SMS კრედიტი (სმს კრედიტი)

პირადი სახსრების ამოწურვის შემთხვევაში, სმს კრედიტი ფულის სესხების ერთ-ერთი ყველაზე მარტვი გზაა. ტექსტური შეტყობინების ანუ სმს-ის გაგზავნით შეგიძლიათ სმს კრედიტის აღება. სმს კრედიტი განკუთვნილია ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც ადსამიანისთვის ინტერნეტი და კომპიუტერი მიუწვდომელია. და თუ მსესხებელი კონკრეტული კრედიტორის ვებგვერდზეა დარეგისტრირებული, მაშინ შეუძლია გაუგზავნოს მესიჯი არჩეულ კრედიტორს. ამის განხორციელება შესაძლებელია ტყის შუა გულშიც კი, თუ არის მობილურ ოპერატორთან კავშირი.

თუმცა სმს კრედიტი, სხვა სესხების მსგავსად, არაა განკუთვნილია ისეთი ვითარებებისთვის, როდესაც პირადი სახსრები ამოგეწურათ, ხელფასამდე კი დიდი დროა დარჩენილი, ეს შეიძლება იყოს რაიმე შემთხვევა ან სასწრაფო ვიზიტი ექიმთან. სმს კრედიტი არაა განკუთვნილი გართობის ან რომელიმე არასაჭირო მიზნებისთვის. სმს კრედიტი ერთ-ერთი მოკლევადიანი სესხია, რომელსაც სესხის დაფარვის მოკლე ვადები აქვს – ჩვეულებრივ, 30 დღემდე. სმს კრედიტის კიდევ ერთი თვისებაა-მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

კომპანია მიღების დროს უპროცენტო პირველად სესხი სესხის მაქსიმალური სესხის ვადა აიღე სესხი
10 წუთში 50 - 500 ლარი 1800 ლარი 1-120 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე
30 წუთში 50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 250 - 2000 ლარი 2000 ლარი 3-30 თვემდე
60 წუთში 500 - 2000 ლარი 3000 ლარი 6-24 თვემდე
15 წუთში 50 - 700 ლარი 700 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 1500 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1500 ლარი 1-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 100 - 700 ლარი 1000 ლარი 24 თვემდე
15 წუთში 50 - 250 ლარი 1000 ლარი 1-30 თვემდე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე
15 წუთში 50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე
15 წუთში 50 - 200 ლარი 600 ლარი 1-30 დღე
1 დღე 500-20000 ლარი 20000 ლარი 3-36 თვემდე
1 დღე 1000-30000 ლარი 30000 ლარი 3-72 თვემდე

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მომრავლდა სმს კრედიტის მოთხოვნა. პორველი კრედიტორი, რომელიც სმს კრედიტი შემოგვთავაზა 2007 წელს გამოჩნდა. დღესდღეობით, კრედიტორების უმრავლესობა სმს კრედიტს გვთავაზობს, მაგრამ მაინც არიან ისეთები, რომლებსაც არ აქვთ ეს მომსახურება. შეიძლება ითქვას, რომ სმს კრედიტი სრაფ სესხებს ჰგავს – უბრალოდ განსხვავდება განაცხადის ფორმა. სწრაფი სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ან პირადად, ხოლო სმს კრედიტის – სმსის გაგზავნით.

თუ ადამიანი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და არ სურს მეგობრებისგან ან ნათესავებისგან ფულის სესხება, მაშინ სმს კრედიტი საგრძნობლად გაუადვილებს სიტუაციას. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სმს კრედიტი მხოლოდ დროებითი ფინანსური პრობლემებისთვისაა განკუთვნილი – თუ დიდი ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, არ ისარგებლოთ სმს კრედიტით და მიმართეთ საკრედიტო მრჩეველს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად ხელსაყრელი სმს კრედიტის აღებით, გაირთულებთ სიტუაციას. თუ სესხის დაფარვისას პრობლემები შეგექმნათ, თქვენი სიტუაციის გაადვილებისთვის არსებობს ორი ვარიანტი, მაგრამ ორივეს შემთხვევაშიც ზადმეტობით გადახდა მოგიწევთ. ერთ-ერთი ვარიანტია სესხის გადავადება, მეორე კი უმოქმედობა, რომლის შემთხვევაში დიდ პრობლემებს, ანუ, პრობლემური სესხის ოფიცერთან ან სესხის კოლექტორთან მოლაპარაკება მოგიწევთ და შესაძლოა, სასამართლოშიც კი აღმოჩნდეთ. უარყოფითი საკრედიტო ისტორია გარანტირებულია. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ყურადღება მაიქციოთ სესხებს და გარკვეული გამოსავალი მოძებნოთ.

რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ სმს სეხი ერთადერთი გამოსვაალი იყოს. თუ სმს კრედიტის აღება გსურთ, სესხის განაცხადის შევსებამდე შეადარეთ ყველა კრედიტორი და მათი შემოთავაზებები. პირველ რიგში, მოიძიეთ სმს კრედიტის გამსესხებლები, რადგან ყველა არ გვთავაზობს ამ ფუნქციას. მეორე, რეკომენდირებულია აირჩიოთ კრედიტორი, რომელიც უპროცენტო სესხებს გვთავაზობს, განსაკუთრებით, როდესაც მცირე ოდენობის სესხი გვჭირდება. უპროცენტო სესხს საპროცენტო განაკვეთი არ აქვს და ის განკუთვნილია ახალი მომხმარებლისთვის. უპროცენტო სესხების მაქსიმალური ოდენობა მერყეობს და დამოკიდებულია კრედიტორებზე, მნიშვნელოვანია შეადაროთ და აირჩიოთ კრედიტორი, რომელიც საჭირო ოდენობით სესხს გვთავაზობს. დაიმახსოვრეთ, თუ უპროცენტო სესხით უკვე გისარგებლიათ, ეს არ ნიშნავს, რომ განმეორებით სარგებლობა აღარ შეგეძლებათ – თქვენ შეგიძლიათ გახდეთ რომელიმე სხვა კრედიტორის ახალი მომხმარებელი და უფასო სესხი გაიტანოთ.

რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის მხოლოდ ამ ორი ასპექტის შედარება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დაუყონებლივ უნდა განახორციელოთ, ეს საპროცენტო განაკვეთის შედარებაა. სმს კრედიტს, სხვა სწრაფი სესხების მსგავსად, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. ზედმეტი საკომისიოს და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, აირჩიეთ გამსესხებელი, რომელიც ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ. პირველად სესხებისას აუცილებლად უნდა შეადაროთ საპროცენტო განაკვეთები, რადგან ჩვენი ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და ზოგჯერ, ისინი არც ისე კარგია. შესაძლოა რაღაცა მოხდეს და შეაფერხოს სესხის დროულად დაფარვა. ამ შემთხვევაში, სესხის გადავადების ფუნქცია დაგჭირდებათ დ ამგვარად თქვენი უპროცენტო სესხი ჩვეულ სწრაფ სეხად გადაიქცევა. დამეთანხმეთ, რომ ასეთ სიტუაციებში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ყველა კრედიტორი უწევს ასაკობრივ ზღვარს. ზოგიერთი სრულწლოვან პირებს ემსახურება, ზოგი კი 20 წლიდან ზემოთ. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ კრედიტორები აწესებენ სესხის გაცემის არა მხოლოდ მინიმალურ, არამდედ მაქსიმალურ ასაკობრივ ზღვარს, თუ მაგალითად 72 წლის ან უფრო მეტის ხართ, სმს სესხით ვერ ისარგებლებთ.

გაითვალისწინეთ, რომ სმს კრედიტი მოკლევადიანი სესხია, უმეტესი სმს კრედიტის ფადარვის ვადა 30 დღეს ან ერთ თვეს არ აღემატება, მაგრამ ზოგს 45დღემდე დაფარვის ვადაც აქვს. თუ გსურთ დროულად სესხის დაფარვა, აირჩიეთ კრედიტორი, რომელიც სესხის დაფარვის ხანგრძლივ ვადებს სთავაზობს, რადგან არავინაა დაზღვეული გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. ჯარიმების და ვალების თავიდან აცილების მიზნით, კრედიტორები გადავადების ფუნქციას გვთავაზობენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უფასო მომსახურება არაა. გადავადების საფასური დამოკიდებულია სესხის ოდენობისა და გადავადების საკომისიოზე, რომელიც, ჩვეულებრივ, საპროცენტო განაკვეთზე უფრო მაღალია.

ყველამ უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ სმს კრედიტი, სხვა სწრაფი სესხების მსგავსად, არ მტკიცდება დღის ნებისმიერ საათებში. კრედიტორებს სამუშაო საათები აქვთ, რომლის განმავლობაშიც ამოწმებენ და ადასტურებენ ამა თუ იმ სესხის განაცხადს. რა თქმა უნდა, სესხის განაცხადის შევსება დღის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგრამ განიხილავენ მხოლოდ სამუშაო საათებში, დაახლოებით, დილის 07:00-დან ღამის 00:00 საათამდე. რადგან არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ სესხი, რეკომენდირებულია კრედიტორის არჩევა, რომლის სამუშაო საათებიც უფრო გრძელია. დაიმახსოვრეთ, ასევე, დასვენების დღეების და შაბათ-კვირის სამუშაო საათბის შემოწმება.

არ დაგავიწყდეთ გამსესხებლების სხვა ასპექტების შედარებაც. თუ ეს შესაძლებელია, წაიკითხეთ არჩეული კრედიტორის მომოხილვა და კომენტარები, რადგან, როგორც წესი, მას რეალური ადამიანები წერენ, რომლებმაც უკვე ისარგებლეს კონკრეტული კრედიტორის მომსახურებით, შესაბამისად დადებით ან უარყოფით კრიტიკას მოიცავს. განაცხადის შევსებამდე ყურადრებით წაიკითხეთ კრედიტორის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია.

სმს კრედიტის აღებისთვის, პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ კრედიტორის ვებგვერდზე. რეგისტრაცია მოითხოვს თქვენს პირად მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, შემოსავალი, მობილური ტელეფონის, საბანკო ანგარიშის და პირადი ნომერები. ვინაობის დასადგენად, თქვენ უნდა გააგზავნოთ გარკვეული თანხა კრედიტორის საბანკო ანგარიშზე. თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და ჭეშმარიტი, რადგან ინფორმაციის დამახინჯება ან უბრალოდ მცდარი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პოტენციურ კლიენტს სმს სესხის მოთხოვნის საშუალება ეძლევა. სმს-ი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საჭირო სესხის ოდენობის და დაფრავის ვადის ხანგრძლივობის შესახებ. რაიმე სხვა ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, ეწვიეთ გამსესხებლის ვებგვერდს. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, დაელოდეთ კრედიტორის დადებით ან უარყოფით პასუხს. თუ კრედიტორის პასუხი დადებითია, დაელოდეთ სესხის თქვენს საბანკო ანგარიშზე დარიცხვას.

ყველაფერი არც ისე ადვილია. სმს კრედიტის აღებისთვის პოტენციურმა კლიენტმა კრედიტორის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. პოტენციური კლიენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მისი ასაკი კი, კრედიტორის წინაპირობებს უნდა ემთხვეოდეს. გამსესხებლისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა.

კრედიტორის ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს საჭიროა თქვენი შემოსავლის ოდენობის მითითება, თუ მცირე თანხას უთითებთ და სესხი მოკლევადიანია , კრედიტორს, როგორც წესი, სჯერა ამ ინფორმაციის, ხოლო, დიდი თანხის გრძელვადიანი პერსპექტივით მოთხოვნის შემთვევაში, კრედიტორი მოითხოვს შემოსავლის ოფიციალურ დამადასტურებელ დოკუმენტს, მაგალითად, განცხადება შემოსავლების სამსახურიდან, დამსაქმებლის წერილი ან საბანკო ანგარიშის ამონაწერი. თუ მსესხებლის შემოსავალი მცირეა, შესაძლოა უარყოფითი პასუხი მოგივიდეთ. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე, კრედიტორი რისკავს, გასესხებული თანხის დაკარგვას. აქედან გამომდინარე, კრედიტორები დიდ ყურადღებას აქცევენ მსესხებლის შემოსავლის ოდენობას და სტაბილურობას.

შემდეგი ფაქტორი, რომელიც კრედიტორების გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენს ეს საკრედიტო ისტორიაა. საკრედიტო ისტორია გვიჩვენებს არა მხოლოდ წინა საკრდიტო ვალდებულებებს, არამედ ამჟამინდელსაც და თუ რა გრაფიკითაა დაფარული. თუ მსესხებელს წინა სესხების დაფარვისას სირთულეები შეექმნა და ჯერ კიდევ ვალები აქვს, ეს ინფორმაცია მოვალეთა “შავი სიის” ბაზაში იქნება შენახული. თუ ამ სიაში აღმოჩნდით, თქვენი საკრედიტო ისტორია გაფუჭებულია და ეს იმოქმედებს მომავალში ფულის სესხების შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, ინფორმაცია მსესხებლის შესახებ ინახება 10 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაფარავთ დავალიანებას. თუ ბოლო პერიოდში მსესხებელი მოვალეთა “შავი სიის” ბაზაში აღმოჩნდა, სავარაუდოდ, ახალი სესხის აღების დროს მას სირთულეები შეექმნება. ამიტომ, შესაძლოა უარყოფითი პასუხი მიიღოს. მაგრამ, თუ მსესხებელი სიაში წლების წინ აღმოჩნდა, ასრებობს შანსი, რომ კრედიტორი გადახედავს და შესაძლოა, გაასესხებს თანხას იმ იმედით, რომ მსესხებელს შეეცვალა კრედიტების მიმართ დამოკიდებულება, ხოლო ფინანსური მდგომარეობა გაუუმჯობესდა.

მხოლოდ ამ ფაქტორების – საკრედიტო ისტორიის, შემოსავლების, გადახდისუნარიანობის და საჭირო სესხის ოდენობის შეფასების შემდეგ, კრედიტორი გადაწყვეტს და დადებით ან უარყოფით პასუხს გასცემს მსესხებლის მოთხოვნას. კრედიტორი კონკრეტულ მსესხებელთან დაკავშირებული რისკების შეფასებით თავს იზღვევს შესაძლო დანაკარგებისგან. სმს კრედიტით სარგებლობისას, სხვა სესხების მსგავსად, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და შეაფასოთ თქვენი გადახდისუნარიანობა – შეძლებთ, თუ არა სესხის დროულად დაფარვას. თუ რაიმე ეჭვები გაქვთ და ფიქრობთ, რომ, შესაძლოა სესხს დროულად ვერ დაფარავთ – მაშინ ჯობია თავი აარიდოთ ამ სესხებს და სხვა ალტერნატივა ნახოთ.