ონლაინ სესხები

დღესდღეობით, სწრაფი სესხები ან ეგრედწოდებული payday სესხები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სესხის სახეობაა. როდესაც დროებითი ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ სასურველი რაოდენობის თანხა პირდაპირ ინტერნეტიდან ისესხოთ. სხვა სესხების მსგავსად, სწრაფი სესხები მოხერხებული და ადვილია მისაღებად – სახლიდან გაუსვლელად შეგიძიათ მისი აღება. საბანკო სესხებისგან განსხვავებით, სწრაფი სესხის აღება დიდ დროს არ წაგართმევთ, როგორც წესი, სულ რაღაც რამდენიმე წუთია საჭირო.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

სწრაფი სესხი ფულის სესხების შესანიშნავი საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფული, ამავე დროს გერიდებათ ნათესავების ან მეგობრებისგან სესხება ან მათ არ აქვთ გადადებული ფული. ამ სესხების მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა, მაგალითად, უბედური შემთხვევები, გადაუდებელი კომუნალური ან სხვა გადასახადები, სამედიცინო მომსახურება ან უბრალოდ ფულის უკმარისობა, როდესაც მომავალ ხელფასამდე არ გყოფნით თანხა.

სწრაფი სესხები არაა განკუთვნილი გართობის ან არასაჭირო საყიდლებისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომლის მიხედვითაც პოტენციური კლიენტი სულაც არ არის ვალდებული სესხების მიზეზის დაკონკრეტების, მსესხებელი ხშირად უპასუხისმგებლოდ იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხის აღება გაცილებით მარტივია, სესხის პირობები არც თუ ისე ხელსაყრელია, კერძოდ დაფარვის ვადა ხანმოკლეა, განისაზღვრება მცირე თანხებით და ასევე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, რომელიც სესხის პრინციპით იფარება.

სწრაფმა სესხებმა პოპულარობა მოიპოვეს 2007 წელს და იმ დროიდან მოყოლებული გამსესხებლების რაოდენობა გაიზარდა. ახალი კლიენტების მოზიდვის და გამსესხებლებს შორის კონკურენციის შესანარჩუნებლად, კრედიტორებმა ახალი ტიპის სესხები – უპროცენტო სესხები შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სესხი აბსოლიტურად უფასოა – იგი უფასოა მხოლოდ პირველად სესხებისას და ახალი მომხმარებლისთვის. თუ ახალი კლიენტი ხართ, უპროცენტო სესხი ძალიან ხელსაყრელია. მაგალითად, უპროცენტო სესხის აღების შემთხვევაში, 100 ევროს სესხების შემდეგ მსესხებელი აბრუნებს ზუსტად 100 ევროს საკუთარი ფულიდან არც ერთი კაპიკის დაკარგვის გარეშე. უპროცენტო სესხი არაა მომგებიანი კრედიტორებისთვის – ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უპროცენტო სესხი მხოლოდ მაშინაა აბსოლიტურად უფასო, როდესაც დროულად ფარავთ ვალს და არ სარგებლობთ სესხის გადავადების ფუნქციით. რა თქმა უნდა, თუ მსესხებელს არ შეუძლია დროულად სესხის დაფარვა მას გადავდების საშუალება ეძლევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში უპროცენტო სესხი გარდაიქმნება უბრალო სწრაფ სესხად თავისი პროცენტებით.

არავინაა დაზღვეული ფულის გამოლევისგან, ის კი ყოველთვის გჭირდებათ. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ერთადერთი გამოსავალი სწრაფი სესხის აღებაა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე შეადაროს ყველა სწრაფი სესხის გამსესხებელი. თითოეულ კრედიტორს სხვადასხვა შემოთავაზება აქვს – რომელიც კონკრეტულ კრედიტორზეა დამოკიდებული: სესხის მაქსიმალური ოდენობა, პირველი სესხის ოდენობა, დაფარვის პირობები და საპროცენტო განაკვეთი. საუკეთესო შემოთავაზების პოვნისთვის, მიზანშეწონილია, სხვადასხვა ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი სპეციალური ტაბულების მეშვეობით შედარების განხორციელება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განაცხადის შეტანამდე, სესხის საჭირო ოდენოდის, მისი დაფარვის და დროის გამოთვლა. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებულნი თქვენს ხვალინდელ შემოსავალში, ჯობია მოერიდოთ სწრაფ სესხებს – სესხის გადაუხდელობა ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხშირად, ამ პრობლემების გადაჭრა გაკოტრების განაცხადით მთავრდება.
კრედიტორების შედარება სხვადასხვა ასპექტით შეგვიძლია. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ კრედიტორი, რომელიც უპროცენტო სესხებს გვთავაზობს. თუ არასდროს არ გისესხიათ და დიდი ოდენობით თანხა გჭირდებათ, უკეთესია შეარჩიოთ კრედიტორი, რომელიც ახალ მომხმარებლებს უპროცენტო სესხებს სთავაზობს. თუ უკვე ისარგებლეთ უპროცენტო სესხით, ეს არ ნიშნავს, რომ ვეღარ შეძლებთ მეორედ სარგებლობას. კრედიტორების უმრავლესობა უპროცენტო სესხებს სთავაზობს, ასე რომ შეგიძლიათ ყველა მათგანისგან სესხის აღება, კერძოდ, უპროცენტო სესხი შეგიძლიათ აიღოთ თითოეული კრედიტორისგან და გახდეთ ყველა მათგანის ახალი მომხარებელი. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც საჭიროა, ყველაზე ხელსაყრელი და შესაფერისი შემოთავაზების სწორად არჩევაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უპროცენტო სესხი ყველგან ერთჯერადია, ცუდი არ იქნებოდა მისი ოდენობის შედარება სხვადასხვა კრედიტორებთან. თანხის ოდენობა მერყეობს 50 – 1000 ლარამდე. კრედიტორების უმეტესობა გვთავაზობს სესხებს, რომელიც არ აღემატება 600 ლარს. თუ უფრო მეტი გჭირდებათ პირობები იცვლება.

georgian-lender

სესხების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საპროცენტო განაკვეთების შედარებაა. თანხის მთლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს პირდაპირ დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთზე. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვინც ყოველთვის სარგებლობს ერთი და იმავე კრედიტორის მომსახურეობით და დიდი ოდენობით თანხა სჭირდება. აუცილებლად შეადარეთ საპროცენტო განაკვეთი, რადგან კრედიტორები 10%-დან და მეტ საპროცენტო განაკვეთით სესხებს გვთავაზობენ. თუ უპროცენტო, ანუ 0%-იანი სესხის გამოტანას გეგმავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ აზრი არ აქვს საპროცენტო განაკვეთების შედარებას, მაგრამ სინამდვილეში, რეკომენდირებულია ამ ასპექტის შესწავლა. რასაკვირველია, უპროცენტო სესხის დროს არაა საჭირო პროცენტის გადახდა, მაგრამ ცხოვრება არაპროგნოზირებადია – შესაძლოა სესხის დაფარვის პერიოდში ფინანსური სირთულეები შეგექმნათ, რასაც მოსდევს ვადის გადაცილება. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელს შეუძლია თავისი კრედიტის გარკვეული თანხის გადახდით გადაავადება, ასე რომ უპროცენტო სესხი გარდაიქმნება სავალდებულო პროცენტიან სესხად. სწორედ ამიტომ, წინასწარ ყურადღება უნდა მიაქციოთ საპროცენტო განაკვეთებს.
ნებისმიერი მსესხებელი იმედოვნებს, რომ არ მოუწევს სესხის ვადის გაგრძელებას ან გადავადებას, რადგან ეს ნიშნავს, რომ კრედიტორული დავალიანება გაიწელება და პროცენტებში უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს. ამიტომ, ჯობია შეადაროთ გადავადების საპროცენტო განაკვეთები. სესხის გადავადების პროცენტები, საპოცენტო განაკვეთის მსგავსად საკმაოდ მაღალია. შეადარეთ და შეარჩიეთ კრედიტორი, რომელიც ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს და სესხის გადავადების პროცენტებს გვთავაზობს.

კრედიტორების უმრავლესობა სესხის დაფარვის 30 დღიან ვადას გვთავაზობს, მაგრამ ზაოგიერთი დაფარვის უფრო გრძელ, მაგალითად 45 დღიან ვადებს გვთავაზობენ. ყველა მსესხებელს არ შეუძლია რამდენიმე დღის შემდეგ სესხის დაფარვა, ასე რომ, თუ უფრო გრძელვადიანი სესხი გჭირდებათ ჯარიმებისა და გადავადების საფასურის თავიდან ასაცილებლად, დროულად შეადარეთ კრედიტორები და შეარჩიეთ ის, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

კიდევ ერთი მითი, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში ისაა, რომ სწრაფი სესხის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ კრედიტორი განიხილავს მხოლოდ სამუშაო საათებში. გაითვალისწინეთ, ეს ასპექტი კრედიტორზეა დამოკიდებული, გაეცანით მათ სამუშაო საათებს და შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები. ზოგიერთი კრედიტორი მხოლოდ სამუშაო დღეებში მუშაობს, ზოგიერთი კი შაბათ-კვირას და დასვენების დღეებშიც. გამსესხებლების უმრავლესობა ღამის საათებში სესხებს არ გასცემს, კერძოდ ღამის 11:00-დან დილის 07:00 საათამდე. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ არა მხოლოდ სამუშაო საათებს, არამედ სესხის გაცემის დროსაც. ამ სესხებს სწრაფ სესხებს უწოდებენ, რადგან მათი აღება რამდენიმე, კერძოდ, 15 წუთშია შესაძლებელი, ხოლო არსებობენ კრედიტორები, რომლებიც ვერ ამტკიცებენ სესხს ასეთ მოკლე დროში, ასე რომ ამ ასპექტსაც მიაქციეთ ყურადღება. ზოგიერთი გამსესხებელი ერთ საათში ან ერთ დღეში გასცემს სესხს.

შეისწავლეთ ასევე ასაკობრივი შეზღუდვები. გახსოვდეთ, თუ სრულწლოვანი არ ხართ, მაშინ ვერ ისარგებლებთ სწრაფი სესხებით. რა თქმა უნდა, ეს არაა მარტივი, ასაკობრივი შეზღუდვა ძალიან მკაცრია. გამსესხებლების უმრავლესობა გასცემს სესხებს იმ პირებს, რომლის ასაკი 20 წელს აღემატება, ამრიგად, 18 ან 19 წლის ადამიანისთვის რთულია სწრაფი სესხის აღება. ასევე 70 წელს გადაცილებულ პირებს შეექმნებათ გარკვეული პრობლემები შესაფერისი კრედიტორის ძიებაში.

არ იჩქაროთ განაცხადის შევსება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუკეთესო შემოთავაზება ნახეთ. რათა აბსოლიტურად დარწმუნდეთ თქვენს არჩევანში, არ დაგავიწყდეთ მიმოხილვის და კომენტარების წაკითხვა. მიმოხილვაში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას წაიკითხავთ, რომელიც ზოგჯერ განსხვავდება კრედიტორების საიტებზე გამოქვეყნებული ინფორმაციისგან. კომენტარები ჩვეულებრივ იმ ადამიანებისგანაა, რომლებიც სარგებლობენ კრედიტორის ამა თუ იმ მომსახურებით, ასე რომ კრიტიკა და მინუსები ვერ დაიმალება. რა თქმა უნდა, აბსოლიტურად ვერ დავეყრდნობით ამ მიმოხილვას, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა დამოუკიდებელი ინფორმაციის აღმოჩენა.

netcredit.ge

თუ ყველაზე შესაფერისი კრედიტორი აირჩიეთ, გახსოვდეთ მისი პირობების წაკითხვა. მხოლოდ პირობების გულდასმით წაკითხვის შემდეგ შეავსეთ სესხის განაცხადი. თუ არასდროს გისარგებლიათ არჩეული კრედიტორის მომსახურებით, მაშინ დარეგისტრირება დაგჭირდებათ. რეგისტრაციის დროს მსესხებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია, როგორიცაა პირადი მონაცემები, საბანკო ანგარიშის ნომერი, ტელეფონის ნომერი და შემოსავლები. საჭირო ინფორმაცია შესაძლოა განსხავდებოდეს კრედიტორების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია უნდა იყოს ჭეშმარიტი და ზუსტი. რეგისტრაციის დასასრულებლად და პიროვნების დასადასტურებლად უნდა გადარიცხოთ ფიქსირებული თანხა გამსესხებლის ანგარიშზე.

როდესაც რეგისტრაცია დასრულდება, შეგიძლიათ შეავსოთ სესხის განაცხადი. თქვენ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია სესხის ტიპის, დაფარვის ვადის და ასევე ყოველთვიური შემოსავლის შესახებ. ეს ბოლო შანსია, როდესაც შეგიძლიათ გადაიფიქროთ და თავიდან აიცილოთ საკრედიტო ვალდებულებები. როდესაც საჭირო ინფორმაციას მიაწვდით, დაელოდეთ გამსესხებლის პასუხს, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილებლუია, სესხი ჩაირიცხება თქვენს საბანკო ანგარიშზე.

არა მხოლოდ მსესხებლებს აქვთ საუკეთესო შემოთავაზების არჩევის შესაძლებლობა, არამედ კრედიტორებიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ მსესხებლის მოთხოვნებს. მსესხებელი სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ხელფასი და საკრედიტო ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და იგი განაცხადში ივსება. კრედიტორები აფასებენ, თუ რამდენად შეესაბამება მოთხოვნილი სესხი და დაფარვის ვადა. თუ კრედიტორმა რაიმე რისკი დაინახა, რომელიც თქვენ გადახდას შეაფერხებს, მოთხოვნაზე უარი მოგივათ.

ფინანსური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად კრედიტორი ამოწმებს თქვენი შემოსავლის რეგულარობას და ოდენობას. რაც უფრო დიდ თანხას მოითხოვთ, მით უფრო მკაცრად განიხილება თქვენი გადახდისუნარიანობა. მსესხებელმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია შემოსავლის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ტყუის ნამდვილი შემოსავლის ოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სიცრუე სერიოზული დანაშაულია. რა თქმა უნდა, თუ მოთხოვნილი თანხა მცირეა, კრედიტორი არ მოითხოვს არანაირ მტკივცებულებას, ხოლო თუ თანხა დიდია კრედიტორს შეუძლია რაიმე ოფიციალური დოკუმენტის მოთხოვნა, რომელიც თქვენს შემოსავალს დაადასტურებს. ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს როგორც ცნობა საგადასახადო შემოსავლების სამსახურიდან, ასევე დამსაქმებლის მიერ დაწერილი ცნობა. სწორედ ამიტომ, ხალხს, რომელსაც სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია ან არაოფიციალურად მუშაობს შესაძლოა გაუჭირდეს დიდი ოდენობის თანხის სესხება.

განაცხადზე შესაძლოა უარი მოგივიდეთ, თუ ცუდი საკრედიტო ისტორია გაქვთ, კრედიტორი შიშობს, რომ კლიენტი ამჯერადაც გაიმეორებს და არ დაფარავს სესხს. საკრედიტო ისტორიას ჩვენ თვითონ ვქმნით, აქედან გამომდინარე, დადებითი თუ უარყოფითი ისტორიის შექმნის პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ გვეკისრება. საკრედიტო ისტორია გვიჩვენებს ყველა ვალდებულებას, როგორც წინას, ასევე მიმდინარეს. საკრედიტო ისტორიის მეშვეობით კრედიტორს შეუძლია შეაფასოს შეჰქმნია, თუ არა მსესხებელს კრედიტის დაფარვის დროს რაიმე სირთულეები ან აქვს თუ არა სესხი. თუ მსესხებელი კონკრეტულ კრედიტორთან დარეგისტრირებულია, მისი პირადი ინფორმაცია და საკრედიტო ისტორია ინახება წლების განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სესხი წარმატებით დაიფარა. თუ პოტენციური კლიენტი ვალის მქონე პირთა მონაცემათა ბაზაშია, ახლო მომავალში სესხების დროს გარკვეული სირთულეები შეექმნება.

სწრაფი სესხები შესანიშნავი საშუალებაა დროებითი ფინანსური სირთულეების გადასაწყვეტად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სესხება ჩვეულ საქმედ არ იქცეს. იმის გათვალისწინებით, რომ სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სერიოზულია, ამ საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, რადგან არასერიოზული და უპასუხისმგებლო სესხება მომავალში შეზღუდავს თქვენს განმეორებით სესხების შანსებს.