სესხი 18 წლის ასაკიდან

რა ტიპის სესხები მიღება შეიძლება 18 წლის ასაკიდან?

საქართველოში ბევრი ტიპის სესხი გაიცემა როგორც საბანკო, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ. ყველა მათგანი კონკრეტულ სეგმენტზე და ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და მორგებული . თუ თქვენ გადაწყვეტთ რომელიმე მათგანით სარგებლობას , აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კომპანიების მოთხოვნები. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, მაინც რთულია 18 წლის ასაკიდან სესხების გამცემი კომპანიების მოძიება.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები, რომელთა ასაკი 18-დან 22 წლამდე მერყეობს საჭიროებენ გარკვეულ დამატებით თანხას. ამ ასაკში კი როგორც აღვნიშნეთ სესხის მიღება საკმაოდ ძნელია. ამას უმეტესწილად განაპირობებს ის, რომ ახალგაზრდებს ამ ასაკში ჯერ კიდევ არ აქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და სტაჟი, არც სრულყოფილი უმაღლესი განათლება იმისათვის, რომ სტაბილური, გრძელვადიანი სამსახური მოძებნონ. 18 წლის ახალგაზრდების უმეტესობა სტაჟირებას გადის ან არასრულ განაკვეთზე მუშაობს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში? როგორ უნდა მოიქცეს სრულწლოვანი ახალგაზრდა, როდესაც დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების წინაშე დადგება? მიუხედავად მინუსებისა, რომელიც ასეთ ასაკს შეიძლება ახლდეს თან სესხის მოძიებასთან დაკავშირებით, არსებობს გამოსავალიც, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან მიიღონ მოკლევადიანი, სწრაფი სესხი.

თუ საბანკო სექტორი უმეტეს წილად უარს ამბობს 20-22 წლამდე პირებისათვის სესხის გაცემაზე, არსებობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ შედარებით მოკლე ვადით და მათთვის შეზღუდვას არ წარმოადგენს 18 წლის ასაკი.

თუკი გაგიჩნდათ კითხვა რას წარმოადგენს სწრაფი სესხი, გეტყვით, რომ ეს არის ისეთი ტიპის სესხი, რომლის მისაღებადაც თქვენ არ დაგჭირდებათ კომპანიის ოფისში მისვლა, გრძელ რიგში დგომა, უამრავი დოკუმენტის წარდგენა, გარანტიები ან თავდებობა და რაც ყველაზე მთავარია რამოდენიმე დღიანი მოლოდინი პასუხის მისაღებად. ასეთი კომპანიებისათვის განაცხადის განსახილველად მაქსიმუმ რამოდენომე საათი სრულებით საკმარისია თუ პირველად იღებთ სესხს მათგან, ხოლო თუ განმეორებით სესხზე შეგაქვთ განაცხადი, ეს დრო რამოდენიმე წუთზე მეტიც არც კი იქნება. ხშირ შემთხვევაში, პირველადი განაცხადის განხილვისას, სწრაფი სესხის გამცემ კომპანიებს, 1 საათამდე დრო თავისუფლად ყოფნით პასუხის დასაბრუნებლად და სესხის გასაცემად.

რათქმაუნდა, საბანკო სექტორიც თავაზობს მომხმარებელს ასეთი ტიპის სწრაფ სესხებს. მას შემდეგ, რაც ქართულ საფინანსო ბაზარზე მომხმარებელთა შორის საკმაოდ პოპულარული გახდა სწრაფი სესხები, საბანკო სექტორმაც გადაწყვიტა თავისი მომხმარებლისათვის მსგავსი პროდუქტი შეეთავაზებინა. თუმცა, ასეთი სესხის პირობები საკმაოდ განსხვავებულია სტანდარტული საბანკო პროდუქტების პირობებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ბანკების უმეტესობა ამ ტიპის სესხსაც მხოლოდ 20 წლის ასაკიდან გაცემს იშვიათი გამონაკლისების გარდა.

სად და როგორ შეიძლება მივიღოთ სესხი 18 წლის ასაკიდან ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ თქვენ 18 წლის ხართ, ყველაზე კარგი გამოსავალი დამატებითი ფინანსების მოძიების დროს სწრაფი სესხებია. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროთ არაერთი სწრაფი სესხის გამცემი კომპანიის შემოთავაზება, პირობები, ვადები და სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეავსოთ განაცხადი ონლაინ სესხზე.
ასეთი კომპანიების მოთხოვნები მომხმარებლის მიმართ ფაქტობრივად მინიმალურია და ასე გამოიყურება:

  • საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
  • სტაბილური ფინანსური შემოსავალი;
  • პირადი საბანკო ანგარიში;
  • პირადი ელ-ფოსტა;
  • პირადი მობილური ტელეფონის ნომერი;
  • დადებითი საკრედიტო ისტორია.

თუმცა, ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მიიღოთ სესხი. თუ თქვენ არ გაქვთ დადებითი საკრედიტო ისტორია რაიმე მიზეზის გამო, სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ თქვენი გადახდისუნარიანობა და შესაძლოა მაინც გასცენ გარკვეული ოდენობის სესხი. არიან ისეთებიც, რომელთათვისაც თქვენი წარსული ფინანსური მდგომარეობა გადამწყვეტი არ არის და მიმდინარე ინფორმაციას ითვალისწინებენ მხოლოდ.

ყველაზე დიდი მინუსი რაც სწრაფ სესხს შეიძლება ქონდეს, არის მისი ხანგრძლივობა. როგორც წესი, ასეთი ტიპის სესხები მოკლე ვადით გაიცემა, და ვადა ერთ თვეს არ აღემატება ხოლმე. თუმცა, არის კომპანიები, რომლებიც უფრო გრძელვადიან სწრაფ სესხებსაც გაცემენ. ამასთანავე, ყველა მათგანი თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში გადაავადოს სესხის დაბრუნების პერიოდი გარკვეული გონივრული ვადით. თუ თქვენ ამ მომსახურებით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სესხის გადავადების საკომისიო დამატებით უნდა გადაიხადოთ, ეს კი ზრდის თქვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებას და ფაქტობრივად იმაზე გაცილებით მეთი თანხის გადახდა გიწევთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ განსაზღვრული.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და უკვე შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ორგანიზაცია ინტერნეტის საშუალებით, შეგიძლიათ დაიწყოთ პროცედურები სესხის მისაღებად.

პირველ რიგში თქვენ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ გამსესხებლის ვებ-გვერდზე. ამისათვის მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება დაგჭირდებათ, სადაც უნდა მიუთითოთ: თქვენი პირადი ნომერი, ფაქტობრივი და ფიზიკური საცხოვრებელი მისამართი, სამუშაო ადგილი, ხელფასის ოდენობა, პირადი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და გაიაროთ იდენტიფიკაცია თქვენ მიერვე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ერთჯერადი რამოდენიმეციფრიანი კოდის მიღების შემდეგ მისი რეგისტრაციის შესაბამის ველში შეყვანით. მომდევნო ეტაპზე ან მანამდე (დამოკიდებულია კომპანიის გვერდზე არსებულ ფორმაზე) მიუთითოთ თქვენთვის საჭირო თანხის ოდენობა და ვადა, რა პერიოდით გსურთ თანხის სესხება. ამის შემდეგ ჯერი კომპანიის შესაბამის განყოფილებაზეა, რომელიც დაამუშავებს გაგზავნილ მონაცემებს და მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწვდით პასუხს სესხის დამტკიცების ან უარის შესახებ.

თუ თქვენ დაგიმტკიცდათ მოთხოვნილი თანხა, კიდევ ერთი, ბოლო საფეხურის გავლა მოგიწევთ, რაც გულისხმობს თქვენი საბანკო ანგარიშის ვერიფიკაციას. ამისათვის საჭიროა კომპანიის საბანკო ანგარიშზე მინიმუმ 0.01 თეთრის გადარიცხვა (უმეტეს შემთხვევაში ეს თანხა 0.01 თეთრს არ აღემატება). შედეგად, რამოდენიმე წუთში თქვენ მიირებთ მოთხოვნილ თანხას განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს თქვენთვის განმეორებითი სესხია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურას თავიდან აიცილებთ და მხოლოდ თანხის მოთხოვნას გაგზავნით.

რაში შეიძლება გამოიყენოთ სწრაფი სესხი თუ თქვენ 18 წლის ხართ?

დარწმუნებული ვარ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რაში უნდა დაჭირდეს 18 წლის ახალგაზრდას ფულის სესხება ამათუ იმ კომპანიისგან? ხომ შეიძლება, რომ ფორსმაჟორულ ფინანსურ სიტუაციაში, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს მიმართოს დახმარებისათვის? იმის გამო, რომ ბევრი ახალგაზრდა დამოუკიდებლად ცხოვრებას ამჯობინებს და შესაბამისად სურს რომ ფინანსურადაც ბოლომდე დამოუკიდებელი დარჩეს, ასეთი კატეგორიისთვის სწრაფი სესხები საუკეთესო გამოსავალია, როდესაც დამატებითი თანხის მოძიებას საჭიროებენ.

ალბათ ბევრ ჩვენგანს უჩნდება კითხვა, რაში შეიძლება დაჭირდეს ამ ასაკის ახალგაზრდას, რომელსაც გარკვეული შემოსავალი უკვე აქვს (სხვა შემთხვევაში ის ვერც სესხზე შეძლებდა განაცხადის შევსებას), დამატებითი ვალდებულების აღება? უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებს გაუთვალისწინებელი ხარჯი მეგობრის დაბადების დღის, დაუგეგმავი წვეულების, კონცერტის, მეგობრებთან ერთად უქმეების გასატარებლად, სასურველი ნივთის შესაძენად ჭირდებათ. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად, მოგწონთ რამე ნივთი, ტანსაცმელი ან აქსესუარი, მისი ღირებულება საკმაოდ დიდია, თუმცა ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ ისეთი ფასდაკლებით არის შესაძლებელი მისი შეძენა, რომ თანხა რეალურ ღირებულებასთან შედარებით ძალიან მცირეა და თქვენთვისაც მისაღები. თუმცა, ამ თვეში ეს ხარჯი გათვალისწინებული სულაც არ გქონდათ. თუ ამ ნივთს შეიძენთ კი შესაძლოა თვის ბოლოსთვის ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ. სწორედ ასეთ დროს მიმართავენ ძალიან ხშირად სწრაფ ონლაინ სესხებს.

რათქმაუნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შესაძლოა დამატებითი თანხის მოძიება გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯებისთვის, სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად, ბინის ქირის გადასახდელად და სხვა ყოფითი სიტუაციისთვისაც გახდეს საჭირო. ჩამონათვალი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ იმ ძირითად მიზნებს, რისთვისაც შეიძლება გახდეს საჭირო სესხები 18 წლიდან ასაკში.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი თანხის მოძიება გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი ხარჯების დასაფარად, სასურველია ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრონ ის რისკები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩდნენ ასეთი ტიპის სესხზე განაცხადის შევსებისას. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი სესხები 18 წლის ასაკიდან არის ხელმისაწვდომი და ეს საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა ახალგაზრდებისათვის, გირჩევთ, დამატებითი ვალდებულების აღებამდე სწორად შეაფასოთ და დათვალოთ თქვენი შემოსავალი, სესხით სარგებლობისათვის გასაწევი დამატებითი ხარჯები (სესხზე დარიცხული პროცენტი), შედეგები იმ შემთხვევაში თუ დროულად ვერ შეძლებთ ნასესხები თანხის დაბრუნებას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ განაცხადი სესხის მისაღებად.