შეგიძლიათ თუ არა ვალების გარეშე ცხოვრება?

/
თარიღი: 14/06/2016

სესხი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მომსახურებაა – ჯერ კიდევ ძველ დროს ხალხი ერთმანეთისგან ფულს სესხულობდა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, დღესდღეობით, ასევე როგორც წინათ, ფულს სესხულობენ საცხოვრებელი პირობების ან პირადი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ სესხის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და თუ როგორ ვიცხოვროთ სახლისა ან რემონტის გარეშე? და რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ან ახალ მანქანას? კრედიტის გარეშე ეს ყველაფერი შესაძლოა შორ და მიუწვდომელ ოცნებად მოგეჩვენოთ, მაგრამ, დაიჯერებთ, თუ არა, ცხოვრება სასესხო ვალდებულებების გარფეშე სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ასეთი ცხოვრება შესაძლოა უფრო რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფრის მოგვარება და მიზნების მიღწევა შესაძლებელი მოთმინებით. ყველაფერი ადამიანის თვალსაზრისზეა დამოკიდებული – ზოგი იტყვის “შეუძლებელია ვალების გარეშე ცხოვრება”, ზოგი კი – პირიქით.

ხალხი, რომელიც ვალების გარეშე ცხოვრებას რეალობად მიიჩნევს ორ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს წინა თაობებისგან მემკვიდრეობა აქვს შემორჩენილი. ამ ადამიანებს მშობლების, ოჯახის წევრების ან ბებია-ბაბუებისგან მემკვიდრეობა აქვთ მიღებული, მაგალითად, როგორიცაა საცხოვრებელი უძრავი ქონება, ფერმა, ბიზნესი, მიწები ან ფული. ადამიანთა ეს ჯგუფი პირადი მიღწევების მიუხედავად, უზრუნველყოფილია სტაბილური ცხოვრებით. შემდეგი ადამიანების ის კატეგორიაა, რომლებსაც უზარმაზარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად მაღალი თანამდებობა უკავიათ. ამ ხალხს ასევე არ სჭირდებათ სესხები, რადგან მათი შემოსავალი ფარავს როგორც ყოველთვიურ გადასახადებს, ასევე სასურველ საყიდლებს. კიდევ ერთი ჯგუფია სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მიეცა. ეს ხალხი წლიდან წლამდე თავდაუზოგავად სწავლობდა შესანიშნავი ქულების და შემდგომში სტიპენდიის მიღებისთვის.

დღესდღეობით, ხალხის უმეტესობას იმდენად დაბალი შემოსავალი აქვს, რომ ბანკები მათ სესხებს საერთოდ არ აძლევენ. ბანკი პირველ რიგში, აფასებს კლიენტის გადახდისუნარიანობას, ანუ აფასებს, შეძლებს თუ არა პიროვნება სესხის დაფარვას და თუ ვერ შეძლებს, რა სარგებელს მიიღებს ბანკი ამ შემთხვევაში, უძრავ ქონებას, თუ რაიმე სხვა ნივთს. სესხებს, ასევე არ აძლევენ ადამიანებს, რომლებიც მძიმე ავადმყოფები, მოხუცები ან პირიქით ახალგაზრდები არიან, მაგრამ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი. თუ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადადებთ, ნახევარ ან ერთ წელიწადში საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ და ეს იქნება თქვენი სარეზერვო ფონდი, რომელიც მოგეშველებათ ცხოვრების ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში. ამ ხერხით ფულის დაზოგვა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც გამოიყენებთ პირადი საჭიროებებისთვის. ფულის დაზოგვა უკეთესია ფულის სესხების გადაწყვეტილებაზე. სამწუხაროდ ხალხის უმეტესობას ასეთი დანაზოგი არ აქვს, შესაბამისად, მათ უწევთ სესხებით სარგებლობა. როდესაც სესხულობთ და შემდეგ ფარავთ სესხს, ზედმეტ ფულს იხდით, რადგან, ჩვეულებრივ, ამ სესხებს მაღალი საპროცენტო გფანაკვეთი აქვთ, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში მსესხებელი კარგავს დიდ თანხას.

რასაკვირველია, ბევრი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს. მათ არ სურთ ფულის დაზოგვა – ხვალინდელ დღეზე ფიქრს ამჯობინებენ დღევანდელი დღით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველას თავისი პირადი კუთხე უნდა, ამიტომ მათთვის, ვისაც კრედიტების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, იპოთეკურ სესხს იღებენ, რომელსაც სხვადასხვა ოდენობა და დაფარვის ვადები აქვს. თუმცა სანამ გადაწყვეტთ სახლის შეძენას, უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მომავალი გეგმები, დაფიქრდეთ მომავალი ოჯახის სულადობის, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, თუ სად მოისურვებდით თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილის გატარებას. ასევე რეკომენდირებულია თქვენი ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებაზე დაფიქრდეთ, ისე, რომ შემოსავალი დანახარჯებზე უფრო მეტი იყოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი სტაბილური იქნება და შეძლებთ შემნახველი ანაბრის გახსნას. სანამ ხელს მოაწერთ, არ დაგავიწყდეთ ხელშეკრულების პირობების წაკითხვა. ყველა ჩვენთაგანს ორი არჩევანის შესაძლებლობა აქვს – ვისესხოთ ფული ან არა – ყველაფერი ჩვენს ხელშია.