყოველთვის გამოიჩინეთ ინტერესი სხვადასხვა ფასდაკლებებსა და სადისკონტო ბარათების შესახებ, ასევე ამოწმეთ ფასდაკლებები.
  8. ფასები ლიტრებში ან კილოგრამებში შეადარეთ, რადგან შეფუთულ პროდუქტს სხვადასხვა წონა აქვს. ასეთი შედარებით შეამჩნევთ, რომ ზოგჯერ იგივე მძიმე პროდუქტი უფრო იაფია ვიდრე პატარა და მსუბუქი. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო დიდი შეფუთვის ყიდვა მხოლოდ ფასის გამო, თუ დიდი შეფუთვა არ გჭირდებათ, მაგრამ თუკი დიდი ოჯახი გყავთ, ეს გაითვალისწინეთ.
  9. თუკი ეს შესაძლებებლია, შეამცირეთ ცხელი წყლის მოხმარება, დაბანის დროს, კბილების გახეხვის დროს ეცადეთ გამორთოთ ცხელი წყალი. რაც შეეხება სარეცხ მანქანას, ტანსაცმელი 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ გარეცხოთ.
  10. როდესაც არ ხმარობთ ელექტრო მოწყობილობებს, გამორთეთ ისინი. რაც შეეხება ნათურებს! შეცვალეთ ყველა ნათურა ეკონომიურზე, რადგან ასე ელექტროენერგიის მინიმუმი მოიხმარება. ყველაზე არაეკონომიური ელეტრო მოწყობილობებია: მაცივარი, უთო და თმის საშრობი, შესაბამისად, ეცადეთ ეკონომიურად მოიხმაროთ ეს მოწყობილობები, უმეტეს დროს თმა ბუნებრივად გაიშრეთ, მაცივარში ცხელ პროდექტებს ნუ ჩაყრით, ტანსაცმელი კი ისეთი შეიძინეთ, რომელსაც დაუთოვება არ დასჭირდება.