უპროცენტო სესხები, swrafi sesxi

სესხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა უპროცენტო სესხი, რადგან მისი აღება სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ. სწრაფი სესხი განკუთვნილია სასწრაფო და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, როდესაც პირადი სახსრები დაგეხარჯათ და დამატებითი თანხები გჭირდებათ, მაგალითად, უბედური შემთხვევები, გადაუდებელი ვიზიტი ექიმთან ან უბრალოდ ფულის უკმარისობა შემდეგ ხელფასამდე. სწრაფი სესხის აღება 2007 წლიდანაა შესაძლებელი, მაგრამ კრედიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მატულობს. ახალი კლიენტების მოზიდვისთვის და ჯანსაღი კონკურენციის შესანარჩუნებლად, კრედიტორები უპროცენტო სესხებს გვთავაზობენ, რომლებსაც, ასევე უფასო სესხებს უწოდებენ.

კომპანია მიღებისდროს უპროცენტო პირველად სესხი პირველი სესხის მაქსიმუმი სესხის ვადა აიღე სესხი
15 წუთში

50 - 500 ლარი 1500 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში

50 - 500 ლარი 1000 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში

30 - 500 ლარი 900 ლარი 5-730 დღე აიღე სესხი
30 წუთში

50 - 300 ლარი 600 ლარი 1-45 დღე აიღე სესხი
15 წუთში

50 - 300 ლარი 700 ლარი 5-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში

50-250 ლარი 650 ლარი 1-30 დღე აიღე სესხი
15 წუთში

50 - 300 ლარი 1000 ლარი 5-31 დღე აიღე სესხი

უპროცენტო სესხებს უწოდებენ პირველ უფასო სესხს, რადგან იგი უფასოა მხოლოდ პირველად სესხებისას. ხელსაყრელი პირობებით სესხის აღების მშვენიერი შესაძლებლობაა უპროცენტო სესხი. ეს ნიშნავს, რომ მსესხებელმა უნდა დააბრუნოს იგივე თანხა, რაც თავდაპირველად ისესხა. მაგალითად, თუ მსესხებელმა 100 ლარი ისესხა, დაფარვის ვადის დასრულებისას ზუსტად 100 ლარი უნდა დააბრუნოს.
სწრაფი სესხები, ჩვეულებრივ, წამგებიანია, რადგან მათ მაღალი საპროცენტო განაკვეთი და მოკლევადიანი – მხოლოდ 30 დღემდე დაფარვის ვადა აქვთ. თუ მსესხებელი უპროცენტო სესხს იღებს – იგი გამარჯვებულია. გასაგებია, რომ 0%-იანი სესხი კრედიტორებისთვის არამომგებიანია – ფაქტობრივად, უპროცენტო სესხები ახალი მომხმარებლების მოზიდვის ხერხია. გარდა ამისა, როდესაც კრედიტორი უპროცენტო სესხს გვთავაზობს, იმედოვნებს, რომ მომავალში მომხმარებელი ლოიალურობას გამოიჩენს და ამ კონკრეტული კრედიტორისგან ისევ ისესხებს.

უპროცენტო სესხი განკუთვნილია მხოლოდ ახალი მომხმარებლისთვის, ანუ მუდმივ კლიენტებს უპროცენტო სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მსესხებელს ოდესმე ისევ უპროცენტო სესხით სარგებლობის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან გამსესხებლების უმრავლესობა უპროცენტო სესხებს გვთავაზობენ. კერძოდ, უპროცენტო სესხის აღება ნებისმიერ კრედიტორთანაა შესაძლებელი და თუ არასდროს არ გისარგებლიათ კონკრეტული კრედიტორის მომსახურეობით, თავისუფლად შეგიძლიათ ისესხოთ.

სხვა სესხების მსგავსად, უპროცენტო სესხი მოკლევადიანი სესხია, ანუ მათი დაფარვის პერიოდი 30 დღემდეა. უპროცენტო სესხების გადავადება შეუძლებელია, ასე რომ მსესხებელს არ მოუწევს მომსახურების საფასურის გადახდა. ხოლო, თუ მაინც ეცდებით უპროცენტო სესხის გადავადებას, ის უბრალო სესხად გარდაიქცევა თავისი საპროცენტო განაკვეთით. კრედიტორები უხალისოდ აგრძელებენ უპროცენტო სესხების ვადებს, რადგან ისინი მსესხებლებს ზედმეტ ხარჯებს უქმნიან. თუ უპროცენტო სესხს დროულად დაფარავთ, ეს ძალიან მომგებიანი იქნება. როდესაც ადამიანი სესხის აღებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, დაფარვის გზაც აირჩიოს.

უპროცენტო სესხის აღებისთვის, პოტენციური კლიენტი კრედიტორის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მსესხებელი საქართველოს მოქალაქე და სრულწლოვანი უნდა იყოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც კრედიტორები თვალდაჟინვით ამოწმებენ ეს პოტენციური კლიენტის შემოსავალია. თუ პოტენციურ კლიენტს არ აქვს ყოველთვიურად რეგულარული და სტაბილური შემოსავალი, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას სესხის განაცხადზე. გამსესხებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსესხებელს შეეძლოს სესხის დაფარვა. თუ სესხის ოდენობა მცირეა, მსესხებლის შემოსავლის დამადასურებელი დოკუმენტების მოთხოვნა, შესაძლოა არ დაჭირდეთ. ამ შემთხვევაში, სესხის განაცხადის შევსებისას უბრალოდ ზეპირად მიაწვდით ინფორმაციას. ზოგიერთი მსესხებელი კრედიტორს მცდარ ინფორმაციას აწვდის, მაგრამ ჯობია ყველამ დაიმახსოვროს, რომ ეს სისხლისსამართლებრივად დასჯადია. გარისკვა და სესხისთვის კანონთან პრობელების შექმნა არ ღირს. მცდარი ინფორმაციის მიწოდებით მსესხებელი რისკის ქვეშ აყენებს სესხის დაფარვის შესაძლებლობას. სიცრუის შედეგად, ადამიანი ვალებს იკიდებს და შემდეგ მათი ოდენობა იზრდება, მაგრამ კრედიტორს უფლება აქვს თავისი ფულის დასაბრუნებლად პრობლემური სესხის ოფიცერს, ვალების კოლექტორს ან სასამართლოს მიმართოს.

გამსესხებლები, ასევე, ყურადღებას აქცევენ მსესხებლის საკრედიტო ისტორიას. უპროცენტო სესხის აღებისთვის, პოტენციურ კლიენტს დადებითი საკრედიტო ისტორია უნდა ჰქონდეს. კრედიტორები ასევე ამოწმებენ სხვა სესხების დაფარვის განრიგს. საკრედიტო ისტორიის გაფუჭება ძალიან ადვილია – საკრედიტო გადასახადების ვადაგადაცილება ვალებს ჰქმნის. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი მოვალეთა “შავ სიაში” ხვდება და მონაცემები ინახება 10 წლის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ დაფარავს სესხს. როდესაც კრედიტორი პოტენციური კლიენტის გადახდისუნარიანობას აფასებს, იგი ამოწმებს “შავი სიის” მონაცემათა ბაზას. თუ მსესხებელი ბოლო პერიოდში მოხვდა ამ სიაში, სავარაუდოდ, კრედიტორი არ გაასესხებს ფულს. საკრედიტო ისტორია მოიცავს მსესხებლის ყველა საკრედიტო ქმედებებს – რომლებიც დიდი სირთულეებით ან უპრობლემოდ დაიფარნენ. თუ მომავალში სესხებას ისურვებთ, ეცადეთ დაგვიანებების გარეშე მოაგვაროთ ყველა საკრედიტო ვალდებულება, კერძოდ, ეცადეთ დაფაროთ სესხები დროულად და სრულად, ვალებისა და ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.

დღესდღეობით, მრავალი გამსესხებელი არსებობს, რომელიც უპროცენტო სესხებს გვთავაზობს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველა კრედიტორის შემოთავაზებების შეფასება, რადგან ისინი სხვადასხვა ფაქტორით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნებისმიერს შეუძლია სხვადასხვა საიტებზე სპეციალური ცხრილების მეშვეობით სესხების შედარება და პოტენციური მსესხებლის გამოკვლევა და შედარება. პირველი, რაც მიზანშეწონილი იქნება მოიძიოთ კრედიტორები, რომლებიც უპროცენტო სესხს გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კრედიტორი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, მაინც არიან ისეთებიც, რომლებსაც უპროცენტო სესხის ფუნქცია არ გააჩნიათ.

მეორე, მნიშვნელოვანია, ახალი მომხმარებლისთვის შემოთავაზებული სესხის მაქსიმალური ოდენობის შედარება. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კრედიტორები, ჩვეულებრივ, ასეულობით ფულის სესხების შესაძლებლობას გვაძლევენ, ახალ კლიენტებს ამის საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ, ყველამ უნდა შეადაროს ასევე, ჩვეულებრივი სესხის მაქსიმალური ოდენობა, განსაკუთრებით, თუ იცის, რომ მომავალში უფრო ბევრი ფულის სესხება დაგჭირდება.

მესამე, აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ სესხის დაფარვის ვადებს. ჩვეულებრივ, უპროცენტო სესხების დაფარვის ვადა 30 დღეს ან 1 თვეს არ აღემატება, მაგრამ მაინც არსებობენ კრედიტორები, რომლებიც 45 დღემდე დაფარვის ვადას გვთავაზობენ. ყველამ უნდა იცოდეს სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები, მაგრამ შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ გათვლა. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები. ასეთ სიტუაციებში, რეკომენდირებულია, სესხის გადავადებით სარგებლობა. თითოეულ კრედიტორს გადავადების სხვადასხვა საკომისიო აქვს, რომელიც, თავისმხრივ, დამოკიდებულია სესხის ოდენობაზე. საკომისიო 10% – 30%-მდე მერყეობს. სწორედ ამიტომ, პოტენციურმა კლიენტებმა, ასევე, უნდა შეადარონ სესხის გადავადების საკომისიოები.
ასევე არ დაგავიწყდეთ საპროცენტო განაკვეთის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ უპროცენტო სესხებს საპროცენტო განაკვეთი არ აქვთ, სესხის გადავადების შემთხვევაში, იგი მორიგ სწრაფ სესხად გარდაიქმნება. ამის გამო, აირჩიეთ ის კრედიტორი, რომელიც შედარებით დაბალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ.

შეიძლება კრედიტორების შედარება, ასევე, მუშაობის გრაფიკით. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფულის სესხება დღის ნებისმიერ საათებშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მსესხებელს სასურველ დროს შეუძლია განაცხადის შევსება, მაგრამ კრედიტორებს თავისი სამუშაო საათები აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მსესხებელს ღამის 03:00 საათზეც კი შეუძლია განაცხადის შევსება, მაგრამ განხილავენ მხოლოდ კრედიტორის სამუშაო საათების დაწყებისთანავე, მაგალითად, დილის 08:00 საათიდან. შეუძლებელია უპროცენტო ან ნებისმიერი სხვა სესხის აღება დღის ნებისმიერ საათებში. ყველა კრედიტორს სხვადასხვა სამუშაო განრიგი აქვს, ამ ფაქტორის შედარება, ასევე, მნიშვნელოვანია. არსებობენ კრედიტორები, რომლებიც დილის 09:00-საათიდან საღამოს 06:00-საათამდე მუშაობენ, მაგრამ ზოგს უფრო გრძელი სამუშაო დღე აქვს – დილის 07:00-საათიდან ღამის 00:00-საათამდე. ყურადღება მიაქციეთ, ასევე, შაბათ-კვირის და დასვენების დღეების სამუშაო საათებს.
გაითვალისწინეთ, გამსესხებლის არა მხოლოდ სამუშაო საათები, არამედ სესხის გაცემის დროც. სწრაფი სესხების რეკლამებში ხშირად დაინახავთ “გაიტანეთ სესხი სულ რაღაც 10 – 15 წითში”, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველა კრედიტორს არ ეხება. თუ ეს გადამწყვეტი ფაქტორია თქვენთვის, მაშინ გაითვალისწინეთ და შეადარეთ სესხის გაცემის განრიგები. კრედიტორების უმრავლესობა აღნიშნული დროის მონაკვეთში ან ერთ საათში ახორციელებს სესხის გადარიცხვას.

თუ სისწრაფე კრედიტორის არჩევის მთავარი ფაქტორია, მაშინ მოძებნეთ ის კრედიტორები, რომლებიც სმს სესხის მომსახურებას გვთავაზობენ, რომლის აღებაც ტექსტური შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ. ეს სესხის აღების ყველაზე მოხერხებული გზაა, რადგან სახლიდან გასვლასაც კი არ საჭიროებს.

როდესაც პოტენციურმა კლიენტმა შეადარა კრედიტორის ყველა შემოთავაზება და მეტნაკლებად შესაფერისი და მომგებიანი ამოირჩია, პირველ რიგში გამსესხებლის საიტზე უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია სესხის განაცხადის შევსება და სესხის აღება, ეს ნაბიჯი გარდაუვალია. მსესხებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მთლიანობაში, შესაფერისი სესხის მოძიების და რეგისტრაციის პროცესების ჩათვლით, სესხის აღება თქვენთვის მაინც ბევრ დროს წაიღებს.

რეგისტრაციის დროს პოტენციურმა კლიენტმა პირადი მონაცემების, ტელეფონის და აქტიური საბანკო ანგარიშის ნომრის მიწოდება მოუწევს. სწორი და ზუსტი ინფორმაციის შეყვანა სავალდებულოა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადზე უარყოფითი პაუხი მოუვა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მსესხებელმა გარკვეული თანხა უნდა გადარიცხოს კრედიტორის ანგარიშზე ვინაობის დასამტკიცებლად. საჭირო ინფორმაციის შევსების შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ სასესხო განაცხადი. ჩვეულებრივ, რეკომინდირებულია, სესხის, შეძლებისდაგვარად, ადრე დაფარვა, რომ საპროცენტო განაკვეთებზე ბევრი ფული არ დაგეხარჯოთ. უპროცენტო სესხის შემთხვევაში, აირჩიეთ ყველაზე გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკი, რათა მოახერხოთ უპროცენტო სესხით წარმატებით დაფარვა.
სესხის განაცხადის შევსების შემდეგ, მსესხებელი ელოდება გამსესხებლის პასხუს. კრედიტორი კი განაცხადს ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება პოტენციური კლიენტი მის კრიტერიუმებს და წინაპირობებს. ინფორმაციის შემოწმების შემდეგ, კრედიტორი გადაწყვეტს დაამტკიცებს, თუ არა მოთხოვნას. თუ პასუხი დადებითია, მსესხებელი ელოდება სესხის ანგარიშზე ჩარიცხვას. უპროცენტო სესხი, სხვა სესხების მსგავსად, უნდა დახარჯოთ გონივრულად. და რა თქმა უნდა, არა გართობასა და სხვა სულელური მიზნებისთვის.